banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

ინდომეტაცინის სანთლები 100 მგ

 

 

             ნდომეტაცინის სანთლები 100 მგ

                   ( INDOMETHACIN)

გამოყენების ინსტრუქცია

                                       

შემადგენლობა :

თითოეული სანთელი შეიცავს : ინდომეტაცინის 100 მგ - .

ფარმაკოდინამიკა :

ინდომეტაცინი წარმოებული ინდოლისგან არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა , რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო , ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება . ინდომეტაცინის ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დაკავშირებულია მის უნართან მოახდინოს პროსტაგლანდინის ბიოსინთეზის ინჰიბირება . იგი ამცირებს პოლიმორფ - ბირთვული ლეიკოციტების მოძრაობას , უჯრედული ექსუდატის განვითარებასა და ვასკულარულ შეღწევადობას დაზიანებულ ქსოვილებში .

ანთების საწინააღმდეგო მოქმედების გარდა , ინდომეტაცინი ხასიათდება მოქმედების ცენტრალური და პერიფერიული მექანიზმით , ანალგეზიური და ჰიპოთერმული ეფექტით . იგი აფერხებს თრომბოციტების აგრეგაციას გაცილებით უფრო ხანმოკლედ ვიდრე ასპირინი ( ეფექტი გრძელდება 24 საათის განმავლობაში ) და აძლიერებს ანტი - დიურეზული ჰორმონის ( A.D.H ) მოქმედებას . ინდომეტაცინი ადვილად შეიწოვება . პრეპარატის ეფექტი ნარჩუნდება   1-2 საათის განმავლობაში . სისხლში მისი კონცენტრაცია მაქსიმუმს აღწევს მიღებიდან 3 საათის შემდეგ . იგი მჭიდროდ დაკავშირებულია პლაზმის ცილებთან (90%)   და მეტაბოლიზდება ღვიძლში . ძირითად გამოიყოფა შარდის მეშვეობით , ხოლო მცირე რაოდენობა ელიმინირდება ნაღველით . იგი აღწევს პლაცენტაში და გამოიყოფა რძეში .

ჩვენებები და გამოყენება :

·          მდგომარეობები , რომლებიც დაკავშირებულია სახსრების და ჩონჩხ - კუნთოვანი სისტემის დაზიანებასთან : რევმატოიდული ართრიტი , ოსტეოართრიტი , მაანკილოზირებელი სპონდილიტი და სხვა მწვავე ანთებითი და ტკივილით მიმდინარე მდგომარეობები ( ბურსიტი , ტენო - სინოვიტი , ტენდივიტის და . .)

·          დისმენორეა , პლევრიტი და პერიკარდიტი ( დამატების სახით ), როგორც სიცხის დამწევი Hodgkin - სის დაავადებისას .

წინააღმდეგჩვენებები :

-            სწორი ნაწლავის ინფექციები ( სანთლების გამოყენების შემთხვევაში );

-            საჭმლის მომნელებელი სისტემის ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანებები , გამწვავების ფაზაში ;

-            ორსულობა და ლაქტაცია ; ბავშვები 14 წლამდე ;

-            ალერგია ინდომეტაცინის შემცველ პრეპარატებზე და ასპირინზე

-            კოაგულაციური დეფექტებისას და ანტიკოაგულაციური თერაპიის დროს ;

-            ჰემოპოეზის დარღვევისას .

-            ღვიძლის და თირკმლის მნიშვნელოვანი დისფუნქციისას .

 

გვერდითი ეფექტები :

გვერდითი ეფექტები როგორც წესი დამოკიდებულია დოზაზე და ( ან ) გამოყენების ხანგრძლივობაზე :

-            ღებინება , ანორექსია , დისკომფორტი მუცლის მიდამოში , ნაწლავების შებერვა , შეკრულობა , დიარეა . ზოგ შემთხვევაში შეიძლება აღინიშნებოდეს ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანებები , სისხლდენა , იშვიათად ღვიძლის დისფუნქციაც .

-            თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , დეპრესია , იშვიათად კრუნჩხვები .

-            არტერიული წნევის მატება , სისხლის უჯრედული ელემენტის შემცირება

-            კორნეალური დეპოზიტი და დისკომფორტი ბადურას თვალსაზრისით ;

-     შესაძლებელია თირკმლის ფუნქციის დარღვევა

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება :

ურთიერთქმედებას შეიძლება ადგილი ჰქონდეს , როდესაც ინდომეტაცინი მიიღება შემდეგ წამლებთან ერთდროულად :

-            სხვა ულცეროგენულ წამლებთან ერთად ( მაგ . კორტიკოსტეროიდები , სალიცილატები , ფენილბუტაზონი , ოქსიფენბუტაზონი და . .), რადგანაც მათი ეფექტი შეიძლება საგრძნობლად გაძლიერდეს ;

-            ანტიკოაგულანტებთან კომბინაციაში შესაძლებელია მწვავე სისხლდენა ( განსაკუთრებით კუჭ - ნაწლავის ეროზიულ - წყლულოვან დაზიანებებისას ).

-            სალურეზულებთან ერთად დანიშვნისას შესაძლებელია მისი ეფექტის შემცირება .

-            ტრიამტერენთან და სხვა დიურეზულებთან ერთად მიღებისას შესაძლებელია ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის გაუარესება .

-            ბეტა - ადრენერგულ ბლოკატორებთან კომბინაციისას , ბეტა - ბლოკატორების ანტიჰიპერტენზიული მოქმედება მცირდება .

 

აუცილებელი სიფრთხილის ზომები :

პრეპარატი სიფრთხილით უნდა გამოიყენოს შემდეგ შემთხვევებში :

-            ეპილეფსიური და პარკინსონის დაავადებებისას და ფსიქიური მოშლილობისას .

-            თირკმლებისა და ღვიძლის ფუნქციების მნიშვნელოვანი დარღვევებისას .

-            კოაგულაციური დეფექტისას და ანტიკოაგულანტებით თერაპიისას .

-            არტერიული ჰიპერტენზიისას და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლისას . ( ინდომეტაცინმა შეიძლება გამოიწვიოს ნატრიუმისა და წყლის ხანგრძლივი შეკავება ).

-            კონტროლს დაქვემდებარებული ინფექციების შემთხვევაში .

-            გარკვეული სიფრთხილით ინიშნება ასაკოვნებში .

 

დოზირება და მიღება :

საშუალო დოზა შეადგენს ერთ სანთელს დღეში , რომელიც უნდა იქნეს მოთავსებული სწორ ნაწლავში . მწვავე პოდაგრული ართრიტის ან ტკივილის შემთხვევაში : შეიძლება დოზა გაზრდილ იქნეს 3 სანთლამდე ყოველდღიურად , მაქსიმუმ 2-3 დღის განმავლობაში , ტკივილის შემცირების შემდეგ ეს დოზა უნდა იქნეს დაყვანილი საშუალო დოზაზე .

 

შეფუთვა :

ყუთში მოთავსებულია 5 სანთელი .

 

შენახვის პირობები :

ინახება 8 - 15 ºC ტემპერატურაზე , მშრალ , სინათლისგან და სიცხისგან დაცულ ადგილზე .

 

შენახვის ვადა :

3 წელი .

 

გაცემის წესი

რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებელი :

MISR Co. Pharm. Ind   A.R.E.

92 Mataria Street , Cairo - Egypt.           

Phone 22839691

Fax       22831928

e-mail misrexportexpert@ yahoo.com

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge