banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

ფენტანილი

 

პრეპარატის გამოყენების

ფენტანილი

( PHENTANYL )

ზოგადი დახასიათება :

საერთაშორისო და ქიმიური დასახელება : fentanyl; 1-( β - ფენილეტილი )-4 [ (N - პროპიონილი )- ფენილამინო ] - პიპერიდინი ;

ძირითადი ფიზიკო - ქიმიური თვისებები : გამჭვირვალე უფერო სითხე ;

შემადგენლობა : ხსნარის 1 მლ შეიცავს ფენტანილს – 0,05 მგ ;

დამხმარე ნივთიერებები : ლიმონმჟავა , საინექციო წყალი .

 

გამოშვების ფორმა . საინექციო ხსნარი .

 

ფარმაკოტერაპევტული ჯგუფი . ანალგეტიკები . ოპიოიდები . ფენილპიპერიდინის წარმოებულები . ფენტანილი . კოდი АТС #02 А В 03.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები . ფარმაკოდინამიკა . ოპიოიდური ანალგეტიკი . ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ მოქმედებას . ანალგეზიური აქტივობით არსებითად აღემატება მორფინს .

ოპიატური რეცეპტორების აგონისტი , უპირატესად ურთიერთმოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის , ზურგის ტვინის და პერიფერიული ქსოვილების მიუ - რეცეპტორებთან . ზრდის ანტინოციცეპტიური სისტემის აქტივობას და ტკივილის მგრძნობელობის ზღურბლს . არღვევს აგზნების გადაცემას სპეციფიური და არასპეციფიური გზების გავლით თალამუსის , ჰიპოთალამუსის ბირთვებთან და ნუშისებრ კომპლექსთან . ამცირებს ტკივილის ემოციურ შეფასებას , იწვევს ეიფორიას , რომელიც ხელს უწყობს დამოკიდებულების ( ფიზიკური და ფსიქიკური ) ფორმირებას . ამცირებს ტკივილის ცენტრების   აქტივობას და ახდენს   სედაციურ მოქმედებას .

განმეორებითი შეყვანისას შესაძლოა ტოლერანტობის და წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება . თრგუნავს სუნთქვით ცენტრს , ააგზნებს ღებინების ცენტრს და ცდომილი ნერვის ცენტრებს , ამავდროულად იწვევს ბრადიკარდიის განვითარებას . ზრდის შინაგანი ორგანოების გლუვი მუსკულატურის ტონუსს ,   ასევე , ურეთრის , შარდის ბუშტის , ოდის სფინქტერის , სანაღვლე გზების და კუჭ - ნაწლავის ტრაქტის პერისტალტიკის ერთდროული დათრგუნვით . ამცირებს თირკმელებში სისხლის მიმოქცევას ,   იწვევს სისხლში ამილაზის და ლიპაზის შემცველობის მომატებას .

ანალგეზიური ეფექტი ინტრავენური შეყვანისას ვითარდება 1_3 წუთის შემდეგ , აღწევს მაქსიმუმს 5_7 წუთის შემდეგ ; კუნთში შეყვანისას მოქმედება იწყება 10-15 წუთის შემდეგ ; ეფექტის ხანგრძლივობა ერთჯერადი შეყვანისას დაახლოებით 30 წუთი .

ფარმაკოკინეტიკა . სწრაფად გადანაწილდება სისხლიდან კუნთოვან და ცხიმოვან ქსოვილებში . ნახევარგამოყოფის პერიოდი – 10-30 წუთი . პლაზმის ცილებთან

შეკავშირება აღწევს 79%- . მეტაბოლიზდება ღვიძლში N- დეალკილირების და ჰიდროქსილირების გზით და ასევე , თირკმლებში , კუჭ - ნაწლავში , თირკმელზედა ჯირკვლებში . კლირენსი შეადგენს 0,4-0,5 / წთ ., ნახევარგამოყოფის პერიოდი – 10-30 წთ , განაწილების მოცულობა – 60-80 . გამოიყოფა თირკმლების ( დაახლოებით 75% მეტაბოლიტების სახით და 10% - შეუცვლელ მდგომარეობაში ) და კუჭ - ნაწლავის საშუალებით (9% მეტაბოლიტების სახით ). აღწევს ქალის რძეში .

 

გამოყენების ჩვენება . პრემედიკაცია ქირურგიული ოპერაციების წინ , საწყისი ნარკოზი , ნეიროლეპტანალგეზია ( დროპერიდოლთან ერთად ). გამაყუჩებლად : ხანმოკლე ღრუსგარეთა ოპერაციების დროს , ადგილობრივი ანესთეზიით ჩატარებული ოპერაციების დროს , როგორც დამხმარე საშუალება , ძლიერი ტკივილის , მიოკარდიუმის ინფარქტის , ფილტვის ინფარქტის , ღვიძლისა და თირკმლის ჭვალის დროს .

 

მიღების წესი და დოზირება . ფენტანილი შეჰყავთ ინტრავენურად და კუნთებში . მოზრდილებში : პრემედიკაციისთვის და ოპერაციის შემდგომ პერიოდში კუნთებში 1_2 მლ ( ფენტანილის 0,05-0,1 მგ );

საწყისი ნარკოზისთვის ინტრავენურად 2_4 მლ ( ფენტანილის 0,1_0,2 მგ );   

ნეიროლეპტანალგეზია ინტრავენურად 4-12 მლ ( ფენტანილის 0,2_0,6 მგ ), შეყვანა მეორდება ყოველ 20 წუთში .

ადგილობრივი ანესთეზიით ოპერაციებისას კუნთებში ან ინტრავენურად 0,5-1 მლ ( ფენტანილის 0,025_0,05 მგ ), შესაძლოა განმეორებითი შეყვანა ყოველი 20-30 წუთის ინტერვალით ;

ძლიერი ტკივილების შესასუსტებლად კუნთებში ან ინტრავენურად 0,5_1_2 მლ ( ფენტანილის 0.025_0,05-0,1 მგ ).

ბავშვები 2- დან 12 წლამდე - კუნთებში სხეულის წონის 0,04 მლ / კგ (0,002 მგ / კგ ).

 

გვერდითი მოვლენები . ცენტრალური და პერიფერიული სისტემის მხრივ : ძილიანობა , ცენტრალური ნერვული სისტემის პარადოქსული სტიმულაცია , გადაღლილობა , ჰალუცინაციები , ეიფორია , კუნთების რიგიდობა .

გულსისხლძარღვთა სისტემის მხრივ : ბრადიკარდია .

სასუნთქი სისტემის მხრივ : ჰიპოვენტილაცია , სუნთქვის დათრგუნვა მის   გაჩერებამდეც კი ( ჭარბი დოზების შეყვანისას ), ბრონქოსპაზმი .

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ : გულისრევა , ღებინება , ყაბზობა , თირკმლის ჭვალი .

შარდსადენი სისტემის მხრივ : შარდის გამოყოფის დარღვევა .

სხვა : მხედველობის დარღვევა .   

 

უკუჩვენება . სუნთქვის ცენტრის დათრგუნვის შედეგად სუნთქვის დარღვევა , ბრონქული ასთმა , ნარკომანია , ქალა _ ტვინის ჰიპერტენზია , თირკმლის მძიმე უკმარისობა , ორსულობა , ლაქტაციის პერიოდი ( გამორიცხულია ძუძუთი კვება ), მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ . უკუნაჩვენებია საკეისრო კვეთის ოპერაციის დროს ნაყოფის ექსტრაქციამდე ,   ასევე , სხვა სამეანო ოპერაციებისას ( შესაძლოა ნაყოფის სუნთქვითი ცენტრის დათრგუნვა ).  

 

ჭარბი დოზირება . მეტად ადრეული და საშიში გამოვლენა სუნთქვის ცენტრის დათრგუნვა . მკურნალობა : ზოგადრეანიმაციული ღონისძიებები , ჟანგბადის ინჰალაცია , ოპიატური რეცეპტორების ანტაგონისტების და აგონისტ - ანტაგონისტების ( ნალოქსონი , ნალორფინი ), სუნთქვითი ანალეფსიურების დანიშვნა .

 

გამოყენების თავისებურებები . ფენტანილის გამოყენება რეკომენდებულია რეანიმაციული მზადყოფნის პირობებში და მხოლოდ ექიმ - ანესთეზიოლოგის

 

დასწრებით . განმეორებითი გამოყენებისას , შესაძლოა შეჩვევის და წამლისმიერი დამოკიდებულების განვითარება . შესაძლოა ეიფორია . პრეპარატის მოხსნა ხდება თანდათანობით .

სიფრთხილით გამოიყენება ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციების დარღვევისას , ჰიპოთირეოზის დროს , თირკმელზედა ჯირკვლების ქერქის უკმარისობისას , პროსტატის ჰიპერტროფიის , შოკის , მიასთენიის , კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ანთებითი დაავადებების დროს და ასევე , 60 წელს გადაცილებულ პაციენტებში . დაუძლურებულ და ასთენიურ პაციენტებში ჭარბი დოზების გამოყენებისას , შესაძლოა სუნთქვის მეორადი დეპრესიის განვითარება , რომელიც დაკავშირებულია ფენტანილის გამოყოფასთან კუჭის სანათურში შეყვანის შემდეგ 1-2 საათში და შემდგომ რეზორბციასთან .

მკურნალობის პერიოდში საჭიროა ისეთი პოტენციურად საშიში ქმედებებისაგან თავის არიდება , რომელიც მოითხოვს ფსიქომოტორული რეაქციების სისწრაფეს . მკურნალობის პერიოდში დაუშვებელია ალკოჰოლის გამოყენება .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან . ბუპრენორფინი ამცირებს პრეპარატის ეფექტს . სხვა პრეპარატებთან ერთდროული გამოყენებისას , რომლებიც ახდენს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზე დეპრესიულ ზეგავლენას ( ოპიატებით , სედაციური საშუალებებით , საძილე , ფენოტიაზინებით , ტრანკვილიზატორებით , მიორელაქსანტებით , ანტიჰისტამინური პრეპარატებით , რომლებიც იწვევს სედაციას , ალკოჰოლით და სხვა ), შესაძლოა გვერდითი ეფექტების ურთიერთგაძლიერება ( ცენტრალური ნერვული სისტემის დათრგუნვა , ჰიპოვენტილაცია , ჰიპოტენზია და სხვა ). ბარბიტურატების ( განსაკუთრებით ფენობარბიტალის ) სისტემატიური მიღებისას , შესაძლოა ნარკოტიკული ანალგეტიკების გამაყუჩებელი მოქმედების შემცირება . ბარბიტურატების ან ნარკოტიკული ანალგეტიკების ხანგრძლივი გამოყენება იწვევს ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარებას . ბენზოდიაზეპინები ახანგრძლივებს ნეიროლეპტანალგეზიიდან გამოსვლას . აზოტის ქვეჟანგი აძლიერებს კუნთების რიგიდულობას , ანტიჰიპერტენზიული საშუალებები ჰიპოტენზიას , მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორები ზრდის მძიმე გართულებების რისკს .

ნალოქსონი ხსნის სუნთქვის დათრგუნვას და ანალგეზიას , რომელიც გამოწვეულია ნარკოტიკული ანალგეტიკებით . ნალორფინი აქრობს სუნთქვის დეპრესიას , გამოწვეულს ნარკოტიკული ანალგეტიკებით მათი ტკივილგამაყუჩებელი მოქმედების შენარჩუნებით .

 

შენახვის პირობები . ნარკოტიკული საშუალებების შენახვისადმი მოთხოვნების შესაბამისად , არაუმეტეს 250 C ტემპერატურაზე , სინათლისგან დაცულ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა – 3 წელი .

 

გაცემის პირობა . გაიცემა რეცეპტით .

 

შეფუთვა . 2 მლ ამპულებში ; 5 ამპულა ერთმხრივ კონტურულ უჯრედოვან შეფუთვაში ; 20 კონტურული უჯრედოვანი შეფუთვა მუყაოს კოლოფში .

 

მწარმოებელი . ხარკოვის სახელმწიფო ფარმაცევტული საწარმო ზდოროვიე ნაროდუ ”.

 

მისამართი . 61013, უკრაინა , . ხარკოვი , შევჩენკოს ქუჩა #22.

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge