banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

პრედუქტალი®

 

                                                           

 

 

 

გამოყენების ინსტრუქცია

პრედუქტალი ®

Preductal ®

 

 

მედიკამენტის დასახელება

პრედუქტალი ®   აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

 

შემადგენლობა

აქტიური კომპონენტი : ტრიმეტაზიდინ დიქლორჰიდრატი

ყოველი ტაბლეტი შეიცავს 20 მგ ტრიმეტაზიდინის ჰიდროქლორიდს

 

სხვა ინგრედიენტები

ტაბლეტის ბირთვი : მაგნიუმის სტეარატი , სიმინდის სახამებელი , მანიტოლი , პოვიდონი , ტალკი .

გარსი : გლიცერინი , ჰიპრომელოზა , მაკროჰოლ 6000, მაგნიუმის სტეარატი , ალუმინის ლაქი ყვითელი სანსეტი FCF (E110 ), წითელი კოშინელის ლაქი ( E 124 )

 

სამკურნალწამლო ფორმა

აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები

მრგვალი , წითელი , ორმხრივამობურცული , აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები .

შეფუთვაში 60 ტაბლეტი .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი

გულ - სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო და სტენოკარდიის საწინააღმდეგო სხვა საშუალებები .

 

თერაპიული ჩვენებები

კარდიოლოგია :

სტენოკარდიის ხანგრძლივი მკურნალობა : სტენოკარდიის შეტევების პროფილაქტიკა მონოთერაპიაში ან სხვა მედიკამენტებთან კომბინაციაში .

ოტოლარინგოლოგია :

იშემიური წარმოშობის კოხლეარულ - ვესტიბულური წარმოშობის დარღვევების მკურნალობა , როგორიცაა თავბრუსხვევა , ხმაური ყურებში , ჰიპოაკუზია .

ოფთალმოლოგია :

ქორიორეტინული დარღვევები იშემიის ელემენტებით .

 

დოზირება და მიღების წესი

პერორალური მიღებისთვის .

ტაბლეტი იყლაპება ერთი ჭიქა წყლის დაყოლებით ჭამის დროს .

საჭიროა ექიმის მითითების მკაცრი დაცვა

ჩვეულებრივი დოზირებაა ; დღეში 3 ტაბლეტი ჭამის დროს ( დილით , დღისით და საღამოს ).

ერთი ტაბლეტი დილას და საღამოს ჭამის დროს .

 

თუ პაციენტი თვლის რომ პრედუქტალი , აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები ავლენენ ზედმეტად ძლიერ ან არასაკმარის მოქმედებას , საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია .

 

პრედუქტალის ჭარბი რაოდენობის ტაბლეტების მიღებისას ასევე საჭიროა ექიმის და ფარმაცევტის კონსულტაცია .

 

პრედუქტალი აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტების მიღების დავიწყების შემთხვევაში , მკურნალობა გრძელდება ჩვეულებრივად .

პრეპარატის დოზის გაორმაგება გამოტოვებულის საკომპენსაციოდ არ შეიძლება .

 

გვერდითი ეფექტები

პრედუქტალს , ისევე როგორც ნებისმიერ სხვა სამედიცინო პრეპერატს , შეუძლია გამოიწვიოს არასასურველი ეფექტები :

 

ყველაზე ხშირია დარღვევები საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ , ისეთები როგორიცაა ტკივილი მუცლის არეში , დიარეა , დისპეფსია , გულისრევა და ღებინება .

 

გავრცელებული : ასთენია , გამონაყარი , ქავილი , ჭინჭრის ციება , თავბრუსხვევა , თავის ტკივილი .

 

იშვიათ შემთხვევებში : სისხლძარღვოვანი დაღვევები , როგორიცაა ორთოსტატული ჰიპოტენზია და სახის არეში სისხლის მოდინება .

 

ძალიან იშვიათ შემთხვევებში : ექსტრაპირამიდული სიმპტომები ( კანკალი , რიგიდობა , აკინეზია ), რომლებიც ქრება მკურნალობის შეწყვეტისას .

 

იმასთან დაკავშირებით , რომ პრედუქტალი შეიცავს ალუმინის ლაქს ყვითელ სანსეტს FCF (E 171) და წითელი კოშენელის ლაქს (E 124), არსებობს ალერგიული რეაქციის რისკი .

 

თუ პაციენტი შეამჩნევს ნებისმიერ ისეთ გვერდით ეფექტს , რომელიც არ არის აღწერილი ამ ჩანართში , საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია .

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა ტრიმეტაზიდინის ან პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ .

 

ეჭვის გაჩენის შემთხევავაში საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია  

 

სპეციალური სიფრთხილის ზომები

მოცემული პრეპარატი განკუთვნილია სტენოკარდიის ბაზისური თერაპიისთვის , და არა მისი შეტევების სამკურნალოდ . იგი ასევე არ არის ნაჩვენები ბაზისური მკურნალობისთვის არასტაბილური სტენოკარდიის და მიოკარდის ინფარქტის დროს .

სტენოკარდიის შეტევის დროს საჭიროა კორონარული პათოლოგიის ხელახალი შეფასება და შესაბამისი მკურნალობა .

 

პრეპარატის ზეგავლენა ავტომობილის ან სხვა მექანიზმების მართვაზე .

პრედუქტალი ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვაზე გავლენას არ ახდენს , ან ავლენს უმნიშვნელო ზეგავლენას .

 

ორსულობა და ლაქტაცია

ორსულობის დროს ამ   პრეპარატის მიღება სასურველი არ არის . მკურნალობის კურსისას ორსულობის გამოვლინების შემთხვევაში , საჭიროა ექიმის კონსულტაცია , რადგანაც მხოლოდ მას შეუძლია გადაწყვიტოს მკურნალობის გაგრძელება .

 

ლაქტაცია

პრეპარატის ლაქტატში გადასვლის შესახებ მონაცემების არარსებობის გამო , ბავშვის რძით კვება რეკომენდებული არ არის .

 

ნებისმიერი სხვა პრეპარატის მიღების დაწყებამდე საჭიროა ექიმის ან ფარმაცევტის კონსულტაცია .

 

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა

ინახება არაუმეტეს 30 ° C ტემპერატურაზე , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას .

ვარგისიანობის 3 წელი .

არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ .

 

გამოშვების ფორმა

მუყაოს შეფუთვა , 60 ტაბლეტი კონტურულ - უჯრედულ შეფუთვაში ( პოლივინილქლორიდი / ალუმინი ).

2 კონტურულ - უჯრედულ შეფუთვა , რომელთაგან თითოეული შეიცავს აპკიანი გარსით დაფარულ 30 ტაბლეტს , ფურცელ - ჩანართთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში .

 

აფთიაქიადიან გაცემის პირობები

ექიმის რეცეპტით

 

რეალიზაციის უფლებამოსილების მფლობელი ( მწარმოებელი )

  

რეალიზაციის სანქციის მფლობელი

LES LABORATORIES SERVIER

22, rue Garnier

92200NEUILLY-sur-SEINE CEDEX- France

 

მწარმოებელი

LES LABORATORIES SERVIER

905 route de Saran

45520 GIDY - France

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge