banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

კეტოპროფენი

 

 

 

 

 

გამოყენების ინსტრუქცია

 

კეტოპროფენი

( Ketoprofenum )

 

 

 

შემადგენლობა : კეტოპროფენი 2,5 ; კარბოპოლ 980 –1,5 ; ეთილის სპირტი 96% - 24,0 ; ლავანდის ზეთი - 0,097 ; პოლიეთილეოქსიდ 400 – 10,0 ; დიეთანოლამინი – 5,0-7,5 pH- მდე ; გასუფთავებული წყალი 100 - მდე .

 

აღწერილობა : უფერო , გამჭვირვალე ან თითქმის გამჭვირვალე გელი , ერთგვაროვანი კონსისტენციის არომატული სუნის მქონე გელი . დასაშვებია ჰაერის ბუშტუკების არსებობა .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი არასტეროიდული ანთების საწინაარმდეგო საშუალება .

( ათქ კოდი MO02AA10)

 

ფარმაკოლოგიური მოქმედება : პრეპარატი   ავლენს ანთების საწინააღმდეგო ადგილობრივ , ანტიექსუდაციურ და ანალგეზიურ მოქმედებას . იგი უზრუნველყოფს სახსრების , მყესების , კუნთების , კანის , ვენების , ლიმფური კვანძების დაზიანებების მკურნალობას . სახსრების სინდომისას იწვევვს ართრალგიის შესუსტებას , მოსვენებისას და მოძრაობისას , სახსრების დილის შეზღუდულობის და შეშუპების შემცირებას . კეტოპროფენის ლიზილინის მარილი სახსრის ხრტილზე კატაბოლურ ზეგავლენას არ იწვევს .       

 

ფარმაკოკინეტიკა

გელის სახით ადგილობდივი გამოყენებისას შეიწოვება ძალიან ნელა და   პრაქტიკულად არ კუმულირდება ორგანიზმში . გელის ბიოშეღწევადობა დაახლოებით 5%- .

 

ჩევენება

საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებები ( რევმატოიდული ართრიტი , სპონდილოართრიტი , ართროზი , ოსტეოქონდროზი ); საყრდენ - მამოძრავებელი აპარატის ტრავმები ( მათ შორის სპორტული ), მყესების დაჭიმულობა და გაწყვეტა , ტენდინიტი , კუნთების და მყესების დაჟეჟილობა , ფლებიტი , ლიმფანგიტი , კანის ანთებითი დაავადებები .  

 

უკუჩვენება

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ , სველი დერმატოზები , ეგზემა , დაინფიცირებული დაბეჟილობა , ჭრილობები .

 

გამოყენების წესები და დოზები

გელი დაიტანება სხეულის დაზიანებულ ადგილებზე თხელ ფენად დღეში 2-3 ჯერ . ხანგრძლივი და ფრთხილი მოძრაობით გელის შეზელვის შემდეგ , შეიძლება მშრალი სახვევის დადება . გამოიყენება ფონოფორეზის დროს .   

 

გვერდითი ეფექტები

ალერგიული რეაქციები : კანის ჰიპერემია , ფოტოსენსიბილიზაცია , კანის ეგზანთემა , პურპურა .

 

განსაკუთრებული მითითებები :

არ არის რეკომენდებული   გელის ლორწოვან გარსებზე და თვალში   მოხვედრა .

 

გამოშვების ფორმა

30 ტუბში .

 

შენახვის პირობები  

სინათლისაგან დაცულ ადგილას , არაუმეტეს 25° ტემპერატურაზე .

 

შენახვის ვადა

2 წელი .

პრეპარატი არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითევული თარიღის ამოწურვის შემდეგ .

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტის გარეშე .

 

 

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

რუს ,, ბორისოვის სამედიცინო პრეპარატების ქარხანა ”. ბელარუსიის რესპუბლიკა . მინსკის ოლქი , ქალაქი ბორისოვი , ჩაპაევის ქუჩა 64/27.

 

  

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge