ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

დიმედროლი –უბფ

გამოყენების   ინსტრუქცია

დიმედროლი უბფ

DIMEDROL - UBF

 

პრეპარატის სავაჭრო დასახელება : დიმედროლი - უბფ

საერთაშორისო არაპატენტირებული ან ჯგუფური დასახელება : დიფენჰიდრამინი

სამკურნალო ფორმა : ტაბლეტები

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება : დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი   50 მგ .

დამხმარე ნივთიერებები : ლაქტოზა ( რძის შაქარი ), კარტოფილის სახამებელი , ტალკი , სტეარინის მჟავა .

აღწერილობა : თეთრი , ბრტყელცილინდრული ფორმის ტაბლეტები ნაზოლით .

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

ალერგიის საწინააღმდეგო საშუალება H1- ჰისტამინური რეცეპტორების ბლოკატორი .

ათქ კოდი : [R06AA02]

ფარმაკოლოგიური თვისებები

ფარმაკოდინამიკა

დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი - H1- ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტი , აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში და ურთიერთქმედებს თავის ტვინის H 1 რეცეპტორებთან . დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდს გააჩნია დამთრგუნველი ეფექტი ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე , ავლენს სედაციურ მოქმედებას და ანტიქოლინერგულ აქტივობას მუსკარინულ რეცეპტორებზე ზემოქმედების ხარჯზე . იგი ავლენს ადგილობრივ საანესთეზიო ეფექტს .

ფარმაკოკინეტიკა

შიგნით მიღებისას დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდი სწრაფად შეიწოვება , მოქმედების დასაწყისი შეინიშნება 15-60 წუთის შემდეგ ; ნახევარგამოყოფის პერიოდი შეადგენს 1-4 საათს , მოქმედების ხანგრძლივობა 12 საათამდე   გრძელდება . დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის დიდი ნაწილი მეტაბოლიზდება ღვიძლში .

გამოყენების ჩვენებები

დიმედროლი - უბფ ნაჩვენებია ქავილის შესამცირებლად , ალერგიული კონიუნქტივიტის , ქრონიკული ჭინჭრის ციების , ქავილით მიმდინარე დერმატოზების , დერმატოგრაფიზმის , შრატისმიერი დაავადების , კომპლექსურ თერაპიაში ანაფილაქსიური რეაქციების , კვინკეს შეშუპების , და სხვა ალერგიული მდგომარეობების სამკურნალოდ .

დიმედროლი - უბფ ასევე გამოიყენება ძილის დარღვევისას , ქორეის , ზღვის და ჰაერის ავადმყოფობის , მენიერის სინდრომის დროს ღებინების საწინააღმდეგო საშუალების სახით .

უკუჩვენებები

დიმედროლი - უბფ უკუნაჩვენებია პაციენტებში , რომლებსაც აქვთ მომატებული მგრძნობელობა დიფენჰიდრამინის ჰიდროქლორიდის და სხვა ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ , ასევე სხვა ეთანოლამინების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში .  

სპეციალური სიფრთხილის ზომები

არ შეიძლება დიმედროლი - უბფ - გამოყენება ახალშობილებში , ორსულებში და ლაქტაციის პერიოდში . არ არის რეკომენდებული დიმედროლი - უბფ - გამოყენება დახურულკუთხოვანი გლაუკომის , წინამდებარე ჯირკვლის ჰიპერტროფიის , კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის მასტენოზირებელი წყლულის , შარდის ბუშტის ყელის სტენოზის , ბრონქული ასთმის დროს .

დიმედროლი - უბფ იწვევს ძილიანობას და არღვევს რეაქციის სისწრაფეს , რის გამოც არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება ავტომობილის და პოტენციურად სახიფათო ტექნიკასთან მუშაობისას .

არ არის რეკომენდებული პრეპარატის დანიშვნა პაციენტებში , რომლებიც დაკავებული არიან მოღვაწეობის პოტენციურად სახიფათო სახეობებით , რაც საჭიროებს მომატებულ ყურადღებას და სწრაფ მოძრაობით და ფსიქიკურ რეაქციებს .

 

მიღების წესები და დოზირება

მოზრდილები

ჩვენებათა უმრავლესობის დროს -25-50 მგ დღეში 1-3- ჯერ ; მასიმალური სადღეღამისო დოზა   -300 მგ ; საძილეს სახით -50 მგ ძილის წინ .

ბავშვები

50 მგ დიმედროლი - უბფ ტაბლეტების დანიშვნა არ შეიძლება 2 წლამდე ასაკის ბავშვებში .

 

2-6 წლის ბავშვები

12.5 მგ -25 მგ ყოველ 6-8 საათში , მაგრამ არა უმეტეს 75 მგ დღეში .

 

6-12 წლის ბავშვები

25-50 მგ ყოველ 6-8 საათში , მაგრამ არა უმეტეს 150 მგ დღეში .

 

გვერდითი ეფექტები

დიმედროლი - უბფ აქვს გამოხატული სედაციური და ანტიქოლინერგული გვერდითი თვისებები . დიმედროლი - უბფ - მიღება იწვევს ძილიანობას , ზოგად სისუსტეს , არღვევს კოორდინაციას და რეაქციის სისწრაფეს . ზოგიერთ შემთხვევაში დიმედროლ - უბფ პირიქით იწვევს აგზნებას ( განსაკუთრებით ბავშვებში ), უძილობას , გაღიზიანებადობას , ეიფორეას , თავბრუსხვევას , ტრემორს .  

პრეპარტის მიღებისას იშვიათ შემთხვებში აღინიშნა მომატებული მგრძნობელობის რეაქციები ( ჭინჭრის ციება , ფოტოსენსიბილიზაცია , ქავილი , გამონაყარი ), ჰემოლიზური ანემია , თრომბოციტოპენია , აგრანულოციტოზი , არტერიული წნევის დაქვეითება , ტაქიკარდია , ექსტრასისტოლია ., შარდის გამოყოფის დარღვევა .  

ასევე აღინიშნა პირის , ყელის და ცხვირის სიმშრალე , ფილტვებში - ნახველის შესქელება , კუჭ - ნაწლავის ტრაქტის დარღვევა ( ეპიგასტრალური დისკომფორტი , გულისრევა , ღებინება , მადის დაკარგვა ).

დოზის გადაჭარბება

სიმპტომები : დოზის გადაჭარბებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციის დათრგუნვა და დეპრესია , ისე აგზნება , განსაკუთრებით ბავშვებში . დოზის გადაჭარბების სხვა სიმპტომები ჰგავს ატროპინის მოქმედებას : გუგების გაფართოება , პირის სიმშრალე , კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მოქმედების დარღვევა და სხვა .

მკურნალობა : არ არსებობს სპეციალური ანტიდოტი .

შემანარჩუნებელი ღონისძიებები მოიცავს კუჭის ამორეცხვას , არტერიული წნევის კონტროლს , არტერიული წნევის ამწევი საშუალებების , ჟანგბადის მიცემას , სითხეების შეყვანას და სხვა .

არ შეიძლება ადრენალინის და ანალეპტიკების გამოყენება .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

დიმედროლი - უბფ აძლიერებს ალკოჰოლის და ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი პრეპარატების მოქმედებას . მაო - ინჰიბიტორები აძლიერებენ დიმედროლ - უბფ - ანტიქოლინერგულ აქტივობას .

 

გამოშვების ფორმა

50 მგ ტაბლეტები

10 ტაბლეტი კონტურულ არაუჯრედოვან პოლივინილქლორიდის აპკისგან და ლაკირებული ალუმინის ბეჭდიანი ფოლგისგან დამზადებულ შეფუთვაში .

1 კონტურულ უჯრედოვან შეფუთვას გამოყენების ინტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს კოლოფში .

შენახვის პირობები

B სია . ინახება სინათლისგან დაცულ ადგილას არა უმეტეს 25 °C.

ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას .

შენახვის ვადა

5 წელი . არ შეიძლება პრეპარატის გამოყენება შეფუთავზე მითითებული შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ .

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით (II ჯგუფი ).

მწარმოებელი კომპანია

ღია სააქციო საზოგადოება ურალბიოფარმი ” 620039, ქალაქი ეკატერინბურგი , მაშინოსტრაიტელის ქუჩა , 31 , რუსეთი .

ტელ : (343) 254-01-83,

ფაქსი : (343) 254-01-79

პროდუქციის ხარისხთან დაკავშირებული პრეტენზიები მიიღება შემდეგ მისამართზე :

ღია სააქციო საზოგადოება ურალბიოფარმი ” 620026, ქალაქი ეკატერინბურგი , კუიბიშევის ქუჩა , 60

ტელ : (343) 254-02-45

 

 

 

 

 

 




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge