ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

ბენევრონი BF

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ბენევრონი BF

Benevron BF

         

 

სავაჭრო დასახელება

ბენევრონი BF ,   Benevron BF

 

წამლის ფორმა :

შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტები .

აღწერილობა : მრგვალი , ორმხრივამოზნექილი , შაქრის გარსით დაფარული ტაბლეტები გრავირებით BENEV ცალ მხარეს და გლუვი ზედაპირით მეორე მხარეს .

 

შემადგენლობა :

შაქრიანი გარსით დაფარული ტაბლეტი შეიცავს :

აქტიური ნივთიერებები :    

ვიტამინი B1 ( თიამინის ნიტრატი )                                             250 მგ

ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი )                                                          15 მგ

ვიტამინი B6 ( პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი )           200 მგ

ვიტამინი B9 ( ფოლის მჟავა )                             0,50 მგ

ვიტამინი B12 ( ციანოკობალამინი )                        0,25 მგ

დამხმარე ნივთიერებები : პოვიდონი ( K30 ), მიკროკრისტალური ცელულოზა , კალციუმის ჰიდროფოსფატი , გასუფთავებული ტალკი , მაგნიუმის სტეარატი , სილიციუმის კოლოიდური უწყლო დიოქსიდი , ნატრიუმის მეტაბისულფიტი , დინატრიუმის ედეტატი , ნატრიუმის მეთილპარაბენი , ნატრიუმის პროპილპარაბენი , ნატრიუმის კროსკარმელოზა .

გარსის შემცველობა :   შელაკი , საქაროზა , ტიტანის დიოქსიდი , გუმიარაბიკი , პონსო 4 R სუპრა , კალციუმის კარბონატი , ჟელატინი , ცვილი თეთრი , კარნაუბის ცვილი .

 

პრეპარატის ათქ კოდი :     A11EA

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ვიტამინი B1 ( თიამინის ნიტრატი ) ადამიანის ორგანიზმში ფოსფორილირების პროცესების შედეგად გარდაიქმნება კოკარბოქსილაზად , რომელიც წარმოადგენს მრავალი ფერმენტული რეაქციის კოფერმენტს . თიამინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ნახშირწყლოვან , ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში . აქტიურად მონაწილეობს სინაფსებში ნერვული აგზნების გატარების პროცესებში , განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ფუნქციების , გულის და ენდოკრინული ჯირკვლების მუშაობის უზრუნველსაყოფად . ვიტამინ B1 – ის დეფიციტი იწვევს რძემჟავის   და პიროყურძნის მჟავის დაგროვებას , რის შედეგად შესაძლებელია პოლინევრიტების , ბერი - ბერის , ვერნიკეს ენცეფალოპათიის და კორსაკოვის სინდრომის , პოლინეიროპათიის განვითარება .

 

ვიტამინი B2 ( რიბოფლავინი ) წარმოადგენს უჯრედოვანი სუნთქვის და მხედველობითი აღქმის პროცესების უმნიშვნელოვანეს კატალიზატორს . რიბოფლავინი , არეგულირებს რა ჟანგვა - აღდგენით პროცესებს , მონაწილეობს ნახშირწყლოვან , ცილოვან და ცხიმოვან ცვლაში , მნიშვნელოვან როლს თამაშობს დნმ - ის ფორმირებაში , ჰემოგლობინის სინთეზში , ხელს უწყობს ქსოვილების ( . . კანის უჯრედების ) რეგენერაციის პროცესებს , უჯრედებში ტროფიკული დარღვევების კორექციას .

 

ვიტამინი B6 ( პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი ) აუცილებელია ცენტრალური და   პერიფერიული ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის . ფოსფორილირებული ფორმით წარმოადგენს კოფერმენტს ამინომჟავების მეტაბოლიზმში ( მათ შორის , დეკაბოქსილირება , გადაამინირება ). მონაწილეობს შემდეგი ნეირომედიატორების ბიოსინთეზში : დოფამინი , ნორადრენალინი , ადრენალინი , სეროტონინი , ჰისტამინი და GABA . ვიტამინ B6 - ის დეფიციტი შესაძლებელია საკვებთან მისი არასაკმარისი რაოდენობით მიღების შემთხვევაში , ნაწლავებში შეწოვის დარღვევის შემთხვევაში , ისეთი წამლების მიღებისას , რომლებიც მის ანტაგონისტებს წარმოადგენენ , სხივური თერაპიის დროს . დეფიციტის სიმპტომებია სებორეის მსგავსი დაზიანება თვალების , ცხვირის ირგვლივ , გლოსიტი , სტომატიტი , პერიფერიული ნევრიტი , კრუნჩხვები ( GABA - დაბალი კონცენტრაციის გამო ), ძალიან იშვიათად ანემია .

 

ვიტამინი B9 ( ფოლის მჟავა ) აუცილებელია ქსოვილების ზრდის , განვითარების და პროლიფერაციის პროცესების ნორმალური მიმდინარეობისათვის , კერძოდ , ჰემოპოეზის და ემბრიოგენეზისათვის , ამაღლებს გონებრივ და ფიზიკურ შრომისუნარიანობას . ასტიმულირებს მარილმჟავის გამომუშავებას კუჭში . ორსული ქალის ორგანიზმში დაბალი შემცველობის შემთხვევაში არ არის გამორიცხული მუცლის მოშლის , დღენაკლული   ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა და სხვა .

გამოიყენება მეგალობლასტური ანემიის , ქრონიკული გასტროენტერიტის და პოსტრეზექციული ანემიის დროს , ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში და სხვა .

 

ვიტამინი B12 ( ციანოკობალამინი ) აუცილებელია ნორმალური სისხლმბადი ფუნქციისათვის და ერითროციტების მომწიფებისათვის , მონაწილეობს რიგ ბიოქიმიურ რეაქციებში , რომლებიც უზრუნველყოფენ ორგანიზმის ცხოველმყოფელობას მეთილის ჯგუფების გადატანაში , ნუკლეინის მჟავების , ცილის სინთეზში , ამინომჟავების , ნახშირწყლების , ლიპიდების ცვლაში . გავლენას ახდენს პროცესებზე ნერვულ სისტემაში ( დნმ - ის , რნმ - ის , მიელინის სინთეზი , ცერებროზიდების და ფოსფოლიპიდების ლიპიდური შემადგენლობა ). ციანოკობალამინის კოფერმენტული ფორმები მეთილკობალამინი და ადენოზილკობალამინი _ აუცილებელია უჯრედების რეპლიკაციისა და ზრდისათვის . ვიტამინ B12 - ის   დეფიციტი ვლინდება სიმპტომებით სისხლმბადი და ნერვული სისტემის მხრივ . ჰემოპოეზი არაეფექტური ხდება , ამასთან ერითროპოეზი ხდება მეგალობლასტური , ხოლო მძიმე შემთხვევებში ვითარდება პანციტოპენია . ნერვული სისტემის მხრივ შესაძლებელია განვითარდეს შეუქცევი დაზიანებები დემიელინიზაცია , ნეირონების კვდომა ზურგის ტვინსა და თავის ტვინის ქერქში , რაც ვლინდება პარესთეზიებით კიდურებში , არამყარი სიარულით , ზოგიერთი რეფლექსების დარღვევით და ბოლო სტადიაში ფსიქიური დარღვევებით , ჰალუცინაციებით , ხასიათის ცვალებადობით , მეხსიერების , მხედველობის დაკარგვით და ფსიქოზით .

 

გამოყენების ჩვენებები

-           ნერვული სისტემის სხადასხვა გენეზის დაავადებები :^ პერიფერიული ნევრიტები და პოლინევრიტები , ნევრალგია , პერიფერიული პარეზები და დამბლები , რადიკულიტები , ლუმბაგო , პლექსიტები , ნეკნთაშუა ნევრალგია , გვერდითი ამიოტროფული სკლეროზი , ბავშთა ცერებრალური დამბლა , პერიფერიული ნერვების ტრავმები , ენცეფალოპათია , მათ შორის დიაბეტური , ალკოჰოლური ;

-           იზონიაზიდური რიგის ტუბერკულოზის საწინააღმდეგო საშუალებების , ანტიბიოტიკების , სხივური და ქიმიოთერაპიის გვერდითი ეფექტების პროფილაქტიკა და კორექცია ;

-           სხვადასხვა გენეზის ანემია ;

-           კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებები : კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლულოვანი   დაავადება , ქრონიკული გასტრიტი , ენტეროკოლიტი , ჰეპატიტი , ღვიძლის ციროზი ;

-           კანის დაავადებები : ეგზემა და ნევროგენული წარმოშობის დერმატოზები , დერმატიტები და ნეიროდერმიტები , ფსორიაზი ;

-           სახსრების დაავადებები : ართრიტი , ოსტეოართროზი , რევმატიზმი , რევმატოიდული ართრიტი და სხვა .

-           ათეროსკლეროზის , გულის იშემიური დაავადების , სისხლის მიმოქცევის ქრონიკული უკმარისობის კომპლექსური მკურნალობა ;

-           ორსულთა ტოქსიკოზები ;

-           თვალის დაავადებების კომპლექსური მკურნალობა : ჰემერალოპია , კერატიტი , ირიტი , კატარაქტა , რქოვანის წყლული ;

 

უკუჩვენებები

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ , 2 წლამდე ასაკი .

 

განსაკუთრებული მითითებები

გასათვალისწინებელია , რომ ბენევრონ BF - ის მიღებისას შესაძლებელია შარდის შეფერადება ყვითელ ფერად , რაც განპირობებულია პრეპარატის შემადგენლობაში რიბოფლავინის არსებობით .

 

გვერდითი ეფექტები

შესაძლებელია ალერგიული რეაქციები , კანის ქავილი .

 

მიღების წესი და დოზირება

ბენევრონ BF - მიიღება შიგნით ჭამის დროს 1 ტაბლეტი 1-3- ჯერ დღე - ღამეში .  

ბავშვებში 2-5 წლამდე ინიშნება ½ ტაბლეტი , ხოლო ½5 წლის ასაკის ზევით – 1 ტაბლეტი 1-2 ჯერ დღე - ღამეში .

მკურნალობის კურსი ვარირებს ავადმყოფის მდგომარეობის მიხედვით .

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევები აღწერილი არ არის .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

ბენევრონ BF - ის ლევოდოპასთან ერთდროული გამოყენებისას აღინიშნება ამ უკანასკნელის ანტიპარკინსონული მოქმედების დაქვეითება .

ეთანოლი ამცირებს თიამინის აბსორბციას .

 

გამოყენება ორსულობის და ლაქტაციის დროს :

ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატი გამოიყენება დანიშნულების თანახმად .

 

 

გამოშვების ფორმა :

შაქრის გარსით დაფარული ტაბლეტები . 10 ტაბლეტი ბლისტერში . 2 ბლისტერი მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .

 

 

შენახვის პირობები :

ინახება არაუმეტეს   +25 º Cº ტემპერატურაზე მშრალ ადგილას .

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი წარმოების თარიღიდან .

არ გამოიყენოთ ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობა

III ჯგუფი ( გაცემის რეშიმი : რეცეპტის გარეშე ).

 

 

მწარმოებელი :

ბენევრონ BF წარმოადგენს კომპანიის ვორლდ მედიცინ “ ( ინგლისი ) სავაჭრო მარკას .

დამზადებულია ლაბორატორია ბეილი - კრეატ “- ის მიერ ( საფრანგეთი ) ( შმენ დე ნუიზმენ Z.I. დე 150 არპენ , 28500 ვერნუიე - საფრანგეთი ) “ მედრაიკ ”- ის ( ინგლისი ) ლიცენზიით




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge