ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

ტრანესტატი

გამოყენების ინსტრუქცია

ტრანესტატი

Tranestat

ტრანექსამის მჟავა

 

ამპულები

 

ტაბლეტები

 

შემადგენლობა

ყოველი ტაბლეტი ან 5 მლ - იანი ამპულა შეიცავს :

500 მგ ტრანექსამის მჟავას .

 

კლინიკური ფარმაკოლოგია

ტრანესტატი ( ტრანექსამის მჟავა ) არის ანტიფიბრინოლიზური პრეპარატი , რომელიც თრგუნავს პლაზმინოგენის პლაზმინად აქტივაციას .

 

ტრანესტატი ასტაბილიზებს ფიბრინულ სტრუქტურებს , ვინაიდან ფიბრინის დეფექტური ფორმაციის ან ფიბრინის ძალიან სწრაფი დაშლის შედეგად ვითარდება ძლიერი ან რეციდივული სისხლდენა და ეს ხდება პლაზმინით ჰემოსტაზური ფიბრინის საბოლოო დაშლის პრევენციით .

 

გარდა ამისა , ტრანესტატი ზრდის კოლაგენების სინთეზს და გრანულაციის ქსოვილებს , სავარაუდოდ ფიბრინული მატრიცის შენარჩუნების გზით .

 

ფარმაკოკინეტიკა

ტრანესტატი ( ტრანექსამის მჟავა ) შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან . მაქსიმალური პლაზმური კონცენტრაცია მიიღწევა დაახლოებით 3 საათის შემდეგ . ბიოშეღწევადობა შეადგენს დაახლოებით 30-50%- .

 

ტრანესტატი ფართოდ ნაწილდება მთელ ორგანიზმში . მისი შეკავშირება ცილებთან ძალიან დაბალია . ის აღწევს პლაცენტაში და ნაწილდება დედის რძეში .

 

ტრანესტატის ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს დაახლოებით 2 საათს . ის ექსკრეტირდება უმეტესად შარდში უცვლელი პრეპარატის სახით .

 

ჩვენებები

სისხლდენის პრევენცია ქირურგიული ოპერაციის ან ტრავმის შემდეგ :

-           კბილის ამოღება ჰემოფილიის მქონე პაციენტებში ;

-           საშვილოსნოს ყელის კონიზაცია ;

-           ტონზილექტომია და ადენოიდექტომია ;

-           პროსტატის ქირურგიული ოპერაცია ;

-           თვალის ტრავმა ;

-           სტომატოლოგიური ოპერაცია იმ პაციენტებში , რომლებიც იღებენ ანტიკოაგულანტებს .

სუბარაქნოიდული სისხლდენის რეციდივის თავიდან აცილება ;

პირველადი ან საშვილოსნოს შიდა ჩასახვის საწინაღმდეგო საშუალებით მკურნალობა ინდუცირებული მენორაგია .

კუჭ - ნაწლავური სისხლდენის მკურნალობა .

რეციდივული ეპისტაქსისის მკურნალობა .

რქოვანას სპონტანური ან პოსტოპერაციული შეშუპების პრევენცია .

მემკვიდრეობითი და არამემკვიდროებითი ანგიოშეშუპების მკურნალობა .

სისხლდენის პრევენცია მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დროს .

გულის შუნტირების შემდეგ სისხლდენის პრევენცია .

 

სიფრთხილის ზომები

სიფრთხილის გამოჩენა არის საჭირო ტრანესტატის გამოყენებისას თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში , აკუმულაციის რისკის გამო , აგრეთვე შარდსაწვეთური ობსტრუქციის რამდენიმე შემთხვევაში აღინიშნა ფართო ჰემატურია ზემო საშარდე ტრაქტიდან . ანამნეზში თრომბოემბოლური დაავადების ისტორიის მქონე პაციენტებში ტრანესტატი გამოიყენება მხოლოდ ანტიკოაგულანტებთან ერთად .

 

გვერდითი ეფექტები

ტრანექსამის მჟავა ხასიათდება კარგი ამტანობით . მან შეიძლება გამოიწვიოს კუჭ - ნაწლავური დარღვევები ( როგორიცაა გულისრევა , პირღებინება , დიარეა ) და ჰიპოტენზია , განსაკუთრებით ვენებში სწრაფი შეყვანის შემდეგ .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

შესაძლებელია ტრანესტატის ( ტრანექსამის მჟავას ) შერევა უმეტეს ხსნარებთან , როგორიცაა : ელექტროლიტები , ნახშირწყლების , ამინომჟავისა და დექსტრანის ხსნარი . ის ასევე შეთავსებადია ჰეპარინთან . დაუშვებელია პრეპარატის შერევა სატრანსფუზიო სისხლთან ან პენიცილინის შემცველ საინფუზიო ხსნარებთან .

 

დოზირება

ტრანესტატი მიიღება პერორალურად და ნელი ინტრავენური ინექციის ან უწყვეტი ინფუზიის სახით .

რამდენიმე დღის შემდეგ ინექცია ჩვეულებრივ იცვლება პერორალური მიღებით .

 

დოზა მოზრდილებში

პერორალური დოზა – 1-1.5 ( ან 15-25 მგ / კგ ) დღეში 2-4- ჯერ

ნელი ინტრავენური დოზები – 0.5-1 ( ან 10-15 მგ / კგ ) დღეში 3- ჯერ .

უწყვეტი ინტრავენური ინფუზია სიჩქარით 25-50 მგ / კგ - ზე დღეში .

 

დოზა ბავშვებში

15-25 მგ / კგ - ზე პერორალურად ან 10 მგ / კგ - ზე ინტრავენურად ჩვეულებრივ დღეში ორჯერ .

 

შეფუთვა

შეფუთვაში მოთავსებულია 2 ბლისტერი თითოეული 10 ტაბლეტით .

შეფუთვაში წარმოდგენილია 6 ამპულა .

 

პრეპარატები ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა

ტაბლეტი 4 წელი

ამპულა 3 წელი

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

II ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი : რეცეპტით )

 

მწარმოებელი

Amoun Pharmaceutical Co. S.A.E.

El-Obour City, cairo, Egypt




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge