ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

გლიცინი-ფარმი

 


პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

 

გლიცინი - ფარმი

(CLYCIN-PHARM)

 

 

სამკურნალწამლო ფორმა : სუბლინგვალური ტაბლეტი

 

შემადგენლობა : 1 ტაბლეტი შეიცავს :

გლიცინი ( ამინოძმარმჟავა )   – 0,1  

დამხმარე ნივთიერებები :

მაგნიუმის სტეარატი , წყალში ხსნადი მეთილცელულოზა .

 

აღწერილობა : თეთრი ფერის ტაბლეტი , ტკბილი გემოთი .

 

ფარმაკოლოგიური ჯგუფი : მეტაბოლურ პროცესებზე მოქმედი საშუალება .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები : პრეპარატი წარმოადგენს ნივთიერებათა ცვლის რეგულატორს , ახდენს დამცავი პროცესების ნორმალიზებასა და გააქტიურებას . ცენტრალურ ნერვულ სისტემაში ამცირებს ფსიქოემოციურ დაძაბულობას , ზრდის გონებრივ შრომისუნარიანობას .

გლიცინს გააჩნია გლიცინ - და გაემ - ერგული , ალფა -1- ადრენომაბლოკირებელი , ანტიოქსიდანტური , ანტიტოქსიკური მოქმედება ; იგი არეგულირებს გლუტამატური რეცეპტორების მოქმედებას , რის შედეგადაც პრეპარატს შესწევს უნარი :

-   შეამციროს ფსიქოემოციური დაძაბულობა , აგრესიულობა , კონფლიქტურობა ,    აამაღლოს სოციალური ადაპტაცია ;

-   გააუმჯობესოს განწყობილება ;

-   გაადვილოს დაძინება და მოახდინოს ძილის ნორმალიზება ;

- შეამციროს ვეგეტო - სისხლძარღვოვანი დარღვევა , მათ შორის , კლიმაქტერულ პერიოდში ;

- შეამციროს თავის ტვინთან დაკავშირებული საერთო დარღვევების გამოხატულება იშემიური ინსულტის და ზურგის ტვინის ტრავმის დროს .

 

ფარმაკოკინეტიკა : გლიცინი მეტაბოლიზდება წყლისა და ნახშირმჟავას აირამდე , იგი არ გროვდება ქსოვილებში .

 

ჩვენება : გლიცინს უნიშნავენ გონებრივი შრომისუნარიანობის მოსამატებლად ; სტრესულ სიტუაციებში ფსიქოემოციური დაძაბულობისას ( გამოცდების პერიოდში , კონფლიქტურ და სხვა სახის სიტუაციებში ); როგორც ანტისტრესულ და ნოოტროპულ საშუალებას უნიშნავენ 1 წლის ასაკის ზევით ბავშვებს , მოზარდებს ( მათ შორის ქცევის დევიანტური ფორმების არსებობისას ) და მოზრდილებს ნერვული სისტემის სხვადასხვა ფუნქციური და ორგანული დაავადებების დროს ( ნევროზი , ნევროზული მდგომარეობები და ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონია ,

 

ნეიროინფექციისა და ზურგის ტვინის ტრავმის შედეგები , პერინატალური და სხვა სახის ენცელოპათია , მათ შორის ალკოჰოლური გენეზის ), რასაც თან ახლავს მომატებული აღგზნებადობა , ემოციური არასტაბილურობა , გონებრივი შრომისუნარიანობის შემცირება , ძილის დარღვევა .

      როგორც ნეიროპროტექტორულ საშუალებას , გლიცინს ნიშნავენ იშემიური ინსულტის დროს .

 

უკუჩვენება : ინდივიდუალური მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

 

მიღების წესი და დოზირება : ტაბლეტები მიიღება ენის ქვეშ . პრაქტიკულად ჯანმრთელ ბავშვებს , მოზარდებსა და მოზრდილებს ფსიქოემოციური დაძაბულობის , მეხსიერების , ყურადღების , გონებრივი შრომისუნარიანობის დაქვეითების , გონებრივი განვითარების შეფერხების , ქცევის დევიანტური ფორმების დროს გლიცინს უნიშნავენ 1 ტაბლეტს 2-3 ჯერ დღეში 14-30 დღის განმავლობაში . სადღეღემისო დოზა _ 0,3 .

      ნერვული სისტემის ფუნქციონალური და ორგანული დარღვევის დროს, რასაც თან ახლავს მომატებული მგრძნობელობა, ემოციური ლაბილურობა და ძილის დარღვევა, ბავშვებს სამ წლამდე უნიშნავენ ნახევარ ტაბლეტს (0,05 )     2-3- ჯერ დღეში 7-14 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ 0,05 დღეში ერთხელ 7-10 დღის განმავლობაში. სადღეღამისო დოზა შეადგენს _ 0,1 - 0,15 , კურსის – 2,0 – 2,6 . 3 წლის ზევით ასაკის ბავშვებს და მოზრდილებს უნიშნავენ   1 ტაბლეტს                     2-3 ჯერ დღეში, მკურნალობის კურსი 7-14 დღე. აუცილებლობის შემთხვევაში, მკურნალობის კურსს იმეორებენ.

      ძილის დარღვევის დროს გლიცინს ნიშნავენ დაძინებამდე 20 წუთით ადრე ან უშუალოდ ძილის წინ 0,5 - 1 ტაბლეტი ( ასაკის მიხედვით).

      ტვინის იშემიური ინსულტის დროს: პირველი 3-6 საათის განმავლობაში ინსულტის განვითარებიდან ნიშნავენ 1 ტრანსბუკალურად ან სუბლინგვალურად ერთ ჩაის კოვზ წყალთან, ხოლო შემდეგ 1-5 დღე- ღამის განმავლობაში დღე- ღამეში 1 , შემდეგ მომდევნო 30 დღე- ღამის განმავლობაში დღე- ღამეში სამჯერ 1-2 ტაბლეტი.

      ნარკოლოგიაში გლიცინი მიიღება, როგორც გონებრიბრივი შესაძლებლობების გაზრდისა და ფსიქოემოციური დაძაბულობის შესამცირებელი საშუალება რემისიის პერიოდში ენცეფალოპათიის, ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებებისას 1 ტაბლეტი დღეში 2-3 ჯერ 14-30 დღის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობის კურსს იმეორებენ წელიწადში 4-6- ჯერ.  

 

გვერდითი მოვლენები : შესაძლებელია ალერგიული რეაქციები .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან : ამცირებს ანტიფსიქოზური საშუალებების ( ნეიროლეფსიურების ), ანტიდეპრესანტების , ბარბიტურატების , გრიპის საწინააღმდეგო საშუალებების ტოქსიკურ ზემოქმედებას .

 

გამოშვების ფორმა : 25 ტაბლეტი ალ / პვქ ბლისტერში . 2 ბლისტერი იდება მუყაოს კოლოფში გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად .     

 

შენახვის პირობები : ინახება მშრალ , სინათლისაგან დაცულ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას , არაუმეტეს 25 ° С ტემპერატურაზე .

 

ვარგისიანობის ვადა :   3 წელი .

 

აფთიაქიდან გაცემის წესი :   რეცეპტოდ .

 

მწარმოებელი : სს " თბილქიმფარმი "

საქართველო , 0113 თბილისი , წულაძის 34.

ტელ ./ ფაქსი :   +99532 94 07 37 




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge