ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

ფოსტერი

 

ფოსტერი

FOSTER ®

 

100/6 მიკროგრამი / გამოფრქვევაში , P პულვერიზატორიანი საინჰალაციო ხსნარი

 

B ბეკლომეთაზონ დიპროპიონატი / ფორმოტეროლ ფუმარატ - დიჰიდრატი

 

გამოიყენება მოზრდილებში

 

მედიკამენტის გამოყენებამდე ყურადღებით გაეცანით მოხმარების ინსტრუქციას .

 

-           შეინახეთ ინსტრუქცია , შესაძლებელია კიდევ დაგჭირდეთ მისი წაკითხვა .

-           დამატებითი კითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

-           ეს მედიკამენტი თქვენ გამოგეწერათ ინდივიდუალურად . ნუ გაუწევთ რეკომენდაციას სხვას , შესაძლებელია პრეპარატმა სხვაზე დამაზიანებლად იმოქმედოს ,   იმ შემთხვევაშიც კი თუ მას იგივე სიმპტომები ახასიათებს .

-           თუ აღნიშნული გვერდითი მოვლენებიდან თქვენზე რომელიმე ჭარბად ვლინდება ან ადგილი ექნება ისეთ გვერდით მოვლენას , რომელიც არ არის აღწერილი ინსტრუქციაში , შეატყობინეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

 

მოხმარების ინსტრუქცია შეიცავს :

  1. რა არის ფოსტერი და რისთვის გამოიყენება ის ;
  2. რას უნდა მიაქციოთ ყურადღება გამოყენების წინ ;
  3. როგორ გამოიყენება ფოსტერი ;
  4. მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები ;
  5. როგორ უნდა შევინახოთ ფოსტერი ;
  6. სხვა ინფორმაცია ;

 

რა არის ფოსტერი და რისთვის გამოიყენება ის

 

ფოსტერი არის პულვერიზატორიანი საინჰალაციო ხსნარი , რომელიც შეიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას , შეისუნთქება პირით და მიეწოდება უშუალოდ ფილტვებს . ორი აქტიურად მოქმედი ნივთიერება არის ბეკლომეთაზონის დიპროპიონატი და ფორმოტეროლ ფუმარატ - დიჰიდრატი . B ბეკლომეთაზონის დიპროპიონატი მიეკუთვნება კორტიკოსტეროიდული მედიკამენტების ჯგუფს , რომელიც ხშირად სტეროიდებად იწოდებიან . სტეროიდებს გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო თვისებები და ამცირებენ ფილტვებში მცირე სასუნთქი გზების სისხლძარღვების კედლების შეშუპებასა და გაღიზიანებას . სტეროიდები გამოიყენება ასთმის დროს სიმპტომური მკურნალობისათვის და მათი ნიველირებისათვის აღმოსაფხვრელად . ფორმოტეროლ ფუმარატ - დიჰიდრატი მიეკუთვნება ხანგრძლვად მოქმედი ბრონქოდილატატორული მედიკამენტების ჯგუფს , რომლებიც იწვევენ სასუნთქი გზების კუნთების მოდუნებას და ამ გზით აფართოებენ სასუნთ გზებს , რაც იწვევს ჩასუნთქვა - ამოსუნთქვის გაადვილებას .

ერთობლივად ეს ორი აქტიურად მოქმედი ნივთიერება აადვილებს სუნთქვას ასთმიან პაციენტებში ისეთი სიმპტომების გაქრობით , როგორიცაა გახშირებული სუნთქვა , ხმაურიანი სუნთქვა და ხველება . ისინი ხელს უწყობენ აგრეთვე ასთმური სიმპტომების გაქრობას .

ფოსტერი გათვალისწინებულია ასთმიანი პაციენტების რეგულარული მკურნალობისათვის :

 

-           როდესაც პაციენტისათვის არასაკმარისად ეფექტურია კორტიკოსტეროიდების ინჰალაციით ან ხანმოკლე მოქმედების მქონე ბრონქოდილატატორებით მკურნალობა ან

-           თუ ასთმის მკურნალობას ეფექტი გააჩნია ორივე - კორტიკოსტეროიდებით და ხანგრძლივად მოქმედების ბრონქოდილატატორებით მკურნალობისას .

 

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება ფოსტერის გამოყენებამდე

 

ფოსტერის გამოყენება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში :

 

-           არ გამოიყენოთ ფოსტერი ისეთი მწვავე ასთმური სიმპტომების სამკურნალოდ , როგორიცაა გახშირებული სუნთქვა , ხმაურიანი სუნთქვა და ხველა , ან გართულებული ასთმისას , ან მწვავე ასთმური შეტევისას . ასეთ შემთხვევაში პრეპარატი თქვენ ვერ დაგეხმარებათ და არ შეგიმსუბუქებთ ამ სიმპტომებს . სიმპტომების ნიველირებისათვის უნდა გამოიყენოთ სწრაფი მოქმედების ინჰალატორი შემამსუბუქებელი , რომელიც სულ თან უნდა იქონიოთ .  ( თქვენი შემამსუბუქებელი ინჰალატორი არის სწრაფად მოქმედი ბრონქოდილატატორი , რომელიც ახდენს მწვავე ასთმური სიმპტომების სწრაფ შემსუბუქებას .)

-           იმ შემთხვევაში , თუ თქვენ გახასიათებთ მომატებული მგრძნობელობა ( ალერგიულობა ) ფოსტერის აქტიურ ან სხვა რომელიმე შემადგენელი ნივთიერებების მიმართ , ან ასთმის სამკურნალო მედიკამენტებთან , ან საინჰალაციო პრეპარატებთან , ( იხ . ნაწილი 6: სხვა ინფორმაციები ), მიმართეთ ექიმს რეკომენდაციისათვის .

 

განსაკუთრებული სიფრთხილე ფოსტერის გამოყენებისას

 

აცნობეთ ექიმს პრეპარატის გამოყენებამდე :

 

-           თუ თქვენ გაქვთ გულის რომელიმე სახის გულის პრობლემები , მაგ .   როგორიცაა სტენოკარდია - Angina Pectoris ( ტკივილები გულის არეში , მკერდის არეში ), თუ თქვენ გადატანილი გაქვთ გულის მწვავე ინფარქტი ( მიოკარდიუმის ინფარქტი ) ან გაგაჩნიათ გულის უკმარისობა ან კორონარული არტერიების შევიწროვება ( გულის კორონარული დაავადება ), გულის სარქველის მანკი ან სხვა ანომალიები გულის მხრივ , ან თუ გახასიათებთ ჰიპერტონული ობსტრუქციული კარდიომიოპათიური მდგომარეობა ( HOCM, გულის კუნთის ანომალია ).

-           თუ თქვენ გაქვთ სისხლ - ძარღვების შევიწროვება ( არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა , რომელიც ცნობილია , როგორც არტერიოსკლეროზი ), ან თუ თქვენ გახასიათებთ სისხლძარღვების ანომალიური გაფართოება ( ანევრიზმა ) ან თუ გახასიათებთ მაღალი წნევა .

-           თუ გახასიათებთ გულის რითმის დარღვევა , როგორიცაა გულის აჩქარება ან / და არითმია , მაღალი პულსაცია ან გულის ფრიალი , ან თუ თქვენ გაცნობეს , რომ გაქვთ უჩვეულო ელექტროკარდიოგრამა ( EKG).

-           თუ თქვენ გახასიათებთ ფარისებრი ჯირკვალის ჰიპერფუნქცია .

-           თუ თქვენ გაქვთ სისხლში კალიუმის დაბალი დონე .

-           თუ თქვენ გახასიათებთ ღვიძლისა და თირკმლის დაავადებები .

-           თუ დაავადებული ხართ შაქრიანი დიაბეტით ( ფორმოტეროლის მაღალი დოზით ინჰალაციის გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს სისხლში შაქრის მომატება , ამიტომ საჭიროა დამატებითი სისხლის ანალიზის ჩატარება და საჭიროა სისხლში შაქრის დონის განსაზღვრა მკურნალობის დაწყებამდე და მის განმავლობაშიც .

-           თუ თქვენ გაქვთ თირკმელზედა ჯირკვალის სიმსივნე ( ფეოქრომოციტომა ).

-           თუ თქვენ უნდა გაიკეთოთ ანესთეზია , მისი სახეობიდან გამომდინარე აუცილებლობის შემთხვევაში უნდა შეწყვიტოთ პრეპარატის გამოყენება ანესთეზიამდე 12 საათით ადრე .

-           თუ თქვენ იტარებთ ან როდესმე ჩატარებული გაქვთ ტუბერკულოზის საწინაღმდეგო მკურნალობა , ან თუ დაავადებული ხართ სასუნთქი გზების ვირუსული ან სოკოვანი დაავადებებით .

-           თუ ალკოჰოლის გამოყენებას უნდა დაანებოთ თავი .

 

თუ ზემოთმოყვანილი შემთხვევებიდან გახასიათებთ რომელიმე , აცნობეთ ექიმს ფოსტერით მკურნალობის დაწყებამდე .

 

თუ თქვენ გაწუხებთ რაიმე კლინიკური პრობლემა ან გახასიათებთ ზედმეტი მგრძნობელობა ( ალერგია ), ან თუ არ ხართ დარწმუნებული , შეიძლება თუ არა მიიღოთ ფოსტერი მიმართეთ ექიმს , ასთმის მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

ისეთი ბეტა -2- აგონისტებით მკურნალობამ , როგორცაა ფორმოტეროლი რომელსაც შეიცავს ფოსტერი , შესაძლებელია გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის დაწევა ( ჰიპოკალიემია ).

 

თუ თქვენ გაქვთ გართულებული ასთმა უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებული ყურადღება .

სისხლში ჟანგბადის ნაკლებობამ და ფოსტერით მკურნალობასთან ერთად სხვა თერაპიების ჩატარებამ , როგორიცაა გულის დაავადებების მკურნალობა , ან სისხლის მაღალი წნევის სამკურნალო საშუალებების მიღება , როგორებიცაა დიურეზულები ან ,, სითხის გამოსადევნი ტაბლეტები ან სხვა ასთმის შეტევის საწინააღმდეგო საშუალებები , შესაძლებელია გამოიწვიოს შრატში კალიუმის დონის დაქვეითება . ამიტომ აუცილებელია თქვენმა ექიმმა აკონტროლოს დროდადრო სისხლში კალიუმის დონე .

 

თუ თქვენ ხანგრძლივი დროის განმავლობაში იყენებთ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალ დოზებს , შესაძლებელია სტრესულ სიტუაციებში საჭირო გახდეს კორტიკოსტეროიდების უფრო მაღალი დოზით მიღება . სტრესულ სიტუაციებად ითვლება : უბედური შემთხვევის შემდეგ საავადმყოფოში მკურნალობა , მძიმე ტრამვა , დაზიანება ან ოპერაციის წინა პერიოდი . ასეთ შემთხვევაში თქვენი ექიმი გადაწყვეტს თქვენ გჭირდებათ თუ არა კორტიკოსტეროიდების დოზის მომატება და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ კორტიკოსტეროიდებს ტაბლეტის ფორმით ან ინექციის სახით .

 

თუ თქვენ უნდა მიმართოთ საავადმყოფოს მკურნალობისათვის , გახსოვდეთ , რომ თუ შესაძლებელია თან უნდა წაიღოთ ყველა თქვენი მედიკამენტი , ფოსტერის ჩათვლით ორიგინალ შეფუთვაში , აგრეთვე ისეთი მედიკამენტები , რომლებიც თქვენ შეიძინეთ ექიმის რეცეპტის გარეშე .

 

სხვა მედიკამენტების გამოყენება :

მკურნალობის დაწყებამდე გთხოვთ აცნობეთ ექიმს ან ფარმაცევტს , იმის შესახებ თუ თქვენ ღებულობთ ან ცოტა ხნის წინ მიიღეთ სხვა მედიკამენტები , ან ინჰალატორები , , იმ მედიკამენტების ჩათვლით , რომლებიც არ საჭიროებენ ექიმის რეცეპტს .

 

არ მიიღოთ ბეტა - ბლოკატორი ამ მედიკამენტთან ერთად .

თუ აუცილებელ შემთხვევაში მოგიწიათ ბეტა - ბლოკატორის ( თვალის წვეთების ჩათვლით ) მიღება , ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ამან გამოიწვიოს ფორმოტეროლის ზემოქმედების შესუსტება ან ბლოკირება . მეორეს მხრივ კი შესაძლებელია სხვა ბეტა - ბლოკატორებთან ერთად პრეპარატის გამოყენებამ გამოიწვიოს ფორმოტეროლის ეფექტურობის გაძლიერება .

 

ფოსტერის ერთდროული გამოყენება სხვა პრეპარატებთან :

-           მედიკამენტებთან , რომლებიც გამოიყენება გულის რითმის დარღვევისას ( ქინიდინი , დიზოპირამიდი , პროკაინამიდი ), აგრეთვე პრეპარატებთან , რომლებიც გამოიყენება ალერგიული რეაქციების ( ანტიჰისტამინურები ), დეპრესიების ან გონებრივი დარღვევების სამკურნალოდ , როგორებიცაა მონოამინოოქსიდაზას ინჰიბიტორები ( ფენელზინი და იზოკარბოქსაზიდი ), ტრიციკლური ანტიდეპრესანტები ( ამიტრიპტილინი და იმიპრამინი ), აგრეთვე ფენოთიაზინებთან ერთად   მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გარკვეული ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაში ( EKG) და გაზარდოს გულის რითმის დარღვევის რისკი ( ვენტრიკულარული არითმია ).

-           ფოსტერის ერთდროულმა გამოყენებამ ისეთ მედიკამენტებთან , როგორებიცაა პარკისონის სამკურნალო საშუალება ( - დოფა ) , ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითების სამკურნალო საშუალება   ( - თიროქსინი ), აგრეთვე პრეპარატები , რომლებიც ოქსიტოცინს შეიცავენ ( რომლებიც იწვევენ საშვილოსნოს შეკუმშვას ) და ალკოჰოლი , შესაძლებელია გამოიწვიოს ბეტა -2- აგონისტების მიმართ ( მაგ . ფორმოტეროლი ) გულის ამტანობის ( კარდიალური ამტანობა ) დაქვეითება .

-           პრეპარატის ერთდროულმა გამოყენებამ მონოამინოქსიდაზას ინჰიბიტორებთან ( MAO- ბლოკატორი ), ისეთი ნივთიერებების ჩათვლით რომელთაც გააჩნიათ ფურაზოლიდონის და პროკარბაზინის მსგავსი თვისებები და რომლებიც გონებრივი დარღვევების სამკურნალოდ გამოიყენება , შესაძლებელია გამოიწვიონ სისხლის წნევის მომატება .

-           მედიკამენტებთან ერთად , რომლებიც გამოიყენება გულის დაავადებების სამკურნალოდ ( დიგოქსინი ), შეიძლება გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება , რაც თავისთავად იწვევს გულის რითმის დარღვევას .

-           სხვა ისეთ   მედიკამენტებთან ერთად , რომლებიც გამოიყენება ასთმის სამკურნალოდ ( თეოფილინი , ამინოფილინი ან კორტიკოსტეროიდები ) და დიურეზულებთან ერთად ( სითხის გამომყოფი ტაბლეტები ) მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს სისხლში კალიუმის დონის დაცემა .

-           ზოგიერთი საანესთეზიო საშუალებების გამოყენებამ შესაძლებელია გამოიწვიოს გულის რითმის დარღვევის რისკის მომატება .

 

ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი .

ორსულობის დროს ფოსტერის გამოყენების შესახებ არ მოიპოვება საკმარისი კლინიკური მონაცემები . ექიმის რეკომენდაციების გარეშე არ შეიძლება ფოსტერის გამოყენება ორსულობის დროს , ან დაგეგმილი ორსულობის წინა პერიოდში , ან ლაქტაციის დროს არ შეიძლება .

 

კონცენტრაცია და ავტომობილის მართვის უნარი

ფოსტერის ზემოქმედება კონცენტრაციაზე და ავტომობილის მართვის უნარზე არ აღინიშნება .

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ფოსტერის შემცველ სხვა შემადგენელ ინგრედიენტებზე .

ფოსტერი შეიცავს მცირე დოზით ალკოჰოლს : თქვენი ინჰალატორის ყოველი გამოფრქვევა შეიცავს 7 მგ ეთანოლს .

 

  1. როგორ გამოვიყენოთ ფოსტერი ?

 

ფოსტერი გამოიყენება საინჰალაციო მოხმარებისათვის .

გამოიყენეთ ფოსტერი ყოველთვის ექიმის მითითების თანახმად . გაურკვეველი სიტუაციის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

თქვენი ექიმი რეგულარულად ჩაგიტარებთ გამოკვლევას და შეამოწმებს თუ თქვენ იღებთ პრეპარატის ოპტიმალურ დოზას . E ექიმი დაგინიშნავთ მკურნალობის იმ უმცირეს დოზას , რომელიც უკეთესად გააკონტროლებს თქვენს სიმპტომების . არავითარ შემთხვევაში არ შეცვალოთ დოზა თვითნებურად , ექიმის დაუკითხავად .

 

მოზრდილები და ხანდაზმული პაციენტები :

ჩვეულებრივი დოზა არის ერთი ან ორი ინჰალაცია ორჯერ დღეში .

მაქსიმალური დღიური დოზა არის ოთხი ინჰალაცია .

 

 

ბავშვები და 18 წლამდე მოზარდები :

ბავშვებისათვის და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის ფოსტერის მიღება არ არის ნებადართული .

 

რისკის ქვეშ მყოფი პაციენტები :

ხამდაზმული პაციენტებისათვის არ არის საჭირო გარკვეული დოზის დანიშვნა . არ მოიპოვება მონაცემები ფოსტერის გამოყენების შესახებ ისეთ პაციენტებში , რომელთაც ახასიათებთ ღვიძლის და თირკმელის ფუნქციის დარღვევები .

ასთმის სამკურნალოდ ფოსტერი ეფექტურად მოქმედებს ბეკლომეთაზონდიპროპიონატის უმცირესი დოზით სხვა ინჰალატორებთან შედარებით , რომლებიც შეიცავენ ბეკლომეთაზონდიპროპიონატს , ექიმი დაგინიშნავთ თქვენთვის საჭირო ზუსტ დოზას . არ დაგავიწყდეთ : ინჰალატორი უნდა იქონიოთ ყოველთვის თან , რათა ასთმური სიმპტომების გაუარესებისას ან მოულოდნელი ასთმური შეტევისას გამოიყენოთ იგი .

 

არ გაზარდოთ დოზირება

თუ თქვენ ფიქრობთ , რომ პრეპარატი ვერ ახდენს სათანადო ეფექტს , მიმართეთ ექიმს რჩევისათვის სანამ თვითონებურად გაზრდიდეთ დოზას .

 

თუ თქვენ მიიღეთ ფოსტერი გადაჭარბებული დოზით

-           თუ მიიღეთ ფორმოტეროლის   გადაჭარბებული დოზა შესაძლოა ადგილი ჰქონდეს შემდეგ მოვლენებს : ღებინება , გულისრევა , გულისცემა , გულის რითმის დარღვევა , გარკვეული ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაში , თავის ტკივილები , კანკალი , ძილიანობა , სისხლის მომატებული მჟავიანობა , სისხლში კალიუმის დონის დაქვეითება , სისხლში შაქრის დონის მომატება . ექიმი ჩაგიტარებთ სისხლის ანალიზს და შეამოწმებს სისხლში კალიუმისა და შაქრის დონეს .

-           თუ თქვენ მიიღეთ ბეკლომეტაზონდიპროპიონატის გადაჭარბებული დოზა , შესაძლებელია ადგილი ჰქონდეს თირკმელზედა ჯირკვალის ფუნქციის ხანმოკლე დარღვევას . ეს მოვლენები ალაგდება რამოდენიმე დღის შემდეგ . გართულებების შემთხვევაში ექიმი გადაამოწმებს შრატში კორტიზოლის დონეს .

 

ამგვარი სიმპტომების გამოვლენისას მიმართეთ ექიმს .

 

თუ დაგავიწყდათ ფოსტერის მიღება

მიიღეთ იგი როგორც კი გაგახსენდებათ . თუ უკვე გიწევთ მეორე დოზის მიღება , მაშინ არ მიიღოთ ორი დოზა ერთად , მხოლოდ მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროულად . არ მიიღოთ ორმაგი დოზა .

 

თუ გაგირთულდათ სუნთქვა

თუ თქვენ შენიშნავთ სუნთქვის გაძნელებას , სუნთქვის გახშირებას ან ხმაურს სუნთქვისას ( მსტვინავი სუნთქვა ) ინჰალატორის გამოყენების შემდეგ , მაშინ   დაუყონებლივ შეწყვიტეთ ფოსტერის მოხმარება და გამოიყენეთ თქვენი სწრაფად - მოქმედი შემამსუბუქებელი საინჰალაციო საშუალება . დაუყონებლივ დაუკავშირდით ექიმს . თქვენი ექიმი შეაფასებს სიმპტომებს და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ სხვა თერაპიას . ასეთი შემთხვევის შემდეგ თქვენ აღარ უნდა გამოიყენოთ ფოსტერი . მუდმივად ატარეთ თან სწრაფად - მოქმედი შემამსუბუქებელი საინჰალაციო საშუალება .

სუნთქვის გახშირება და ხმაური სუნთქვისას , რაც ვლინდება უშუალოდ ინჰალატორის გამოყენების შემდეგ , გამოწვეულია თქვენი ფილტვების სასუნთქი გზების უეცარი შევიწროვებით და ცნობილია , როგორც ,, პარადოქსული ბრონქოსპაზმა ”. იხილე პუნქტი   4. ,, შესაძლებელი გვერდითი მოვლენები "

 

თუ გაგიუარესდათ ასთმა

თუ თქვენი სიმპტომები გაუარესდა ან გახდა ძნელად კონტროლირებადი ( მაგ . თუ უფრო ხშირად იყენებთ შემამსუბუქებელ საინჰალაციო საშუალებებს ) ან თუ შემამსუბუქებელ საინჰალაციო საშუალებები არ იწვევენ სიმპტომების გაუმჯობესებას , მაშინ დაუყონებლივ მიმართეთ ექიმს . შესაძლოა გაუარესდეს თქვენი ასთმა და ამიტომ ექიმმა უნდა დაგინიშნოთ ფოსტერის მომატებული დოზა ან სხვა ალტერნატიული მკურნალობა .

ამ პრეპარატთან დაკავშირებით სხვა დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

მითითებები მოხმარების შესახებ :

 

ინჰალატორის პირველი გამოყენებისას ან იმ შემთხვევაში , თუ თქვენ არ გამოგიყენებიათ ინჰალატორი 14 დღის   ან მეტი ხნის განმავლობაში , მაშინ გააფრქვიეთ პირველი საფრქვევი დოზა ჰაერში იმისათვის რომ დარწმუნდეთ რომ ინჰალატორი მუშაობს კარგად .   შესაძლებლობის მიხედვით , ინჰალატორის   მოხმარებისას უნდა იდგეთ ან იმყოფებოდეთ სწორად მჯდომარე მდგომარეობაში .

 

  1. მოხადეთ დამცავი ხუფი მუნდშტუკს და შეამოწმეთ არის თუ არა იგი სუფთა .
  2. ისუნთქეთ ნელა და შეძლებისდაგვარად ღრმად .
  3. დაიკავეთ ინჰალატორი ვერტიკალურად თავდაყირა , სრულად მოაჭიდეთ ტუჩები მუნდშტუკს . არ უკბინოთ მუნდშტუკს .
  4. ისუნთქეთ ნელა და ღრმად და დააჭირეთ საფრქვევს უშუალოდ ჩასუნთქვის მომენტში .
  5. შეიკავეთ სუნთქვა შეძლებისდაგვარად ხანგრძლივად , ბოლოს გამოიღეთ ინჰალატორი პირიდან და ნელა ამოისუნთქეთ . არ ამოისუნთქოთ ინჰალატორში . გამოყენების შემდეგ დაახურეთ დამცავი ხუფი .

 

თუ თქვენ გესაჭიროებათ მომდევნო შეფრქვევა , გააჩერეთ ინჰალატორი ნახევარი წუთის განმავლობაში ვერტიკალურად და გაიმეორეთ იგივე მოქმედებები 2 დან 5 მდე .

 

მნიშვნელოვანია : ზუსტად დაიცავით პუნქტებში 2 - 5 მითითებული მოქმედებები .

თუ შენიშნავთ , რომ გამოფრქვევა გაიფანტა გვერდებზე და არ მოხდა მისი პირში შეფრქვევა , მაშინ   გაიმეორეთ   ქმედება პუნქტი 2 დან 5 მდე ხელმეორედ .

დასუსტებულმა , უღონოდ მყოფმა პაციენტებმა უმჯობესია დაიკავონ ინჰალატორი ორივე ხელით , ორივე ცერა და საჩვენებელი თითის გამოყენებით .

პირის ღრუში და ყელში სოკოვანი ინფექციების თავიდან აცილების მიზნით ინჰალატორის მოხმარების შემდეგ გამოივლეთ პირი წყლით ან გამოიხეხეთ კბილები .

გთხოვთ აცნობოთ ექიმს , თუ თვლით , რომ ფოსტერი თქვენზე გადაჭარბებულ ან ნაკლებ მოქმედებას ახდენს .

არ არსებობს მონაცემები ფოსტერის ინჰალატორის დამხმარე საშუალებასთან ერთად ( spacing device) გამოყენების შესახებ . ამ ინსტრუქციაში მითითებული დოზირება გათვალისწინებულია და გულისხმობს ფოსტერის გამოყენებას მხოლოდ სტანდარტული ინჰალატორის მეშვეობით . არ გამოიყენოთ ფოსტერი რომელიმე დამხმარე საშუალებასთან ერთად . საინჰალაციო დამხმარე საშუალების ( Spacer ) საჭიროების შემთხვევაში ექიმი გირჩევთ ფოსტერის გამოყენების შეწყვეტას და დაგინიშნავთ სხვა პრეპარატს .

 

გასუფთავება

მოხსენით ხუფი მუნდშტუკს და რეგულარულად ( ერთხელ კვირაში ) გაწმინდეთ იგი შიგნიდან და გარედან მშრალი ჩვრით . არ გამოიყენოთ მუნდშტუკის გასასუფთავებლად წყალი ან სხვა სითხე .

 

4 მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს , ფოსტერმაც შესაძლებელია გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები , რომლებიც შეიძლება ყველას არ აღენიშნოს . მოსალოდნელი გვერდითი მოვლენები მითითებულია შესაბამისი სიხშირის მიხედვით .

 

ხშირი ( ვლინდება 10 დან 1 პაციენტში ):

თავის ტკივილები , ხმის ჩახლეჩვა , ყელის ტკივილი

 

საშუალო ( ვლინდება 100 დან 1 პაციენტში ):

გულისცემა , გულისცემის მომატება და გულის რითმის დარღვევები , ცვლილებები ელექტროკარდიოგრამაში .

გრიპის სიმპტომები , სოკოვანი ინფექციები ( პირის ღრუს , ყელის ), ვაგინალური სოკოვანი ინფექციები , ცხვირის ღრუს ანთება , რინიტი , სასმენი ორგანოების ანთება , ყელის გაღიზიანება , ხველა და პროდუქტიული ხველა , ასთმური შეტევა .

ღებინება , გემოს შეგრძნების შეცვლა ან დაქვეითება , ტუჩების წვა , პირის სიმშრალე , ყლაპვის გაძნელება , საჭმლის მონელების დარღვევა ,   ფაღარათი .

კუნთების ტკივილები და სპაზმები , სახის სიწითლე , სხეულის გარკვეულ ქსოვილებში სისხლის მოჭარბება , მოჭარბებული ოფლიანება , კანკალი , მოუსვენრობა , სისუსტე .

ცვლილებები სისხლში :   ლეიკოციტების შემცირება , თრომბოციტების რაოდენობის მომატება , კალიუმის დონის დაქვეითება , სისხლში შაქრის მომატება , ინსულინის დონის მომატება , თავისუფალი ცხიმოვანი მჟავების და კეტონური სხეულები .

 

იშვიათი ( ვლინდება 1000 დან 1 პაციენტში )

მოჭერის შეგრძნება მკერდის არეში , არითმია ( რომელიც გამოწვეულია პარკუჭების ორი ნაადრევი შეკუმშვით ), მომატებული ან დაქვეითებული სისხლის წნევა , თირკმლების ანთება , კანის ან ლორწოვანი გარსის შეშუპება რომელიც რამოდენიმე დღე გრძელდება , ჭინჭრის ციება .

 

ძალიან იშვიათი   ( ვლინდება 10 000 დან   1 პაციენტში )

არითმია , სუნთქვის გახშირება , ასთმის გართულება , უჩვეულო საქციელი , ძილის დარღვევა და ჰალუცინაციები , თრომბოციტების რაოდენობის შემცირება , ხელ - ფეხის შეშუპება .

 

თუ მიიღეთ საინჰალაციო კორტიკოსტეროიდების მაღალი დოზა ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლებელია ძალიან იშვიათად გამოვლინდეს შემდეგი ეფექტები : თირკმელზედა ჯირკვალის ფუნქციის დარღვევა ( ადრენოსუპრესია ), ძვლებში მინერალების ხვედრითი წონის დაქვეითება ( ძვლების გაწვრილება ), ბავშვებში და მოზარდებში   ზრდის შეჩერება , თვალშიდა წნევის დაქვეითება ( გლაუკომა ), კატარაქტა .

 

მომატებული მგრძნობელობის რეაქციები , როგორიცაა კანის ალერგიული რეაქციები , ქავილი , გამონაყარი , კანის სიწითლე , კანის ან ლორწოვანი გარსის შეშუპება განსაკუთრებით თვალის , სახის , ტუჩების და ყელის არეში .

 

ისევე როგორც სხვა ინჰალატორებით მკურნალობისას ფოსტერის გამოყენებისას შესაძლებელია გამოვლინდეს სუნთქვის შეკავება ან ხმაური სუნთქვისას , რაც ცნობილია , როგორც ,, პარადოქსული ბრონქოსპაზმი ”. ამ შემთხვევაში დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ ფოსტერის გამოყენება და გამოიყენოთ სწრაფად - მოქმედი შემამსუბუქებელი საინჰალაციო საშუალება . დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ექიმს . ექიმი შეაფასებს ასთმის მდგომარეობას და საჭიროების შემთხვევაში დაგინიშნავთ სხვა თერაპიას . სავარაუდოდ აღარ გამოიყენებთ ფოსტერს . თუ თქვენ აღგენიშნებათ აღნიშნული მოვლენებიდან რომელიმე , ან რომელიმე გაგრძელდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში , ან თუ თავს გრძნობთ ცუდად ან რაიმე უჩვეულო მოვლენას შეამჩნევთ , რომელიც არ არის მითითიბული ინსტრუქციაში მიმართეთ ექიმს .

 

  1. როგორ შევინახოთ ფოსტერი ?

შეინახეთ მედიკამენტი ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ ადგილას .

 

არ გამოიყენოთ ფოსტერი შესყიდვიდან 5 თვეზე მეტ ხანს და არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვის კოლოფზე და ეტიკეტზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

 

შეინახეთ ინჰალატორი არა უმეტეს 25 °C ტემპერატურაზე .

 

თუ ინჰალატორი ყინვაში ან სიცივეში გქონდათ , გამოყენების წინ მოხსენით მუნდშტუკი ფლაკონს და გაათბეთ საფრქვევი ხელით რამოდენიმე წუთის განმავლობაში , არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ გასათბობად ხელოვნური საშუალებები .

 

გაფრთხილება : ფლაკონი შეიცავს წნევის ქვეშ მყოფ სითხეს . არ მოათავსოთ ის 50 °C - ზე მაღალ ტემპერატურზე . არ გახსნათ ფლაკონი ძალის გამოყენებით . A

 

არ შეიძლება ფლაკონის გადაგდება კანალიზაციაში ან საყოფაცხოვრებო ნარჩენებთან ერთად . შეეკითხეთ ფარმაცევტს პრეპარატის უტილიზაციის შესახებ . ეს ღონისძიებები ემსახურება ბუნების დაცვას .

 

  1. სხვა ინფორმაციები

რას შეიცავს ფოსტერი :

ქიმიურად აქტიური ნივთიერებებია : ბეკლომეტაზონის დიპროპიონატი , ფორმოტეროლ ფუმარატ - დიჰიდრატი . ყოველი საფრქვევი დოზა შეიცავს 100 მიკროგრამ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს და 6 მიკროგრამ ფორმოტეროლ ფუმარატ - დიჰიდრატს . ეს შეესაბამება შესასუნთქი დოზის 86.4 მიკროგრამ ბეკლომეტაზონის დიპროპიონატს და 5.0 მიკროგრამ ფორმოტეროლ ფუმარატ - დიჰიდრატს . დამხმარე ნივთიერებებია : უწყლო ეთანოლი , მარილმჟავა . გამხსნელი : ნორფლურანი ( HFA 134-a).

 

ფოსტერის გარეგნულობა   და შეფუთვის შემადგენლობა :

ფოსტერი არის წნევის ქვეშ მყოფი სითხე , რომელიც მოთავსებულია ალუმინის ვენტილიან ფლაკონში , პოლიპროპილენის ჭურჭელში ხელოვნური დამცავი ხუფით .

თითოეული შეფუთვა შეიცავს ერთ ან ორ პულვევიზატორიან ფლაკონში 120 საფრქვევით და შესაბამისად 1 პულვევიზატორი 180 საფრქვევს .

არ ხდება ყოველი შეფუთვის ზომების მიხედვით აღნიშვნა .

  

   გაცემის წესი

   ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი II ( გაიცემა ექიმის რეცეპტით ).

 

 

ფარმაცევტული საწარმო და მწარმოებელი :

შპს Torrex Chiesi Pharma GmbH, გონზოგაგასე  16/16, A-1010   ვენა , ავსტრია

ტელ : 0043/1/407-39-19-0, ფაქსი : 0043/1/407-39-19-999

 

 

ეს მედიკამენტი ნებადართულია ევროპის წევრ ქვეყნებში შემდეგი სახელწოდებებით :

 

ბელგია

Foster

ჰოლანდია

Foster

ესპანეთი

Foster

გერმანია

Kantos

ავსტრია

Foster

ჩეხეთის რესპუბლიკა

Combair

საფრანგეთი

Innovair

პოლონეთი

Fostex

უნგრეთი

Foster

საბერძნეთი

Foster

პორტუგალია

Foster

გაერთიანებული სამეფო

Fostair

იტალია

Foster

სლოვაკეთის რესპუბლიკა

Foster

 

 

ლუქსემბურგი

Foster

სლოვენია

Foster

 

 

 

 




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge