banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

გლიცინი

 

 

 

 

 

 

გამოყენების ინსტრუქცია

გლიცინი

(Glicin)

 

 

 

სავაჭრო დასახელება : გლიცინი

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : გლიცინი ( ამინოძმარმჟავა )

 

სამკურნალწამლო ფორმა : სუბლინგვალური ტაბლეტები

 

შემაგდგენლობა : აქტიური ნივთიერება : გლიცინი – 100 მგ ; დამხმარე ნივთიერებები : წყალში ხსნადი მეთილცელულოზა – 1 მგ , მაგნიუმის სტეარატი – 1 მგ .

 

აღწერილობა : თეთრი ფერის , ბრტყელცილინდრული ტაბლეტები , ნაჭდევით და მარმარილოსებრი ჩანართებით .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : მეტაბოლური საშუალება

ათქ კოდი :   N06BX

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

გლიცინი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის რეგულატორს , ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის დამცველობითი დამთრგუნველი პროცესების აქტივაციას , ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას , ზრდის გონებრივ შრომისუნარობას . გლიცინს გააჩნია გლიცინ -,   გაემ - ერგული ( გამა ამინო ერბომჟავა ), ალფა 1 - ადენომაბლოკირებელი , ანტიოქსიდანტური , ანტიტოქსიკური მოქმედება ; არეგულირებს გლუტამური ( NMDA ) რეცეპტორების მოქმედებას , რის ხარჯზეც პრეპარატს შეუძლია :

·          ფსიქოემოციური დაძაბულობის , აგრესიულობის , კონფლიქტურობის შემცირება და სოციალური ადაპტაციის გაზრდა ;

·          განწყობის გაუმჯობესება ,

·          დაძინების პროცესის შემსუბუქება და ძილის ნორმალიზება ;

·          გონებრივი შრომისუმნარობის გაზრდა ;

·          ვეგეტო - სისხლძარღვოვანი დარღვევების შემცირება ( მათ შორის კლიმაქტერულ პერიოდში );

·          ინსულტის და ქალა - ტვინის ტრავმისას ტვინის მხრივ დარღვევების გამოხატულების შემცირება ;

·          ალოკოჰოლის და სხვა სამკურნალო საშუალებების ტოქსიკური ზემოქმედების შემცირება ცნს - ზე

 

ფარმაკოკინეტიკა ადვილად აღწევს ბიოლოგიური სითხეების და ქსოვილების უმეტესობაში , მათ შორის თავის ტვინში ; მეტაბოლიზდება წყლამდე და ნახშირორჟანგამდე . ქსოვილებში მისი დაგროვება არ ხდება .  

 

მიღების ჩვენება

·          გონებრივი შრომისუნარობის დაქვეითება

·          სტრესული სიტუაციები ფსიქოემოციური დაძაბულობა ( გამოცდების პერიოდში , კონფლიქტურ და სხვა მგავს სიტუაციებში ).

·          ბავშვების და მოზარდების ქცევის დავიანტური ფორმები .

·          ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციური და ორგანული დაავადებები , რომლებსაც ახლავს აგზნების მომატება , ემოციური არასტაბილურობა , გონებრივი შრომისუნარობის შემცირება და ძილის დარღვევა : ნევროზები , ნევროზის მსგავსი მდგომარეობები და ვეგეტო - სისხლძაღვოვანი დისტონია , ნეიროინფექციის და ქალა - ტვინის ტრავმის შედეგები , ენცეფეალოპათიის პერინატალური და სხვა ფორმები ( მათ შორის ალკოჰოლური გენეზის ).

·          იშემიური ინსულტი

 

უკუჩვენება : ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტებზე .

 

გამოყენების მეთოდი და დოზირება : გლიცინი გამოიყენება სუბლინგვალურად ან ტრანსბუკალურად , 100 მგ ( ტაბლტების ან მისი დაფხვნით მიღებული ფხვნილის სახით ). პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებს , მოზარდებს და მოზრდილებს ფსიქოემოციური გადაძაბვისას , მეხსიერების , ყურადრების , გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითებისას , გონებრივი განვითარების ჩამორჩენისას , ქცევის დავიანტური ფორმებისას გლიცინი ინიშნება  - 1 ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ , 14-30 დღის განმავლობაში .

ნერვული სისტემის ფუნქციური და ორგანული დაზიანებისას , რასაც თან ახლავს მომატებული აგზნება , ემოციური ლაბილობა და ძილის დარღვევა , სამ წლამდე ასაკის ბავშვებში ინიშნება  0,5 ტაბლეტი (50 მგ ) ერთ მიღებაზე , დღეში 2-3- ჯერ , 7-14 დღის განმავლობაში , შემდეგ 50 მგ დღეში ერთხელ , 7-10 დღის განმავლობაში . სადღეღამისო დოზა – 100-150 მგ , კურსი – 2000-2600 მგ . 3 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს ენიშნებათ 1 ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ , მკურნალობის კურსი 7-14 დღე . მკურნალობის კურსი შეიძლება გაიზარდოს 30 დღემდე . აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება მისი გამეორება 30 დღის შემდეგ .

ძილის დარვევებისას გლიცინი ინიშნება დაძინებამდე 20 წუთით ადრე ან უშუალოდ ძილის წინ , 0,5-1 ტაბლეტი ( ასაკიდან გამომდინარე ).

ტვინის იშემიური ინსულტის დროს : ინსულტიდან პირველი 3-6 საათის განმავლობაში ინიშნება 1000 მგ ტრანსბუკალურად ან სუბლინგვალურად ერთ ჩაის კოვზ წყალთან ერთად , შემდგომში 1-5 დღეღამის განმავლობაში 1000 მგ დღე - ღამეში , ამის შემდეგ 1 ტაბლეტი დღეში 2-3- ჯერ 14-30 დღის განმავლობაში . აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ წელიწადში 4-6- ჯერ .

 

გვერდითი მოქმედება

შესაძლებელია ალერგუიული რეაქციები .     

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ამცირებს ანტიფსიქოზური ( ნეიროლეფსიურების ), ანქსიოლიზურების , ანტიდეპრესანტების , საძილე და კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებების გვერდითი ეფექტების გამოხატულებას .

 

გამოშვების ფორმა

სუბლინგვალური ტაბლეტები 100 მგ .

 

შეფუთვა

50 ტაბლეტი კონტურულ - უჯრედულ შეფუთვაში , გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

 

შენახვის პირობები

სია ,, “. ინახება მშრალ , სინათლისგან დაცულ ადგილას , არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე .

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი . არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე .

 

მწარმოებელი

ООО ,,Медицинский научно-производственный комплекс ,,БИОТИКИ,,

Адрес: 115304, г. Москва. ул. Луганская, д 9, тел. 327-53-53.

 

 

 

 

 

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge