banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

მოვალისი

                           

 

 

 

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

 

მოვალისი

À MOVALIS

 

 

გენერიული დასახელება :

Meloxicam

 

შემადგენლობა :

აქტიური ნივთიერება

1 ტაბ . შეიცავს 7.5 მგ და 15.0 მგ მელოქსიკამს ;

დამხმარე ნივთიერებები

ნატრიუმის ციტრატი , ლაქტოზა , მიკროკრისტალური ცელულოზა , პოლივიდონი , სილიციუმის კოლოიდური დიოქსიდი , კროსპოვიდონი , მაგნიუმის სტეარატი .

 

1 სანთელი შეიცავს 7.5 მგ და 15.0 მგ მელოქსიკამს .

დამხმარე ნივთიერებები : სანთლის მასა ( სუპოცირი BP) , მაკროგოლის გლიცერილსტეარატი ( პოლიეთილენგლიკოლის გლიცერილჰიდროქსი - სტეარატი ).

 

აღწერილობა : სანთლები - გლუვი , მოყვითალო - მომწვანო ფერის სანთლები ფუძეზე ჩაღრმავებით .

ტაბლეტები - მრგვალი , ღია ყვითელი ფერის ტაბლეტები . ერთი მხარე გამობერილი , დამრეცი კიდეებით , გამობერილ მხარეს ფირმის ლოგოტიპი ; მეორე მხარეს - ჩაღრმავებული ნაზოლი , რომლის ორივე მხარეს აღინიშნება გრავიურა “59 D ” 7.5 მგ - იანი ტაბლეტებისთვის ან “77 C ” 15 მგ - იანი ტაბლეტებისთვის .  

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

მოვალისი ანთების საწინააღმდგო არასტეროიდული პრეპარატია , რომელიც განეკუთვნება ენოლონის მჟავას წარმოებულებს . იგი ავლენს ანთების საწინააღმდეგო , ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ მოქმედებას . მელოქსიკამის გამოხატული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება დადგენილია ანთების ყველა სტანდარტულ მოდელზე . მელოქსიკამის მოქმედების მექნიზმს პროსტაგლანდინების   - ანთების ცნობილი მედიატორების სინთეზის ინჰიბირების მისი უნარი წარმოადგენს .

In vivo მელოქსიკამი პროსტალგანდინების სინთეზის ინჰიბირებას ანთების კერაში უფრო მეტად , ვიდრე კუჭის ლორწოვან გარსში ან თირკმელებში .

ეს განსხვავება დაკავშირებულია ციკლოოქსიგენაზა -2- ის ( ცოგ -2) შედარებით სელექტიურ ინჰიბირებაზე ციკლოოქსიგენაზა -1- თან ( ცოგ -1) შედარებით . ითვლება , რომ ცოგ -2- ის ინჰიბირება უზრუნველყოფს ასაპ - ის თერაპიულ ეფექტს , მაშინ , როდესაც მუდმივად არსებული იზოფერმენტის ცოგ -1- ის ინჰიბირება შეიძლება იყოს კუჭისა და თირკმელების მხრივ გვერდითი მოქმედების მიზეზი .

მელოქსიკამის სელექტიურობა ცოგ -2- ის მიმართ დადასტურებულია სხვადასხვა ტესტ - სისტემებით , როგორც in vitro , ასევე  in vivo . მელოქსიკამის ცოგ -2- ის ინჰიბირების სელექტიური უნარი , მოახდინოს ცოგ -2- ის ინჰიბირება ,   ნაჩვენებია in vitro ადამიანის სისხლის ტესტ - სისტემების კვლევისთვის .  in vivo დადგენილია , რომ მელოქსიკამი ( დოზებში 7.5 და 15 მგ )   აქტიურად ახდენს ცოგ -2- ის ინჰიბირებას , ახდენს ლიპოპოლისაქარიდებით სტიმულირებულ პროსტალგანდინი E 2 პროდუქციის ინჰიბირებას ( რეაქცია , რომელიც კონტროლდება ცოგ -2- ით ) და შედარებით ნაკლებად თრომბოქსანის ინჰიბირებას , რომელიც მონაწილეობს სისხლის შედედების პროცესში ( ცოგ -1 კონტროლირებადი რეაქცია ). ეს ეფექტები დამოკიდებული იყო დოზის სიდიდეზე .  in vivo ნაჩვენებია , რომ მელოქსიკამი რეკომენდებულ დოზებში არ მოქმედებდა თრომბოციტების აგრეგაციაზე და სისხლდენის ხანგრძლივობაზე ინდომეტაცინის , დიკლოფენაკის , იბუპროფენისა და ნაპროქსენისაგან განსხვავებით , რომელთა მოქმედება იწვევს თრომბოციტების აგრეგაციის დათრგუნვას და   სისხლდენის დროის გაზრდას , არ იცვლება .

კლინიკურ კვლევებში გვერდითი ეფექტები კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ ვითარდებოდა უფრო იშვიათად 7.5 და 15 მგ მელოქსიკამის მიღებისას , სხვა ასაპ - ების გამოყენებასთან შედარებით . ეს განსხვავება გვერდითი ეფექტების ხშირ გამოვლენასთან დაკავშირებით ძირითადად დამოკიდებულია იმაზე , რომ მელოქსიკამის მიღებისას იშვიათია ისეთი მოვლენები , როგორიცაა დისპეფსია , ღებინება , გულისრევა და აბდომინური ტკივილი .

 

ფარმაკოკინეტიკა

მელოქსიკამი კარგად შეიწოვება კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან , რაც მიუთითებს მის მაღალ , აბსოლუტურ ბიოშეღწევადობაზე პერორალური მიღებისას (89%).

ერთჯერადი მიღებისას ტაბლეტების სახით საშუალო მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა 5-6 საათის შემდეგ . მრავალჯერადი მიღებისას ფარმაკოკინეტიკის მდგრადი მდგომარეობა მიიღწევა 3- დან 5 დღემდე .

P პრეპარატის მაქსიმალურ (Cmax) და ბაზალურ კონცენტრაციებს (Cmax)

შორის დიაპაზონი ფარმაკოკინეტიკის მდგრადი მდგომარეობის პერიოდში მისი დღეში ერთჯერადი მიღების შემდეგ შედარებით მცირეა და შეადგენს 0.4-1.0 მკგ / მლ _7.5 მგ - იანი დოზისთვის და 0.8-2.0 მკგ / მლ – 15 მგ - იანი დოზისთვის . მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში მდგრადი ფარმაკოკინეტუკური მდგომარეობის დროს მიიღწევა 5-6 საათის შემდეგ ტაბლეტების მიღებიდან .

პრეპარატის კონცენტრაცია მუდმივი მიღების შემდეგ 1 წლის განმავლობაში   ემსგავსება იმ კონცენტრაციას , რომელიც აღინიშნება ფარმაკოკინეტიკის პირველი მდგრადი მდგომარეობის მიღწევისას .

საკვების ერთდროული მიღება   არ მოქმედებს პრეპარატის შეწოვაზე .

სანთლები

ნაჩვენებია , რომ სანთლები ტაბლეტების ბიოექვივალენტურია . P პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია პლაზმაში ფარმაკოკინეტიკური   მდგრადი მდგომარეობის პერიოდში მიიღწევა დაახლოებით   5 საათში   პრეპარატის მიღებიდან . პრეპარატის მაქსიმალურ (Cmax) და ბაზალურ კონცენტრაციებს (Cmax) შორის დიაპაზონი ტაბლეტების მსგავსია .    

განაწილება

მელოქსიკამი კარგად უკავშირდება   პლაზმის ცილებს ( ალბუმინებს 99%).   იგი აღწევს სინოვიურ სითხეში , სადაც მისი კონცენტრაცია   შეადგენს პლაზმაში კონცენტრაციის დაახლოებით 50%.

განაწილების მოცულობა მცირეა , საშუალოდ 11 . ინდივიდუალური ამპლიტუდა - 30-40%.

მეტაბოლიზმი

მელოქსიკამი თითქმის სრულად მეტაბოლიზდება ღვიძლში და ქმნის 4 ფარმაკოლოგიურად არააქტიური მეტაბოლიტს . ძირითადი მეტაბოლიტი 5’- კარბოქსიმელოქსიკამი ( დოზის სიდიდის 60%) წარმოიქმნება შუალედური მეტაბოლიტის 5’- ჰიდროქსიმელოქსიკამის დაჟანგვით ; ეს უკანასკნელი ექსტრაგირდება ,   მაგრამ უფრო მცირე რაოდენობით ( დოზის 9%). in vitro კვლევებმა აჩვენა , რომ ამ მეტაბოლურ გარდაქმნაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს CYP 2C9 , დამატებითი მნიშვნელობა აქვს იზოფერმენტ CYP   3A4. ორი სხვა მეტაბოლიტის წამოქმნაში ( რომლებიც შეადგენს შესაბამისად დოზის 16% და 14%) მონაწილეობს პეროქსიდაზა , რომლის აქტივობა , როგორც სჩანს , ინდივიდუალურად ვარირებს .

გამოყოფა

თანაბრად გამოიყოფა შარდთან და ფეკალურ მასებთან ერთად , უპირატესად მეტაბოლიტების სახით . უცვლელი სახით ფეკალურ მასებთან ერთად გამოიყოფა სადღეღამისო დოზის 5%- ზე ნაკლები , ხოლო შარდში პრეპარატის ძალიან მცირე რაოდენობაა . M მელოქსიკამის საშუალო ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი 20 საათს შეადგენს .

პლაზმის კლირენსი საშუალოდ 8 მლ / წთ შეადგენს . M მელოქსიკამი , დოზებში - 7.5-15 მგ , ავლენს პირდაპირ ფარმაკოკინეტიკას პერორალური მიღებისას .

ღვიძლის და / ან თირკმელების ფუნქციის უკმარისობა

ღვიძლის ფუნქციის უკმარისობა , ასევე , მცირედ ან საშუალოდ გამოხატული თირკმლის უკმარისობა მელოქსიკამის ფარმაკოკინეტიკაზე არსებით ზეგავლენას არ ახდენს . თირკმლის ტერმინალური უკმარისობისას , განაწილების გაზრდილი მოცულობა   შეიძლება თანხლებული იყოს თავისუფალი მელოქსიკამის   შედარებით მაღალი კონცენტრაციით . A ამიტომ , ასეთ პაციენტებში სადღეღამისო დოზა 7.5 მგ - არ უნდა აღემატებოდეს .

ხანდაზმული პაციენტები

ხანდაზმულ პაციენტებში საშუალო კლირენსი ფარმაკოკინეტიკური მდგრადობის მდგომარეობის პერიოდში , შედარებით მცირე აქვთ , ვიდრე ახალგაზრდა პაციენტებს .

 

 

ჩვენება :

სიმპტომური მკურნალობა :

რევმატოიდული ართრიტი , ოსტეოართროზი , მაალკილოზებელი სპონდილიტი ,

 

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა მელოქსიკამის ან მის შემადგენლობაში არსებული სხვა კომპონენტების მიმართ . A არსებობს ჯვარედინი მგრძნობელობის   შესაძლებლობა აცეტილსალიცილის მჟავის   და სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო   პრეპარატების მიმართ .  

პრეპარატის დანიშვნა არ შეიძლება იმ პაციენტებისთვის , რომელთაც აცეტილსალიცილის მჟავის ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატების ადრე გამოყენებისას , აღენიშნებოდათ ბრონქული ასთმის , ცხვირის პოლიპოზის , ანგიონევროზული შეშუპების ან ჭინჭრის ციების გამოვლინება .

კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება გამწვავების ფაზაში ;

ღვიძლის ფუნქციის მძიმე უკმარისობა ;

თირკმლის მძიმე   უკმარისობა ( თუ არ ტარდება ჰემოდიალიზი );

კუჭ - ნაწლავიდან სისხლდენა , ცერებროვასკულური სისხლდენა ან სხვა სისხლდენა ;

12 წლამდე ასაკის ბავშვებში ;

ორსულობა და ლაქტაცია .

სანთლები არ გამოიყენება იმ პაციენტებში , რომლებსაც აღენიშნებათ სწორი ნაწლავის ან უკანა ტანის ანთებითი დაავადებები ან სისხლდენა .

სიფრთხილით : ხანდაზმულ ასაკში , კუჭ - ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანების დროს .

 

O ორსულობა და ლაქტაცია

M მოვალისი უკუნაჩვენებია ორსულობის დროს . P პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბირება შეიძლება აღმოჩნდეს არასასურველი გვერდითი მოვლენების მიზეზი ნაყოფის განვითარების მხრივ . E ეპიდემიოლოგიური მონაცემები მიუთითებს თვითნებური აბორტების და გულის მანკების განვითარებაზე ნაყოფში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების მიღების შემდეგ . G გულის მანკის განვითარების აბსოლუტური რისკი   იზრდება 1%- დან 1.5%- მდე . ასეთი რისკი იზრდება დოზის და მკურნალობის ხანგრძლივობის პროპორციულად .

O ორსულობის III ტრიმესტრში პროსტაგლანდინების სინთეზის ინჰიბიტორების გამოყენება შეიძლება თანხლებული იყოს ნაყოფის განვითარების დარღვევით :

- არტერიული ნაკადის ადრეული დახურვით ან ფილტვის ჰიპერტენზიით გულ - ფილტვის სისტემაზე ტოქსიკური მოქმედების გამო .

- თირკმელების დისფუნქცია , შემდგომში თირკმლის უკმარისობის განვითარებით და ამნიონური სითხის რაოდენობის შემცირებით ;

D დედას , მშობიარობის დროს შეიძლება აღენიშნოს სისხლდენის გახანგრძლივება   და საშვილოსნოს კუმშვადობის შემცირება და ამის შედეგად მშობიარობის დროის გახანგრძლივება .

ცნობილია , რომ   არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები აღწევს ლაქტატში , რის გამოც მოვალისი არ არის რეკომენდებული ლაქტაციის პერიოდში .

 A

 

განსაკუთრებული მითითებები

სიფრთხილეა საჭირო ( ისევე , როგორც სხვა აასპ - ) მიღებისასკუჭ - ნაწლავის ტრაქტის დაავადებების მქონე პაციენ ტებში და ანტიკოაგულანტებზე მყოფ პაციენტებში . P პაციენტები , რომლებიც აღნიშნავენ კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ სიმპტომებს , რეგულარულად უნდა იქნენ გამოკვლეული . კუჭ - ნაწლავის ტრაქტის წყლულოვანი დაზიანების წარმოქმნისას , აუცილებელია მოვალისის მოხსნა .

K კნტ - დან სისხლდენა , წყლულები და პერფორაცია , პოტენციურად საშიშია ავადმყოფისთვის და შესაძლოა აღმოცენდეს მკურნალობის პროცესში ნებისმიერ დროს , როგორც საგანგაშო სიმპტომების ან ანამნეზში კუჭ - ნაწლავის მხრიდან სერიოზული გართულებების არსებობისას , ასევე , უსიმპტომო პაციენტებში . U უფრო ხშირად აღნიშნული გართულებები ვლინდება ხამდაზმულ ასაკში .

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო იმ პაციენტებში , რომლებსაც გააჩნიათ კანის და ლორწოვანი გარსების მხრივ გვერდითი მოვლენები . A ამ შემთხვევაში უნდა განიხილოს საკითხი მოვალისის მოხსნის თაობაზე .

A აასპ ახდენს თირკმელში პროსტაგლანდინების ინჰიბირებას . E ეს უკანასკნელნი კი , მონაწილეობენ თირკმლის პერფუზიის შენარჩუნებაში . A აასპ - გამოყენებამ თირკმლის სისხლის მიმოქცევის დაქვეითების პირობებში , შესაძლებელია ხელი შეუწყოს ფარულად მიმდინარე თირკმლის უკმარისობის დეკომპენსაციას .   A აასპ - მოხსნისას , თირკმლის ფუნქცია , როგორც წესი , აღდგება საწყის დონემდე .   U უპირატესი ხარისხით ამ რეაქციის განვითარების   რისკი არის მოხუცებულთა ასაკში , ასევე , ავადმყოფები , რომელთაც აღენიშნებათ დეჰიდრატაცია , გულის შეგუბებითი უკმარისობა , ღვიძლის ციროზი , ნეფროზული სინდრომი ან თირკმლის გამოხატული დაავადებები და პაციენტები , რომლებიც იღებენ დიურეზულ საშუალებებს , აგფ - ინჰიბიტორებს , ანგიოტენსინ II რეცეპტორების ანტაგონისტებს , ასევე სერიოზული ქირურგიული ჩარევის შემდეგ , რომელიც თანდართულია ჰიპოვოლემიით . ასეთ პაციენტებს თერაპიის დასაწყისში , აუცილებელია ჩაუტარდეთ დიურეზის და თირკმლის ფუნქციის კონტროლი .

იშვიათ შემთხვევებში , აასპ შეიძლება გახდეს ინტერსტიციული ნეფრიტის , გლომერულონეფრიტის , მედულარული თირკმლის ნეკროზის ან ნეფროზული სინდრომის განვითარების მიზეზი .

თირკმლის ტერმინალური უკმარისობის მქონე პაციენტებში , რომლებიც იმყოფებიან დიალიზზე , პრეპარატ მოვალისის დოზა არ უნდა აჭარბებდეს   7.5 მგ - .   თირკმლის საშუალო ან მცირედ გამოხატული უკმარისობისას ( ანუ როდესაც კრეატინინის კლირენსი მეტია 25 მლ / წთ - ზე ) დოზის შემცირება არ არის აუცილებელი .

M მოვალისის გამოყენებისას ( ისევე , როგორც აასპ - უმრავლესობა ) აღინიშნება ტრანსამინაზების ან ღვიძლის სხვა მაჩვენებლების ფუნქციის მომატება სისხლში . U უმრავლეს შემთხვევაში ეს მატება მცირეა და გარდამავალი . თუ გამოვლენილი ცვლილებები მნიშვნელოვანია ან არ მცირდება დროთა განმავლობაში , საჭიროა მოვალისის მოხსნა და დაკვირვების წარმოება შესაბამისი ლაბორატორიული კვლევებით .

D დასუსტებული ან გამოფიტული პაციენტები შეიძლება უარესად იტანდნენ გვერდით მოვლენებს , ამიტომ ასეთ პაციენტებში აუცილებელია გულმოდგინე დაკვირვება . სიფრთხილე უნდა დავიცვათ ხანდაზმული პაციენტების მკურნალობისას , რომლებსაც აქვთ თირკმლის და ღვიძლის      ფუნქციის დარღვევის და გულის დაავადებების განვითარების მომატებული რისკი .

A აასპ - გამოყენება დიურეზულებთან ერთად , შეიძლება გახდეს ნატრიუმის , კალიუმის და სითხის შეკავების მიზეზი და გავლენა იქონიოს შარდმდენების ნატრიურეზულ ეფექტზე . A ამის შედეგად , მიდრეკილ პაციენტებში მძიმდება გულის უკმარისობა ან ჰიპერტენზია .

M მელოქსიკამმა შეიძლება შენიღბოს   ინფექციური დაავადებების სიმპტომები .

M მელოქსიკამის გამოყენება , ისევე , როგორც პროსტაგლანდინების ციკლოოქსიგენაზის სინთეზის სხვა ინჰიბიტორების გამოყენება , შეიძლება მოქმედებდეს ქალის ფერტილურ ფუნქციაზე .   A ამიტომ არ არის რეკომენდებული ორსულობის სურვილის შემთხვევაში , ჩასახვის უნარის დარღვევის დროს ან უნაყოფობის გამოკვლევის პერიოდში აუცილებელია მელოქსიკამის მოხსნის საკითხის განხილვა .

A ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის შესაძლებლობაზე გავლენის შესახებ სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა . სიფრთხილე მართებთ იმ პაციენტებს , რომლებსაც აღენიშნებათ მხედველობის დარღვევები , ძილიანობის ან ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ სხვა რაიმე სიმპტომები .     

  

გვერდითი მოვლენები :

კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მხრივ :  

პაციენტების 1%- ზე მეტს - დისპეფსია , გულისრევა , ღებინება , ტკივილი მუცლის არეში , ყაბზობა , მეტეორიზმი , დიარეა ;

პაციენტების 0.1-1%- - ღვიძლის ფუნქციის მაჩვენებლების ტრანზიტორული ცვლილებები ( მაგ . ტრანსამინაზების ან ბილირუბინის მაჩვენებლების მომატება ), ეზოფაგიტი , კუჭისა და 12- გოჯა ნაწლავის წყლული , კუჭიდან და ნაწლავებიდან ფარული და ღია სისხლდენები ;

პაციენტების <0.1%- ზე - კუჭისა და ნაწლავების პერფორაციები , კოლიტი ; ჰეპატიტი , გასტრიტი ;

კუჭ - ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა , ეროზიულ - გასტრიტული დაზიანება და კუჭის წყლულის პერფორაცია , პოტენციურად შეიძლება საშიში გახდეს სიცოცხლისათვის .

 

ჰემატოლოგიური :

პაციენტების 1%- ზე მეტს - ანემია ;

პაციენტების 0.1-1%- - პერიფერიული სისხლის სურათის ცვლილებები , მათ შორის ლეიკოპენია და თრომბოციტოპენია . მიელოტოქსიკური პრეპარატების , კერძოდ მეტოტრექსატის ერთდროული დანიშვნა იწვევს ციტოპენიას .

 

კანის და ლორწოვანი გარსების მხრივ :

პაციენტების 1%- ზე მეტს - ქავილი , კანზე გამონაყარი ;

პაციენტების 0.1-1%- ჭინჭრის ციება ;

პაციენტების 1%- ზე ნაკლებს - ფოტოსენსიბილიზაცია . იშვიათად შესაძლებელია ბულოზური რეაქციები , მულტიფორმული ერითემა , სტივენს - ჯონსის სინდრომი , ტოქსიკური ეპიდერმული ნეკროლიზი .

 

სასუნთქი სისტემის მხრივ :

პაციენტების 1%- ზე ნაკლებს - ასპირინის და სხვა ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიღების დროს , მოვალისის ჩათვლით , ცალკეულ შემთხვევებში აღენიშნება ბრონქული ასთმის მწვავე შეტევები .

 

გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ :

პაციენტების 1%- ზე მეტს - შეშუპება .

პაციენტების 0.1-1%- არტერიული წნევის მომატება , ტაქიკარდია , სახის ჰიპერემია .

 

. . - ის მხრივ :

პაციენტების 1%- ზე მეტს - თავის ტკივილი , გაბრუება

პაციენტების 0.1-1%- თავბრუსხვევა , ყურებში შუილი , ძილიანობა .

<0.1%: ცნობიერების , ორიენტაციის დარღვევა , ხასიათის ცვლილება .

 

შარდ - სასქესო სისტემის მხრივ :

პაციენტების 0.1-1%- თირკმელების მაჩვენებლების ცვლილებები ( კრეატინინის   და \ ან სისხლში შარდოვანას მაჩვენებლების მომატება ).

პაციენტების 0.1%- ზე ნაკლებს - თირკმელების მწვავე უკმარისობა .

 

შეიძლება განვითარდეს ინტერსტიციული ნეფრიტი , ალბუმინურია და ჰემატურია , თუმცა ამ ცვლილებების კავშირი მელოქსიკამის გამოყენებასთან დადგენილი არ არის .

 

ალერგიული რეაქციები :

პაციენტების 0.1%- ზე ნაკლებს - ანგიონევროზული შეშუპება , დაუყოვნებლივი ტიპის ალერგიული რეაქციები , ანაფილაქსიური და ანაფილაქტოიდური რეაქციების ჩათვლით .

 

მხედველობის ორგანოების მხრივ :

კონიუნქტივიტი , მხედველობის დარღვევა , მათ შორის მხედველობის სიმახვილის დაქვეითება .

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :

მოვალისის და აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ერთდროული გამოყენება რეკომენდებული არ არის . არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტებთან პრეპარატის კომბინაციით მოსალოდნელია სისხლის შედედების საწინააღმდეგო ეფექტის გაძლიერება .

მოვალისი ლითიუმთან კომბინაციით , იწვევს ამ უკანასკნელების კონცენტრაციის მომატებას სისხლის პლაზმაში .

მოვალისი აძლიერებს მეტოტრექსატის ჰემატოლოგიურ აქტივობას . ამ შემთხვევაში აუცილებელია სისხლის სურათის პერიოდული კონტროლი .

მოვალისის და კალიუმის შემცველი დიურეტიკების ერთდროული დანიშვნით , შესაძლებელია სისხლში კალიუმის კონცენტრაციის მომატება .

მოვალისის და კონტრაცეპტივების კომბინაციით ქვეითდება ამ უკანასკნელთა მოქმედების ეფექტი .

მოვალისის და ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას , პროსტაგლანდინ - ვაზოდილატატორების ბლოკირებით ქვეითდება მათი ანტიჰიპერტენზიული მოქმედების ეფექტი .

ქოლესტირამინი კუჭ - ნაწლავის ტრაქტში   იწვევს მელოქსიკამთან შეკავშირებას , რაც იწვევს ორგანიზმიდან მისი გამოყოფის პროცესის დაჩქარებას .

მოვალისის და ციკლოსპორინების ერთდროული დანიშვნით , ადგილი აქვს ამ უკანასკნელის ნეფროტოქსიურობის გაძლიერებას , რის გამოც საჭიროა თირკმელების ფუნქციის პერიოდული კონტროლი .

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებები იწვევს ნატრიუმის , კალიუმის , სითხის გამოყოფის შეფერხებას და სალურეზული საშუალებების მოქმედების შესუსტებას , რაც ხელს   უწყობს გულის უკმარისობის და არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებას .

 

მიღების წესი და დოზირება :

რევმატოიდული ართრიტი :

15 მგ დღეში . თერაპიული ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება 7.5 მგ - მდე დღეღამეში .

ოსტეოართროზი -7.5 მგ დღეში . აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის გაზრდა 15 მგ - მდე დღეღამეში .

მაალკილიზირებელი სპონდილიტი -15 მგ დღეღამეში . თერაპიული ეფექტის შემთხვევაში შესაძლებელია დოზის შემცირება 7.5 მგ - მდე დღეღამეში .

გვერდითი მოვლენების მომატებული რისკის   და თირკმელების გამოხატული უკმარისობის დროს , როდესაც ტარდება   ჰემოდიალიზი , სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 7.5 მგ - .

 

მოზარდებში

მაქსიმალური დოზა შეადგენს 0.25 მგ / კგ - ზე .

 

მოვალისის მაქსიმალური რეკომენდებული სადღეღამისო დოზა შეადგენს   15 მგ - .

ტაბლეტებს იღებენ ჭამის დროს წყალთან ან სხვა სითხეებთან ერთად .

რექტალური სანთლები რეკომენდებულია 7.5 მგ დოზით ერთხელ დღეში . მძიმე შემთხვევებში შეიძლება სანთლების დოზის გაზრდა 15 მგ - მდე .

რექტალურად პრეპარატი გამოიყენება რაც შეიძლება ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში და გასათვალისწინებელია ადგილობრივი ტოქსიკურობის და სისტემური მოქმედების სუმირება .

კომბინირებული გამოყენება :

მოვალისის სუმარული დღიური დოზა არ უნდა აღემატებოდეს 15 მგ - .

 

ჭარბი დოზირება :

ამ დროს საჭიროა კუჭის ამორეცხვა და სიმპტომატური მკურნალობა .

სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს .

დადგენილია , რომ ქოლესტირამინი აჩქარებს ორგანიზმიდან მელოქსიკამის გამოყოფის პროცესს .

 

შენახვის ვადა :

ტაბლეტები -5 წელი

სანთლები -3 წელი

 

შენახვის პირობები :

ტაბლეტები : მშრალ ადგილას არაუმეტეს 250 C მდე ტემპერატურაზე .

სანთლები : არაუმეტეს 300 C ტემპერატურაზე .

ბავშვებისაგან დაცულ ადგილას .

 

 

შეფუთვა :

N10 პვქ / ალ ფოლგის ბლისტერში . 1 ან 2 ბლისტერი ინსტრუქციასთან ერთად მუყაოს კოლოფში .

N6    ან N12 სანთელი ალუმინის ფოლგაში 7.5 მგ და 15 მგ . მეორადი შეფუთვა - მუყაოს კოლოფი .

 

გაცემის რეჟიმი

რეცეპტის გარეშე

 

მწარმოებელი :

სანთლები : ბერინგ ინგელჰეიმი ინტერნეშენალ გმბჰ , გერმანია , წარმოებულია ინსტიტუტე დე ანგელი , . . . იტალია

მის : იტალია , ფლორენცია 50066 რეგელო , ლოკ . P რული , 103/ C 50066 reggello, Loc. Prulli 103/C Firenze, Italy

ტაბლეტები : “ ბერინგ ინგელჰეიმ ფარმა მბ და კო ”, გერმანია

მის : გერმანია , 55216, ინგელჰეიმ - ან - რეინ , ბინგერშტრასე , 173



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge