ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

გლიცერინი სანთლები

 

სამედიცინო გამოყენების ინსტრუქცია

 

გლიცერინი

სანთლები

(Glycerin)

( ახალშობილების და მოზრდილების )

ყაბზობის სამკურნალო

საშუალება

 

 

 

შემადგენლობა :

თითოეული სანთლის შემადგენლობაში შედის :

                                    ახალშობილების             მოზრდილების

ჟელატინი                            0.17                        0.32

გლიცერინი                          0.7                        1.4

 

 

მოქმედების მექანიზმი

გლიცერინის სანთლები   ( ახალშობილების და მოზრდილების ) ეფექტურად აძლიერებს ფეკალური მასების ევაკუაციას სწორი ნაწლავის ლორწოვანთან კონტაქტიდან 15-30 წუთში . გლიცერინის ჰიგროსკოპული მოქმედება გამოიხატება

სწორი ნაწლავის შეკუმშვის სტიმულაციაში .

გარდა ამისა , გლიცერინი ახდენს ფეკალური მასების დარბილებას და ლუბრიკაციას , რაც ამცირებს ყაბზობას .

 

 

ჩვენება :

- ყაბზობა ახალშობილებსა და ბავშვებში

- ყაბზობა მოზრდილებში

- გლიცერინის სანთლები   გამოიყენება პერიოდულად , საფაღარათო საშუალებებზე დამოკიდებულ პაციენტებში , მათ მიმართ დამოკიდებულების მოსახსნელად .

 

დოზირება :

1 სანთელი რექტალურად საჭიროებისამებრ ან ექიმის დანიშნულების მიხედვით

 

შეფუთვა :

კოლოფში მოთავსებულია 5 სანთელი ახალშობილების ან მოზრდილებისათვის

 

შენახვის პირობები :

ინახება ოთახის ტემპერატურაზე გრილ , ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

გაიცემა რეცეპტით

 

მწარმოებელი

PHARCO Pharmaceutical

Kilo 31 Alexandria_Cairo Desert Road

ეგვიპტე

    

 




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge