ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

გაბაგამა® 100 მგ 300 მგ 400 მგ

 

 

 

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

 

( ინფორმაცია მომხმარებლისთვის )

გაბა გამა ® 100 მგ კაფსულები , მყარი

გაბა გამა ® 300 მგ კაფსულები , მყარი

გაბა გამა ® 400 მგ კაფსულები , მყარი

გაბაპენტინი

Gaba gamma    100 mg capsules, hard

Gaba gamma    300 mg capsules, hard

Gaba gamma    400 mg capsules, hard

Gabapepntin

 

გაბაგამა ® მიეკუთვნება პრეპატთა ჯგუფს , რომელებიც ეპილეფსიისა და პერიფერული ნეიროპათიური ტკივილის მკურნალობისთვის გამოიყენება .

 

ეპილეფსია : გაბა გამა ® სხვადასხვა ფორმის ეპილეფსიის სამკურნალოდ გამოიყენება ( კრუნჩხვები , რომლებიც თავიდან თავის ტვინის ზოგიერთი ნაწილით შემოიფარგლება , ან ვრცელდება თავის ტვინის სხვა ნაწილებზე ). არსებული ანტიეპილეფსიური მკურნალობის უშედეგობის შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა ეპილეფსიის სამკურნალოდ შეიძლება გაბა გამა ® დანიშნოს . გაბა გამა ® უნდა მიიღოთ მიმდინარე მკურნალობასთან ერთად , თუ არ იქნება რაიმე სხვა დანიშნულება . გაბა გამა ® ასევე გამოიყენება მონოთერაპიის სახით მოზრდილებისა და 12 წლის ასაკის ზემოთ ბავშვებში .

 

პერიფერული ნეიროპათიური ტკივილი : გაბა გამა ® გამოიყენება ნერვების დაზიანებით გამოწვეული ხანგრძლივი ტკივილის დროს . პერიფერული ( რომელიც ძირითადად ზემო ან ქვემო კიდურებში ვითარდება ) ნეიროპათიური ტკივილი შეიძლება სხვადასხვა დაავადებამ გამოიწვიოს , როგორიცაა დიაბეტი ან შემომსალტველი ლიქენი . ტკივილის შეგრძნება შეიძლება აღწერილ იქნეს , როგორც ცხელი , მწველი , თრომბით გამოწვეული , უეცარი ტკივილი , ჩხვლეტითი , კრუნჩხვითი ან ყრუ და . .

 

უკუჩვენებები

 

ჰიპერმგრძნობელობა გაბაპენტინის ან გაბა გამა ® - ნებისმიერი ინგრედიენტის მიმართ .

 

 

განსაკუთრებული მითითებანი

 

-           თირკმლის დაავადებები

-           მუცლის პერსისტიული ტკივილი . შეუძლოდ ყოფნის დროს დაუყოვნებლივ საჭიროა ექიმთან დაკავშირება .

 

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება

საჭიროა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს , თუ ღებულობთ ან ადრე ღებულობდით რაიმე სხვა წამალს , ურეცეპტოდ გაცემული წამლების ჩათვლით .

 

საჭიროა ეცნობოს ექიმს ან ფარმაცევტს , თუ ღებულობთ ნარკოტიკულ ანალგეტიკის შემცველ ნებისმიერ წამალს , რადგანაც ისინი გაბა გამა ® - ეფექტს აძლიერებს .

 

სხვა ანტიეპილეფსიური საშუალებების ან პერორალური კონტრაცეპტივების მოქმედებაზე გაბა გამა ® ზეგავლენას არ ახდენს .  

 

გაბა გამა ® შეიძლება ზეგავლენა იქონიოს ზოგიერთ ლაბორატორიულ ტესტზე , შარდის ანალიზის ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში აცნობეთ ექიმს გაბა გამა ® მიღების შესახებ .

 

გაბა გამა ® - და ალუმინისა და მაგნიუმის შემცველი ანტაციდების ერთდროული გამოყენებისას კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან გაბა გამა ® - შეწოვა შემცირებულია . ამიტომ გაბა გამა ® - მიღება რეკომენდებულია ანტაციდების მიღებიდან სულ მცირე ორი საათის შემდეგ .

 

გაბაგამა ® - მიღება საკვებთან და სითხესთან ერთად

 

გაბა გამა ® - მიღება შეიძლება საკვებთან ერთად ან მის გარეშე .

 

ორსულობა და ძუძუთი კვება

 

გაბა გამა ® - მიღება ორსულობის დროს დაუშვებელია , თუ არ არსებობს ექიმის დანიშნულება . რეპროდუქციული ასაკის ქალებმა უნდა გამოიყენონ ეფექტური კონტრაცეპციული საშუალებები .

 

ორსულებში გაბა გამა ® - გამოყენების შემსწავლელი კვლევები არ ჩატარებულა , თუმცა ცნობილია , რომ კრუნჩხვების სამკურნალო სხვა პრეპარატები ზიანს აყენებენ ნაყოფს , განსაკუთრებით მაშინ , როდესაც ერთზე მეტი კრუნჩხვების საწინააღმდეგო პრეპარატი გამოიყენება . ამიტომ , თუ შესაძლებელია და მხოლოდ ექიმის რჩევით , ორსულმა მხოლოდ ერთი კრუნჩხვის საწინააღმდეგო პრეპარატი უნდა მიიღოს .

 

არ შეიზლება უეცრად ამ პრეპარატის მიღების შეწყვეტა , ვინაიდან მოსალოდნელია კრუნჩხვების განვითარება , რამაც შეიძლება მძიმე შედეგი იქონიოს დედაზე და ნაყოფზე .

 

ორსულობის შემთხვევაში ან თუ დაორსულებას   გეგმავთ , გაბა გამა ® - მიღებამდე აუცილებლად დაუკავშირდით ექიმს .

 

გაბა გამა ® - აქტიური ნივთიერება , გაბაპენტინი გამოიყოფა დედის რძეში . ვინაიდან მეძუძურ ბავშვზე ზეგავლენა უცნობია , გაბა გამა ® - გამოყენება ძუძუთი კვების დროს რეკომენდებული არ არის .

 

ავტომობილის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე ზეგავლენა

გაბა გამა ® - შეიძლება გამოიწვიოს სისუსტე , ძილიანობა და დაღლილობა . ავტომობოლის მართვა , რთულ მექანიზმებთან მუშაობა ან სხვა პოტენციურად საშიში საქმიანობით დაკავება დაუშვებელია , მანამ სანამ არ გეცოდინებათ , თუ რა ზეგავლენას ახდენს პრეპარატი ამ საქმიანობების შესრულების უნარზე .

 

მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაბაგამა ® - ზოგიერთი ინგრედიენტის შესახებ  

კაფსულები შეიცავს ლაქტოზას . თუ ცნობილია , რომ გაქვთ ზოგიერთი შაქრის აუტანლობა , ამ პრეპარატის მიღებამდე დაუკავშირდით თქვენს ექიმს .

 

გაბაგამა ® - გამოყენების მეთოდები

 

ყოველთვის მიიღეთ გაბა გამა ®   ექიმის დანიშნულებისამებრ . რაიმე გაურკვევლობის არსებობისას აუცილებლად დაუკავშრიდით ექიმს .

 

 

თუ გრძნობთ , რომ გაბა გამა ® - ეფექტი ან ძალიან ძლიერია ან სუსტია , დაუკავშირდით ექიმს ან ფარამცევტს .

 

თუ ხანდაზმული პაციენტი ბრძანდებით (65 წელზე ზემოთ ) და თირკმლის პრობლემები არ გაწუხებთ გაბა გამა ®   ჩვეულებრივად უნდა მიიღოთ .

 

თირკმლის პრობლემების არსებობისას ექიმმა შეიძლება სულ სხვა დოზირების რეჟიმი და / ან დოზა დანიშნოს .

 

ყოველთვის გადაყლაპეთ კაფსულა ჭარბი რაოდენობა წყლის მიყოლებით .

 

განაგრძეთ გაბა გამა ® - მიღება , მანამ სანამ ექიმი არ გირჩევთ მის შეწყვეტას .

 

პერიფერული ნეიროპათიური ტკივილი :

 

მიიღეთ ექიმის მიერ დანიშნული კაფსულების რაოდენობა . ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის . საწყისი დოზა დღეში ძირითადად 300 მგ - დან 900 მგ - მდე მერყეობს , ამის შემდეგ დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ - მდე , დაყოფილი სამ მიღებად დღეში სამჯერ , დილით , შუადღეს და საღამოს ..

 

ეპილეფსია :

 

მოზრდილები და მოზარდები :

 

მიიღეთ კაფსულების რაოდენობა დანიშნულებისამებრ . ექიმი დოზას თანდათანობით გაზრდის . საწყისი დოზა ძირითადად 300 მგ - დან 900 მგ - მდე - დღეში . ამის შემდეგ დოზა შეიძლება საფეხურებრივად გაიზარდოს მაქსიმუმ 3600 მგ - მდე , დაყოფილი სახით დღეში სამჯერ დილით , შუადღეს და საღამოს ..

 

6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვები :

 

ბავშვისთვის მისაღებ დოზას დაადგენს ექიმი , რომელიც ბავშვის წონის მიხედვით გამოიანგარიშება . მკურნალობა დაბალი საწყისი დოზით იწყება , რომელიც თანდათანობით გაიზრდება დაახლოებით 3 დღის განმავლობაში . ეპილეფსიის საკონტროლო ჩვეულებრივი დოზა არის 25-35 მგ / კგ / დღეში , დაყოფილი სამ მიღებად , ყოველ დღე დილით , შუადღესა და საღამოს .

 

 

6 წლამდე ასაკის ბავშვებში გაბა გამა ® -    მიღება რეკომენდებული არ არის .

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირების შემთხვევაში აუცილებლად გამოიძახეთ ექიმი ან მიმართეთ უახლოეს სამედიცინო დაწესებულებას . თან იქონიეთ დარჩენილი კაფსულები , კონტეინერი და ეტიკეტი , ისე რომ სამედიცინო პერსონალმა ადვილად შეიტყოს , თუ რა პრეპარატი მიიღეთ .

 

გაბაგამა ® - დოზის გამოტოვება

თუ დოზის მიღება დაგავიწყდათ , რაც შეიძლება სწრაფად მიიღეთ გამოტოვებული დოზა მომდევნო დოზის მიღებამდე . გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად ნუ მიიღებთ ორმაგ დოზას .

 

გაბაგამა ® - მიღების შეწყვეტა

ნუ შეწყვიტავთ თვითნებურად გაბა გამა ® - მიღებას . მკურნალობა უნდა შეწყდეს თანდათანობით მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში . გაბა გამა ® - უეცარი შეწყვეტის შემთხვევაში , არსებობს კრუნჩხვების განვითარების საშიშროება .

 

პრეპარატის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი კითხვების არსებობისას , მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

გვერდითი მოვლენები

ყველა წამლის მსგავსად , გაბა გამა ® - მაც შეიძლება გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები , თუმცა არა ყოველთვის .

 

ძალიან ხშირი გვერდითი მოვლენები (10 პაციენტიდან 1- ზე მეტში ):

 

-           ვირუსული ინფექცია

-           თავბრუ , კოორდინაციის დარღვევა , ძილიანობა

-           დაღლილობა , ცხელება

 

ხშირი გვერდითი მოვლენები (100 პაციენტიდან 1- ზე მეტში ):

 

-           პნევმონია , რესპირატორული ინფექცია , საშარდე გზების ინფექცია , ინფექცია , ყურის ანთება

-           სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება

-           უმადობა , მომატებული მადა

-           გაღიზიანება სხვების მიმართ , დაბნეულობა , ხასიათის ცვალებადობა , დეპრესია , შფოთვა , აღგზნებადობა , კონცენტრაციის უნარის დაქვეითება .

-           კონვულსიები , უაზრო მოძრაობები , მეტყველების გაძნელება , მეხსიერების დაკარგვა , კანკალი , დაძინების გართულება , თავის ტკივილი , მგრძნობიარე კანი , მგრძნობელობის დაქვეითება , კოორდინაციის დარღვეა , თვალის უჩვეულო მოძრაობები , მომატებული ან დაქვეითებული რეფლექსები .

-           გაორებული მხედველობა , დაბინდული მხედველობა

-           თავბრუ

-           მომატებული არტერიული წნევა , წამოწითლება , სისხლძარღვების გაფართოება

-           სუნთქვის გაძნელება , ბრონქიტი , ანგინა , ხველა , ცხვირის სიმშრალე

-           ღებინება , გულისრევა , კბილებთან დაკავშირებული პრობლემები , ღრძილების ანთება , ფაღარათი , მუცლის ტკივილი , საჭმლის მოუნელებლობა , შეკრულობა , პირის ან ყელის სიმშრალე , მეტეორიზმი

-           სახის შეშუპება , სიხლჩაქცევები , წელის ტკვილი , აკნე

-           შარდის შეუკავებლობა

-           ერექციის პრობლემები

-           ხელების ან ფეხების შეშუპება , რომელმაც შეიძლება მოიცვას სახე , სხეული და კიდურები , სიარულის გაძნელება , სისუსტე , ტკივილი , ცუდად ყოფნის შეგრძნება , გრიპის მსგავსი სინდრომი

-           სისხლის თეთრი უჯრედების რაოდენობის შემცირება , წონაში მომატება

-           შემთხვევითი დაზიანებები , მოტეხილობები , დაჟეჟილობები

 

იშვიათი გვერდითი მოვლენები (1000 პაციენტიდან 1- ზე ნაკლებში ):

 

-           თრომბოციტების რაოდენობის შემცირება

-           ალერგიული რეაქციები , როგორიცაა თივის ცხელება

-           ჰალუცინაციები

-           არანორმალური მოძრაობები

-           შუილი ყურებში

-           აჩქარებული გულისცემა

-           პანკრეასის ანთება

-           ღვიძლის ანთება , კანისა და თვალების გაყვითლება

-           კანის მძიმე რეაქციები , რომლებიც სწრაფ სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ , ტუჩებისა და სახის შეშუპება , კანზე გამონაყარი და სიწითლე , თმის ცვენა

-           თირკმლის მწვავე უკმარისობა

-           გაბაპენტინის უეცარი შეწყვეტის შედეგად განვითარებული გვერდითი მოვლენები ( შფოთვა , დაძინების გართულება , ტკივილი , ოფლიანობა ), გულმკერდში ტკივილი

-           სისხლში შაქრის დონის ცვალებადობა დიაბეტით დაავადებულ პაციენტებში , სისხლში გლუკოზის განმსაზღვრელი ტესტების პათოლოგიური შედეგები , რომლებიც ღვიძლის პრობლემებზე მეტყველებენ .

 

გარდა ამისა ბავშვებში ჩატარებული კლინიკური კვლევების დროს ხშირად აღინიშნებოდა აგრესიული ქცევა და პათოლოგიური მოძრაობები .

 

ნებისმიერი გვერდითი მოვლენის გართულების შემთხვევაში , დაუკავშირდით თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს .

 

შენახვის ვადა

3 წელი

 

შენახვის პირობები

შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

ნუ გამოიყენებთ პრეპარატს კოლოფზე აღნიშნული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ . ვარგისიანობის ვადა არის ამა თვის ბოლო დღე .

 

ნუ შეინახავთ 250 C- ზე მეტი ტემპერატურის პირობებში .

HDPE ბოთლი : ბოთლი შეინახეთ კარგად დახურულ მდგომარეობაში .

პვქ / ალ ბლისტერი : შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში .

 

პრეპარატის გადაგდება არ შეიძლება ნაგავში ან კანალიზაციაში . იკითხეთ , თუ როგორ უნდა მოხდეს პრეპარატის ლიკვიდაცია . ასეთი ზომები დაიცავს გარემოს დაბინძურებისაგან .

 

 

დამატებითი ინფორმაცია

შემადგენლობა

-           აქტიური ნივთიერება გაბაპენტინი . ყოველი კაფსულა შეიცავს ან 100 მგ , 300 მგ ან 400 მგ გაბაპენტინს .

 

სხვა ინგრედიენტებია : უწყლო ლაქტოზა , სიმინდის სახამებელი , ტალკი , ჟელატინი და ტიტანის დიოქსიდი ( E171 ).

გარდა ამისა , გაბა გამა ® ში 300 მგ :

რკინის ოქსიდი ყვითელი ( E 172 )

გარდა ამისა , გაბა გამა ® ში 400 მგ :

რკინის ოქსიდი ყვითელი ( E 172 )

რკინის ოქსიდი წითელი ( E 172 )

 

აღწერილობა

კაფსულები , მაგარი პვქ / ალ ბლისტერები ან HDPE ბოთლი პპ თავსახურავით .

შეფუთვის ზომა :

30, 50, 100

 

გაცემის წესი

რეცეპტით

 

მარკეტინგული ავტორიზაციის მფლობელი

Wörwag Pharma GmbH & Co. KG

Calwer Straße 7

71034 Böblingen

გერმანია

ტელ : ++49 (0) 07031/6204-0

ფაქსი : ++49(0)70316204-31

 

მწარმოებელი

Artesan Pharma GmbH & Co. KG

Wendlandstraße 1

29431 Lüchow

 

 

 

 




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge