banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

ბისოპროლოლი ლეკი® 5 მგ 10 მგ

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

ბისოპროლოლი ლეკი ® 5 მგ , შემოგარსული ტაბლეტები

ბისოპროლოლი ლეკი ® 10 მგ , შემოგარსული ტაბლეტები

BISOPROLOL

 

შემადგენლობა :

5 მგ : თითოეული ტაბლეტი შეიცავს 5 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს .

10 მგ : თითოეული ტაბლეტი შეიცავს 10 მგ ბისოპროლოლის ფუმარატს .

 

დამხმარე ნივთიერებები : კალციუმის ჰიდროგენის ფოსფატი , ნატრიუმის კროსკარმელოზა , მიკროკრისტალური ცელულოზა , სიმინდის სახამებელი , კოლოიდური უწყლო სილიციუმი , მაგნიუმის სტეარატი , ლაქტოზას მონოჰიდრატი , ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზა , ტიტანის დიოქსიდი ( E171 ), პოლიეთილენგლიკოლი 4000, რკინის ოქსიდი ( E 172 ).

 

შეფუთვის ზომა : ბლისტერული შეფუთვა , კოლოფში 30 შემოგარსული ტაბლეტი .

 

პრეპარატის რეგისტრაციის მფლობელი

ლეკ . ., ვეროვშკოვას 57, ლიუბლიანა , სლოვენია

აწარმოებს

სალუტას ფარმა , ბარლებენი , გერმანია .

 

1. რა არის ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები და რისთვის გამოიყენება ისინი

ბისოპროლოლი წარმოადგენს მაღალ სელექციურ საშუალებას , რომელიც აბლოკირებს β 1 - ადრენორეცეპტორებს , რაც იწვევს გულის შეკუმშვათა სიხშირისა და ძალის დაქვეითებას . ამ ჯგუფის წამლები გულს იცავენ ჭარბი აგზნებადობისაგან .

გამოყენების ჩვენებები :

  • მაღალი არტერიული წნევა ( ჰიპერტენზია ),
  • სტენოკარდია ,
  • პარკუჭების დაქვეითებული სისტოლური ფუნქციით მიმდინარე ( გულის დეკომპენსაცია ) გულის ზომიერი ან მძიმე უკმარისობის მკურნალობა ,
  • როგორც შემანარჩუნებელი თერაპია აგფ - ინჰიბიტორებთან , შარდმდენებთან და , შესაძლოა საგულე გლიკოზიდებთან კომბინაციებში .

 

2. ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე

არ გამოიყენოთ ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები :

თუ გაწუხებთ შემდეგი დაავადებები :

  • გულის ფუნქციის დარღვევები , როგორიცაა გულის შეტევა , გულის რითმის დარღვევის გარკვეული სახეობა ( სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი ), გულის მწვავე უკმარისობა , გულის გამტარობის დარღვევის გარკვეული სახეობები ( მეორე ან მესამე ხარისხის ატრიოვენტრიკულური ბლოკი , სინოატრიული ბლოკი ), გულის რითმის შენელება (60- ზე ნაკლები დარტყმა წუთში ), გულის უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება , რის გამოც , გულის გამტარობის გამაუმჯობესებელი პრეპარატები ინიშნება ;
  • დაბალი არტერიული წნევა ;
  • მძიმე ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი ;
  • დარღვევათა გვიანი სტადიები , რომელთა დროსაც ვიწროვდება სისხლძარღვები ( რეინოს დაავადება ), არანამკურნალები ფეოქრომოციტომა ( თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნე );
  • სისხლის მჟავე - ტუტოვანი წონასწორობის გადახრა მჟავიანობისაკენ ( მეტაბოლური აციდოზი );
  • ჰიპერმგრძნობელობა ბისოპროლოლის ან ტაბლეტების ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .

 

დაიცავით განსაკუთრებული სიფრთხილე ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტების გამოყენებისას

  • ფილტვების დაზიანებისას , როგორიცაა ასთმა ან ბრონქიტი . ზუსტად დაიცავით ექიმის მიერ მოცემული რეკომენდაციები , ვინაიდან მგრძნობიარე პაციენტებში ბისპროლოლის მიღებამ შეიძლება სასუნთქი გზების შევიწროვება გამოიწვიოს . შესაძლებელია ექიმმა ბისოპროლოლთან ერთად სასუნთქი გზების გამაფართოებელი საშუალება ( ბრონქოდილატატორი ) გამოგიწეროთ .
  • ძნელად კონტროლირებადი შაქრიანი დიაბეტის დროს . შეიძლება ადგილი ჰქონდეს სისხლის შაქრის ძალიან დაბალი დონის ფარულ სიმპტომებს .
  • მკაცრი დიეტისას .
  • მადესენსიბილიზირებელი ( ალერგიის საწინააღმდეგო ) თერაპიის ჩატარებისას .
  • პირველი ხარისხის AV ბლოკადის დროს ( გულის გამტარობის დარღვევა ).
  • პრინცმეტალის სტენოკარდიისას ( სპონტანურად აღმოცენებული სტენკარდია ( გულის სპაზმი )).
  • მტევნებსა და ტერფებში სისხლმიმოქცევის დარღვევისას , რაც განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში შეიძლება გამოვლინდეს .
  • ზოგადი ანესთეზიისას . აცნობეთ ანესთეზიოლოგს , რომ თქვენ ბისოპროლოლს იღებთ .
  • კალციუმის ანტაგონისტებთან კომბინირებისას , როგორიცაა ვერაპამილი და დილთიაზემი . მასთან ერთად ბისოპროლოლის მიღება რეკომენდებული არ არის , ასევე იხილეთ : “ სხვა წამლების გამოყენება ”.
  • ალერგიული რექციებისას . ეს რეაქციები შეიძლება გაძლიერდეს .
  • ფსორიაზის დროს ( და იმ შემთხვევაში , თუ ეს დაავადება წარსულში გაწუხებდათ ).
  • ფეოქრომოციტომის დროს ( თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვანი შრის სიმსივნე ). ექიმმა ამ დაავადებას უნდა უმკურნალოს მანამ , სანამ შესაძლებელი გახდება ბისოპროლოლის ფუმარატის გამოწერა .

 

ბისოპროლოლით მკურნალობამ შეიძლება შენიღბოს ორგანზიმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ჭარბი დონის სიმპტომები ( თირეოტოქსიკოზი ).

 

სხვა სამკურნალო საშუალებების გამოყენება

ბისოპროლოლს შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს სხვა წამლების ეფექტებზე და პირიქით .

 

არ არის რეკომენდებული ბისოპროლოლის შემდეგ წამლებთან კომბინირება :

  • კალციუმის ანტაგონისტები , როგორიცაა ვერაპამილი , დილთიაზემი ( გული / არტერიული წნევა ),
  • არითმიის საწინააღმდეგო I ჯგუფი საშუალებები ( გულის დარღვეული რითმის სამკურნალო წამლები ), როგორიცაა ქინიდინი , დიზოპირამიდი , ლიდოკაინი , ფენიტოინი , ფლეკაინიდი , პროპაფენონი ,
  • ანტიჰიპერტენზიული ცენტრალური მოქმედების საშუალებები ( არტერიული წნევის დამაქვეითებელი წამლები ), როგორიცაა მეთილდოპა , მოქსონიდინი ,

მათთან ერთად ბისოპროლოლის გამოყენებამ შეიძლება გააუარესოს გულის უკმარისობის მიმდინარეობა ( გულის , როგორც ტუმბოს ფუნქციური უნარის უკმარისობა ).

 

საჭიროა სიფრთხილე შემდეგ სამკურნალო საშულებებთან ერთად გამოყენებისას :

  • დიჰიდროპირიდინის ჯგუფის კალციუმის ანტაგონისტები ( მაგალითად , ფელოდიპინი და ამლოდიპინი ). ბისოპროლოლთან მათმა ერთად გამოყენებამ შეიძლება გაზარდოს არტერიული წნევის დაქვეითების განვითარების რისკი ( ჰიპოტენზია ).
  • ანთიარითმიული III ჯგუფის საშუალებები ( გულის დარღვეული რითმის სამკურნალო საშუალებები ), მაგალითად , ამიოდარონი .
  • ადგილობრივად გამოყენებული ბეტა - ბლოკატორები ( მაგალითად , თვალის რიგი წვეთები ).
  • პარასიმპათომიმეტური საშუალებები ( ნივთიერებები მასტიმულირებელი ეფექტებით ნერვული სისტემის გარკვეულ ნაწილზე ), რამაც შეიძლება   ხელი შეუწყოს გულის რითმის შენელების ( ბრადიკარდიის ) მაღალ რისკს .
  • ინსულინი და დიაბეტის სამკურნალო სხვა წამლები . შეიძლება გაძლიერდეს სისხლში ჰიპოგლიკემიური ეფექტი და შეინიღბოს სისხლში შაქრის რაოდენობის ძალიან დაბალი დონის სიმპტომები .
  • საანესთეზიო საშუალებები ( იხილეთ განსაკუთრებით ფრთხილად იყავით ბისოპროლოლის ფუმარატის გამოყენებისას ”).
  • საგულე გლიკოზიდები ( გულის შეკუმშვის ძალის გამაძლიერებელი წამლები ). შეიძლება გამოვლინდეს გულის რითმის შენელება .
  • გარკვეული ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები ( ასაპ ) ( მაგალითად , აცეტილსალიცილის მჟავა , დიკლოფენაკი , ინდომეტაცინი , იბუპროფენი , ნაპროქსენი ). ამ ნივთიერებებს შეუძლიათ ბისოპროლოლის არტერიული წნევის შემამცირებელი ეფექტის დაქვეითება .
  • ბეტა - სიმპათომიმეტურები ( ნივთიერებები მასტიმულირებელი ეფექტით ნერვული სისტემის გარკვეულ ნაწილზე ), როგორიცაა იზოპრენალინი , დობუტამინი . შესაძლებელია ორივე წამლის ეფექტის დაქვეითება .
  • არტერიული წნევის დამწევი სხვა ნივთიერებები , ან წამლები , რომლებსაც გააჩნიათ არტერიული წნევის დაქვეითების მაღალი ალბათობა , როგორიცაა ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ( დეპრესიის სამკურნალო წამლები ), ბარბიტურატები ( საძილე წამლები ), ფენოთიაზინები ( ცენტრალური ღებინებისა და გულისრევის საწინააღმდეგო წამლები ). შეიძლება გაიზარდოს დაბალი არტერიული წნევის დაქვეითების ( ჰიპოტენზიის ) რისკი .

 

საგულდაგულოდ განსახილველი კომბინაციები :

  • მეფლოქვინი ( მალარიის სამკურნალო საშუალება ): გულის შენელებული რითმის ( ბრადიკარდიის ) მაღალი რისკი .
  • მაო - რიგი ინჰიბიტორები ( დეპრესიის სამკურნალო წამლები ). ბისოპროლოლთან ერთად მათი გამოყენება ზრდის არტერიული წნევის დაქვეითების ეფექტს .

 

ექიმს ან ფარმაცევტს აუცილებლად აცნობეთ , თუ თქვენ იღებთ ან ცოტა ხნის წინ იღებდით ნებისმიერ სხვა წამალს , მათ შორის ურეცეპტოს .

 

ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტების საკვებთან და სასმელთან ერთად მიღება

ბისოპროლოლის ეფექტზე შეიძლება იმოქმედოს ალკოჰოლის გამოყენებამ .

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობა : ბისოპროლოლს შეუძლია მავნე ზეგავლენა მოახდინოს   ორსულობაზე და / ან ნაყოფზე ან ახალშობილზე . ორსულობის დროს ბისოპროლოლი ლეკის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის გარეშე არ შეიძლება .

 

ლაქტაცია :

გადადის თუ არა დედის რძეში ბისოპროლოლის ფუმარატი უცნობია . ლაქტაციის პერიოდში ბისოპროლოლით მკურნალობა რეკომენდებული არ არის .

 

ნებისმიერი წამლის მიღებამდე საჭიროა ექიმთან ან ფარმაცევტთან კონსულტაცია .

 

ავტომობილის მართვა ან მექანიზმებთან მუშაობა

ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტების გამოყენებამ შეიძლება არასასურველად იმოქმედოს ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე , განსაკუთრებით მკურნალობის დასაწყისში , დოზის შეცვლისას ან ალკოჰოლთან ერთად გამოყენებისას .

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ბისოპროლოლის ფუმარატის ზოგიერთი შემადგენელის შესახებ

ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები შეიცავს ლაქტოზას . თუ ექიმმა გაცნობათ , რომ შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობა გაწუხებთ , ტაბლეტების გამოყენების დაწყებამდე მიმართეთ ექიმს .

 

3. როგორ მიიღება ბისოპროლოლი ლეკი ®

ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები ყოველთვის მიიღეთ მკაცრად ექიმის რეკომენდაციების შესაბამისად . ბისოპროლოლის ეფექტები შენარჩუნდება ხანგრძლივად , მაგალითად 24- საათიანი ეფექტი ტაბლეტების ერთჯერადი მიღებით მიიღწევა .

 

ჩვეულებრივ დოზას წარმოადგენს :

მაღალი არტერიული წნევა / სტენოკარდია :

დოზირებას ექიმი ინდივიდუალურად განსაზღვრავს . ექიმი მკურნალობას უმცირესი მისაღები დოზით დანიშნავს .

შემანარჩუნებელი დოზა : 5-10 მგ დღეში ერთხელ .

მაქსიმალური დოზა : 20 მგ დღეში ერთხელ .

თირკმელების ფუნქციის დარღვევისას : მაქსიმალური დოზა 10 მგ დღეში . შესაძლებელია სადღეღამისო დოზის ორ ნაწილად გაყოფა .

ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევის შემთხვევაში : დოზის კორექცია აუცილებელი არ არის . ექიმმა მკურნალობა უნდა აკონტროლოს .

ხანდაზმული პაციენტები : დოზის კორექცია აუცილებელი არ არის . ექიმმა მკურნალობა უმცირესი მისაღები დოზით უნდა დაიწყოს .

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები და მოზარდები : ბავშვებში ბისპროლოლის გამოყენების გამოცდილება არ არსებობს , ამიტომ მისი გამოყენება ბავშვებში რეკომენდებული არ არის .

 

გულის უკმარისობა :

ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტების მიღებამდე უნდა იმკურნალოთ აგფ - ინჰიბიტორით , დიურეზულით ან საგულე გლიკოზიდით .

 

დოზა უნდა გაიზარდოს თანდათან და ეტაპობრივად თქვენთვის მისაღები დოზის შერჩევამდე :

  • 1.25 მგ დღეში ერთხელ 1 კვირის განმავლობაში ; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
  • 2.5 მგ - მდე დღეში ერთხელ შემდეგი კვირის განმავლობაში ; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
  • 3.75 მგ - მდე დღეში ერთხელ შემდეგი კვირის განმავლობაში ; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
  • 5 მგ - მდე დღეში ერთხელ შემდეგი 4 კვირის განმავლობაში ; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
  • 7.5 მგ - მდე დღეში ერთხელ შემდეგი 4 კვირის განმავლობაში ; კარგი ამტანობისას დოზა შეიძლება გაიზარდოს
  • 10 მგ - მდე დღეში ერთხელ როგორც შემანარჩუნებელი დოზა .

 

მაქსიმალური დოზა : 10 მგ დღეში ერთხელ .

თქვენთვის ოპტიმალური დოზა უნდა განსაზღვროს ექიმმა , ნებისმიერი გვერდითი ეფექტის შესაძლო განვითარების ალბათობაზე დაფუძნებით .

 

1.25 მგ დოზის პირველად დანიშვნის შემდეგ გულის ფუნქციის რაიმე დარღვევების შესაფასებლად ექიმმა უნდა გაგიზომოთ არტერიული წნევა , დაითვალოს გულის შეკუმშვათა სიხშირე .

ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციის დარღვევები : ექიმი განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყოს დოზის გაზრდისას .

ხანდაზმული პაციენტები : დოზის კორექცია საჭირო არ არის .

12 წელზე უმცროსი ასაკის ბავშვები : ამ ასაკობივ ჯგუფში ბისოპროლოლის გამოყენება რეკომენდებული არ არის , ვინაიდან ბისოპროლოლის ფუმარატის ბავშვებში მოქმედების გამოკვლევები არ ჩატარებულა .

თუ შეატყობთ , რომ ბისოპროლოლი ფუმარატის ეფექტები ძალიან ძლიერი ან ძალიან სუსტია , მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

ტაბლეტის ან ნახევარი ტაბლეტის მიღება შეიძლება დილით . ისინი უნდა ჩაიყლაპოს მთლიანად დაღეჭვის გარეშე , წყლის მიყოლებით .

 

ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები განსაკუთრებული ფორმისაა , ისინი ადვილად იყოფა თანაბარ ნაწილებად :

ტაბლეტი დადეთ სწორ მაგარ ზედაპირზე გადასატეხი ნაზოლით ზევით . ხელის ცერა თითი დააჭირეთ ტაბლეტის შუაში ან გადასატეხ ნაზოლზე , ტაბლეტი ოთხ თანაბარ ნაწილად გაიყოფა .

ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტი 5 მგ და 10 მგ : ოთხ თანაბარ ნაწილად იყოფა .

 

მკურნალობის ხანგრძივობა

როგორც წესი ბისოპროლოლი ლეკის ტაბლეტები ხანგრძლივად გამოიყენება .

ჭარბი დოზის მიღებისას

ჭარბი დოზის მიღებისას დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს . ჭარბი დოზის შესაძლო სიმპტომები : გულის ნელი რითმი , დაბალი არტერიული წნევა , სუნთქვის სპაზმები , გულის ფუნქციის მწვავე დარღვევები და სისხლის შაქრის დაბალი დონეები .

 

გამოტოვებული დოზა

გამოტოვებული მიღების კომპენსირებისათვის არასოდეს არ მიიღოთ ბისოპროლოლი ლეკის ორმაგი დოზა . დაუბრუნდით პრეპარატის მიღების ჩვეულებრივ ცხრილს .

 

ბისოპროლოლი ლეკის გამოყენების შეწყვეტა

ბისოპროლოლი ლეკით მკურნალობის მკვეთრად შეწყვეტა არასასურველია . როგორც წესი , ექიმი დაგინიშნავთ დოზის თანდათან შემცირებას ან მას სხვა წამლით შეცვლის .

 

4. შესაძლო გვერდითი ეფექტები

ყველა წამლის მსგავსად ბისოპროლოლს შეუძლია გამოიწვიოს გვერდითი ეფექტების განვითარება , თუმცა ისინი ყველას არ უვითარდება .

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები :

  • ძალიან ხშირი ( აღენიშნება 10 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე მეტს , >1/10),
  • ხშირი ( აღენიშნება 100 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე მეტს და   10 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლებს , >1/100, <1/10),
  • არახშირი ( აღენიშნება 1000 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე მეტს და   100 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლებს , >1/1000, <1/100),
  • იშვიათი ( აღენიშნება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე მეტს და   1000 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლებს , >1/10000, <1/1000),
  • ძალიან იშვიათი ( აღენიშნება 10000 ნამკურნალები პაციენტიდან ერთზე ნაკლებს , <1/10000), ცალკეული შემთხვევების შესახებ შეტყობინებების ჩათვლით .

 

შესაძლო გვერდითი ეფექტები შეიძლება იყოს :

დარღვევები გულის მხრივ :

არახშირი :

  • გულის ნელი რითმი ( ბრადიკარდია )
  • გულის აგზნებადობის მხრივ დარღვევები
  • გულის უკმარისობის მიმდინარეობის გაუარესება ( გულის , როგორც ტუმბოს ფუნქციური უნარის დაქვეითება )

დარღვევები სმენითი და ვესტიბულური აპარატის მხრივ

იშვიათი :

  • სმენის დაკარგვა .

დარღვევები თვალების მხრივ :

იშვიათი :

  • ცრემლის პროდუქციის დაქვეითება ( ეს უნდა გაითვალისწინონ იმ პაციენტებმა , რომლებიც კონტაქტური ლინზებით სარგებლობენ ).

ძალიან იშვაითი :

  • თვალის კონიუნქტივის ანთება ( კონიუნქტივიტი ).

დარღვევები კუჭ - ნაწლავის მხრივ :

ხშირი :

  • ღებინება
  • გულისრევა
  • დიარეა
  • ყაბზობა

ზოგადი დარღვევები და მდგომარეობები შეყვანის ადგილას

არახშირი :

  • კუნთების სისუსტე
  • კრუნჩხვები .

ჰეპატობილიარული დარღვევები :

იშვიათი :

  • ღვიძლის მაჩვენებლების მომატება
  • ჰეპატიტი , ზოგჯერ სიყვითლესთან ერთად ( კანისა და თვალების ყვითლად შეფერვა ).

მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ დარღვევები

იშვიათი :

  • სისხლში რიგი ლიპიდების მომატება ( ტრიგლიცერიდები ).

დარღვევები ნერვული სისტემის მხრივ

ხშირი :

  • დაღლილობა
  • გამოფიტულობა
  • თავბრუსხვევა
  • თავის ტკივილი .

ეს სიმპტომები ძირითადად მკურნალობის დასაწყისში ვლინდება . ჩვეულებრივ ისინი სუსტია და , როგორც წესი , 1-2 კვირის განმავლობაში ქრება .

არახშირი :

  • უძილობა
  • ( მძიმე ) დეპრესია

იშვიათი :

  • კოშმარები
  • ჰალუცინაციები ( სინამდვილეში არარსებული მოვლენების , ნივთების აღქმა ).

დარღვევები რეპროდუქციული სისტემისა და სარძევე ჯირკვლების მხრივ

იშვიათი :

  • ერექციის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები ( პოტენციის დარღვევები ).

დარღვევები სუნთქვის ორგანოების , სარძევე ჯირკვლის უჯრედისა და შუასაყარის მხრივ

არახშირი :

  • დაჭიმულობის შეგრძნება მკერდის არეში , გამოწვეული სასუნთქ გზებში კუნთების სპაზმებით ( ბრონქოსპაზმი ); თუ თქვენ გაწუხებთ ან ადრე გაწუხებდათ დაჭიმულობის შეგრძნება მკერდის არეში , გამოწვეული სასუნთქ გზებში კუნთების სპაზმებით და სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის შეშუპებით , რაც ჩვეულებრივ დაკავშირებულია ხველასა და ლორწოს გამომუშავებასთან ( ბრონქული ასთმა ) ან სასუნთქი გზების სხვა დარღვევებთან .

იშვიათი :

  • ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება , რომელსაც ახასიათებს ცხვირის დაცობა , ცემინება და სურდო , გამოწვეული ჰიპერმგრძნობელობით ( ალერგიული რინიტი ).

დარღვევები კანისა და კანქვეშა ქსოვილის მხრივ

იშვიათი :

  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები , როგორიცაა ქავილი , სიმხურვალის შეგრძნება და გამონაყარი კანზე .

ძალიან იშვიათი :

  • განმეორებითი კანქვეშა დარღვევა , დაკავშირებული კანზე ქერცლიან მშრალ გამონაყართან ( ფსორიაზი ); ეს დარღვევა შეიძლება გამოვლინდეს და გაუარესდეს
  • თმისცვენა .

დარღვევები სისხლძარღვების მხრივ

ხშირი :

  • ცივი ან დაბუჟებული ხელები და / ან ფეხები .

იშვიათი :

  • არტერიული წნევის დაქვეითება , მაგალითად , მჯდომარე ან მწოლიარე მდგომარეობიდან უცებ ადგომისას , დაკავშირებული თავბრუსხვევასთან ( ორთოსტატული ჰიპოტენზია ).

 

თუ რომელიმე გვერდითი ეფექტი სერიოზულ ხასიათს მიიღებს ან გამოვლინდება სხვა გვერდითი ეფექტები , რომლებიც არ არის აღწერილი ამ ფურცელ - ჩანართში , ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

5. შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !

ინახება არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე .

პრეპარატის ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე .

 

ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება . ვარგისიანობის ვადის გასვლის თარიღი შეესაბამება მითითებული თვის ბოლო დღეს .

 

გაცემის პირობები

II ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი : რეცეპტით ).

 

მწარმოებელი : Salutas Pharma GmbH, Otto-von-Guericke-Alee 1, D-39179, Germany.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge