ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

ბისაკოდილი, 10მგ, რექტალური სანთლები

 

 

 

 

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

 

 

ბისაკოდილი , 10 მგ , რექტალური სანთლები

(BISACODYLUM)

 

 

გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით ჩანართი ფურცლის შინაარსს .

სასურველია შეინახოთ ეს ფურცელი , რათა საჭიროების შემთხვევაში ხელახლა გადაიკითხოთ .

თუ საჭიროებთ რჩევასა და დამატებით ინფორმაციას , მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

ეს წამალი დანიშნული იყო მკაცრად კონკრეტული ადამიანისათვის და არ შეიძლება მისი გადაცემა სხვა პირებისათვის , რადგან მან შეიძლება მიაყენოს ზიანი , თუნდაც მისი დაავადების სიმპტომები ემთხვეოდეს თქვენსას .

 

შემადგენლობა

ერთი სანთელი შეიცავს :

მოქმედი ნივთიერება : ბისაკოდილი   10 მგ

დამმარე ნივთიერებები :

პარაცერი M , ნეიტრალური ცხიმი ( ვიტეპსოლი H 15 , ესტარამი H15 ).

 

 

მოქმედების მექანიზმი

ბისაკოდილს გააჩნია გაზგამყვანი და საფაღარათო მოქმედება ; ახდენს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მამოძრავებელი ფუნქციის სტიმულირებას , აგრეთვე ზრდის წყლისა და ელექტროლიტების გამოყოფას ნაწლავის სანათურში . ეს წამალი , უშუალოდ მოქმედებს მსხვილი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ლორწოვანას და ლორწოვანასქვეშა ნერვულ წნულზე . იგი იწვევს ფეკალური მასის დარბილებას და აიოლებს დეფეკაციას . დეფეკაცია ხდება რექტალური   მიღებიდან 30_60 წუთის შემდეგ .

 

ჩვენება

_ მოკლევადიანი სიმპტომატური მკურნალობისათვის , შეკრულობის დროს , მათ შორის ჩვეული და ქრონიკული შეკრულობის წინააღმდეგ მძიმე ავადმყოფებსა და ხანდაზმულ პირებში .

_ დიაგნოსტიკური გამოკვლევების , ქირურგიული და სამეანო ოპერაციების მოსამზადებელ პერიოდში და ოპერაციის შემდგომ პერიოდში .

 

 

უკუჩვენება

ბისაკოდილის გამოყენება არ შეიძლება : მუცლის არეში ტკივილის , გაურკვეველი წარმოშობის გულისრევის ან პირღებინების , აპენდიციტის , ნაწლავთა გაუვალობის , მსხვილი ნაწლავის ანთების და სწორი ნაწლავის პათოლოგიის დროს . აგრეთვე , ბისაკოდილის ან მისი შემადგენელი ნებისმიერი კომპონენტის მიმართ ალერგიის დროს .

ბისაკოდილის სანთლის გამოყენება არ შეიძლება ჩვილ ბავშვებში .

 

სიფრთხილე :

წამლის ხშირი გამოყენებისას ხანდაზმულ ავადმყოფებში , შესაძლოა განვითარდეს სისუსტე , გაძლიერდეს ორთოსტატიური ჰიპოტონია , კოორდინაციის დარღვევა , რომელიც უკავშირდება ელექტროლიტების დონის დაქვეითებას . ზემოთ აღნიშნული სიმპტომების აღმოჩენისას მიმართეთ ექიმს , რომელიც განიხილავს წამლის გამოყენების საფუძველს 7 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში . პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს შეჩვევა .

ბისაკოდილს შეუძლია გამოიწვიოს კალიუმის შემცირება სისხლის შრატში .

ორსულობა :

პრეპარატის გამოყენებამდე გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან .

იმის გამო , რომ არ ყოფილა ჩატარებული შესაბამისი კვლევები , არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება ორსულობის პერიოდში .

ლაქტაციის პერიოდი :

პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

იმის გამო , რომ არ ყოფილა ჩატარებული შესაბამისი კვლევები , არ არის სასურველი პრეპარატის გამოყენება ლაქტაციის პერიოდში .

 

ტრანსპორტის და სხვა მექანიზმების მართვა :

წამალი არ ახდენს გავლენას შრომისუნარიანობაზე , სატრანსპორტო საშუალებების მართვაზე და მოქმედებაში მყოფი მექანიზმების მართვაზე .  

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

წამალი აძლიერებს საგულე გლიკოზიდების მოქმედებას კალიუმის დონის შემცირების ხარჯზე . აძლიერებს შარდმდენი საშუალებებისა და გლუკოკორტიკოსტეროიდების მოქმედებას .

ექიმს უნდა ეცნობოს ახლო წარსულში გამოყენებული ყველა პრეპარატის შესახებ , იმ პრეპარატების ჩათვლით , რომელიც აფთიაქიდან გაიცემა რეცეპტის გარეშე .

 

გამოყენების წესი

წამალი გამოიყენება რექტალურად .

მიღება ხდება ძილის წინ ან საუზმემდე :

მოზრდილები : ერთჯერადი დოზა 1 სანთელი (10 მგ ).

იმ შემთხვევაში , თუ წამლის მოქმედება ძალიან ძლიერია ან ძალიან სუსტი , საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

 

ბისაკოდილის დოზის მიღების გამორჩენის შემთხვევაში :

საჭიროა წამლის შემდგომი დანიშნული დოზის მიღება , დოზის გაზრდის გარეშე .

 

ჭარბი დოზირება

სანთლის ფორმის გამო წამლის ჭარბი დოზით მიღება ნაკლებად სავარაუდოა .

ბისაკოდილის ხანგრძლივმა გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს დიარეა , წყლისა და ელექტროლიტების დიდი რაოდენობით დაკარგვა , განსაკუთრებით კალიუმის . ცალკეულ შემთხვევებში , შესაძლოა აღინიშნოს ნაწლავების ატონია და სწორი ნაწლავის ანთება .

 

თუ პაციენტმა ან მისმა ახლობელმა მიიღო წამლის ჭარბი დოზა , საჭიროა   ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია .

 

გვერდითი ეფექტები

როგორც ყველა წამალს , ბისაკოდილსაც შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი მოქმედება .

გვერდითი მოვლენები ბისაკოდილის მიღებისას აღინიშნება იშვიათად. ყველაზე ხშირი: ნაწლავების სპაზმი ტკივილით და ტკივილი მუცლის არეში, აგრეთვე იშვიათია: ანალური არის გაღიზიანება ( ტკივილი, წვა, სისხლდენა) და სწორი ნაწლავის ლორწოვანი გარსის ანთება.

 

შემდეგი სიმპტომების გამოვლენისას , როგორიცაა ტკივილი და სისხლდენა ანალური ხვრელიდან , შეწყვიტეთ ბისაკოდილის მიღება და დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს .

ზოგიერთ პირს , ბისაკოდილის გამოყენებისას , შესაძლოა აღმოაჩნდეს სხვა სახის გვერდითი მოვლენები .

იმ გვერდითი ეფექტების აღმოჩენისას , რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართ ფურცელში , მიმართეთ ექიმს .

 

გამოშვების ფორმა

შეფუთვა შეიცავს 5 ან 10 სანთელს ( პოლივინქლორიდ / პოლიეთილენის 1 ან 2 ბლისტერი ), რომელიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში ფურცელ - ჩანართთან ერთად .

 

შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

25 °C ტემპერატურაზე .

 

ვარგისიანობის ვადა

36 თვე

ბისაკოდილი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ , რომელიც მითითებულია შეფუთვაზე .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

გაიცემა რეცეპტით

 

მწარმოებელი

GlaxoSmithKline Pharmaceuticals S.a., ul. Grunwaldzka 189, 60-322 Poznan, პოლონეთი .

 

 

 

 

 

 




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge