banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

დეტრალექსი

 

გამოყენების ინსტრუქცია

დეტრალექსი

(DETRALEX)

 

მიკრონიზირებული გასუფთავებული ფლავონური ფრაქცია

 

 

გამოშვების ფორმა და შემადგენლობა :

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

 

მიკრონიზებული გასუფთავებული ფლავოიდური ფრაქცია 500 მგ , შემადგენლობით :

450 მგ დიოსმინი

50 მგ ფლავონოიდები ჰესპერიდინის სახით

 

შემავსებლები :

ჟელატინი , მაგნიუმის სტეარატი , მიკროკრისტალური ცელულოზა , ნატრიუმის სახამებელგლიკოლატი , ტალკი , გლიცერინი , მაკროგოლ 6000, ჰიპრომელლოზა , რკინის წითელი ოქსიდი ( E 172), ნატრიუმის ლაურილსულფატი , ტიტანის დიოქსიდი ( E 171), რკინის ყვითელი ოქსიდი ( E 172).

 

თერაპიული ჩვენება :

ქვედა კიდურების ფუნქციურიი და ორგანული ქრონიკული ვენური უკმარისობის სიმპტომების მკურნალობა :

·          სიმძიმის შეგრძნება ,

·          ტკივილი ,

·          ღამის კრუნჩხვები ,

ჰემოროიდულ კრიზთან დაკავშირებული ფუნქციონალური სიმპტომების მკურნალობა .

 

უკუჩვენება :

ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატზე .

 

არასასურველი ეფექტები :

აღწერილია კუჭ - ნაწლავის და ნეიროვეგეტატიური დარღვევების რამოდენიმე შემთხვევა , ასევე კანის რეაქციები , ისეთი როგორიცაა ქავილი და ჭინჭრის ციება , რაც თერაპიის შეწყვეტას არ საჭიროებს .

 

უსაფრთხოების ზომები

ორსულობისას მედიკამენტი არ გამოიყენება ექიმის კონსულტაციის გარშე . ორსულობის დაგეგმვისას საჭიროა ექიმის საქმის კურსში ჩაყენება . ამ დროს უნდა გამოირიცხოს რაიმე მავნე ზემოქმედება .  

ლაქტაცია : პრეპარატის ლაქტატში გადასვლის შესახებ ცნობების არარსებობის გამო , მკურნალობის დროს ბავშვის კვება რეკმენდებული არ არის .

 

დოზირება და გამოყენების მეთოდი

პერორალურად

ფლებოლოგიაში :

ჩვეულებრივი დოზირება :

2 ტაბლეტი დღეში , 1 ტაბლეტი სადილის დროს და ერთი საღამოს , ჭამის დროს .

ჰემოროიდული კრიზის დროს :

პირველი 4 დღე - 6 ტაბლეტი დღეში , მომდევნო 3 დღე - 4 ტაბლეტი დღეში .

 

ვარგისისნობის ვადა

4 წელი

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 

შენახვის პირობები

არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე

 

შეფუთვა

შეფუთვაში 30 ტაბლეტი : 2 ბლისტერი , თითოეულში აპკიანი გარსით დაფარული 15 ტაბლეტი . ასევე პაციენტის ფურცელ - ჩანართი , ანოტაციით , რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .  

შეფუთვაში 60 ტაბლეტი : 4 ბლისტერი , თითოეულში აპკიანი გარსით დაფარული 15 ტაბლეტი . ასევე პაციენტის ფურცელ - ჩანართი , ანოტაციით , რომლებიც მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .  

 

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით

 

მწარმობელი :

Les laboratoires Servier Industrie

905 route de Saran,

45520 Gidy- France



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge