banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

პრესტარიუმი®

გამოყენების ინსტრუქცია

 

პრესტარიუმი ®

                                        Prestarium ®

 

    გენერიული დასახელება : პერინდოპრილ არგინინი

    წამლის ფორმა : 5 მგ და 10 მგ აპკით შემოგარსული ტაბლეტები

 

შემადგენლობა :

პრესტარიუმი 5 მგ

აქტიური კომპონენტი : პერინდოპრილ არგინინი

პრესტარიუმი 5 მგ - ის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 5 მგ პერინდოპრილ არგინინს .

სხვა ინგრენდიენტები :

ტაბლეტის ცენტრალურ ნაწილში : ლაქტოზის მონოჰიდრატი , მაგნიუმის სტრეარატი ( E470 B) მალტოდექსტრინი , უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი , ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ( A ტიპი );

აპკიან გარსში : გლიცერინი ( E422a ), ჰიპრომელოზა ( E 464), სპილენძის ქლოროფილინი ( E141ii), მაკროჰოლი , მაგნიუმის სტეარატი ( 470B), ტიტანის დიოქსიდი ( E 171).

 

პრესტარიუმი 10 მგ

აქტიური კომპონენტი : პერინდოპრილ არგინინი

პრესტარიუმი 10 მგ - ის ყოველი ტაბლეტი შეიცავს 10 მგ პერინდოპრილ არგინინს .

სხვა ინგრენდიენტები :

ტაბლეტის ცენტრალურ ნაწილში : ლაქტოზის მონოჰიდრატი , მაგნიუმის სტრეარატი ( E470 B) მალტოდექსტრინი , უწყლო კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი , ნატრიუმის სახამებლის გლიკოლატი ( A ტიპი ); აპკიან გარსში : გლიცერინი ( E422a ), ჰიპრომელოზა ( E 464), სპილენძის ქლოროფილინი ( E141ii), მაკროჰილინი , მაგნიუმის სტეარატი ( 470B), ტიტანის დიოქსიდი ( E 171).

 

   ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

პრესტარიუმი წარმოადგენს ანგიოტენზინ - გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორს .

 

ჩვენება

·          არტერიული ჰიპერტენზია ( მომატებული არტერიული წნევა )

·          გულის უკმარისობა ( დაავადებები , რომელთა დროსაც გული აღარ აწვდის ორგანიზმს სისხლს საკამრისი რაოდენობით )

·          გულისმიერი გართულებების რისკის შესამცირებლად , როგორიცაა , გულის შეტევა ,. კორონალური არტერიების სტაბილური დაავადების მქონე პაციენტებში ( მდგომარეობა , როცა გულის სისხლმომარაგება დაქვეითებულია ან ბლოკირებულია ), უკვე გადატანილი გულის შეტევა ან / და გულის სისხლმომარაგების გასაუმჯობესებელი ოპერაცია მისი მომმარაგებელი სისხლძარღვების გაფართოების ხარჯზე .

 

უკუჩვენება

·       ალერგია პერინდოპრილზე , ანგიოტენზინ - გარდამქნმნელი ფერმენტის ნებისმიერ    ინჰიბიტორზე ან პრესტარიუმის ნებისმიერ კომპონენტზე ;

·          ორსულობა ან ლაქტაციის პერიოდი ;

·          თუ ადრე აგფ - სხვა ინჰიბიტორების მიღებისას ან სხვა მდგომარეობებში გამოვლინდა ისეთი სიმპტომები , როგორიცაა მსტვინავი სუნთქვა , სახის ან ენის შეშუპება , ინტენსიური ქავილი ან უხვი გამონაყარი კანზე ( ანგიონევროზული შეშუპება ).

·          პრესტარიუმის დანიშვნა   ბავშვებში და მოზარდებში არ არის რეკომენდირებული .

 

პრესტარიუმის მიღებისას განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო შემდეგ შემთხვევებში :

საჭიროა ექიმის კონსულტაცია პრესტარიუმის მიღებამდე , თუ პაციენტს აწუხებს ქვენოთ ჩამოთვლილთაგან რომელიმე :

·          აორტის სტენოზი ( მთავარი სისხლძარღვის შევიწროება ), ჰიპერტროფიული კარდიომიოპათია ( გულის კუნთის დაავადება ) და თირკმლის არტერიის სტენოზი ( თირკმლის მომმარაგებელი არტერიის შევიწროება )

·          გულის სხვა დაავადება ,

·          ღვიძლის დარღვეული ფუნქცია ,

·          თირკმლის დარღვეული ფუნქცია და იმყოფებით დიალიზზე ,

·          სისტემური წითელი მგლურას ტიპის კოლაგენოზურ - სისხლძარღვოვანი დაავადება ან სკლეროდერმია ,

·          დიაბეტი ,

·          მარილის შემცველ დიეტა ან იღებთ კალიუმის შემცველ მარილის შემცველელებს

·          ანესთეზია ან სერიოზული ქირურგიული ოპერაცია ,

·          ტარდება დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების აფერეზის ( სისხლიდან ქოლესტეროლის აპარატული გამოძევბა )

·          თუ ტარდება მკურნალობის კურსი , რომელმაც უნდა დააქვეითოს მგრძნობელობა ფუტკრის ან კრაზანის ნაკბენების ალერგიული ეფექტების მიმართ .

·          თუ ბოლო დროს აღინიშნება დიარეა ან ღებინება ,

·          აუტანლობა შაქრის ზოგიერთი სახეობის მიმართ .

 

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება

ყოველთვის შეატყობინეთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს , თუ რომელ პრეპარატს იღებთ ან იღებდით ახლო წარსულში , ურეცეპტოდ გასაცემი წამლების შემთხვევაშიც კი .

პრესტარიუმით მკურნალობაზე შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს სხვა პრეპარატებმა . მათ რიცხვს მიეკუთვნება :

·          მაღალი A არტერიული წნევის სამკურნალო სხვა პრეპარატები ( პრეპარატები , რომლებიც ზრდიან შარდის მოცულობას და გამოიყოფა თირკმელებით )

·          კალიუმდამზოგველი დიურეზულები ( სპირონოლაქტონი , ტრიამტერენი ), კალიუმის დანამატები და კალიუმის შემცველი მარილის შემცვლელები ,

·          ლითიუმი მანიისა და დეპრესიის დროს ,

·          არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატები ( მაგალითად , იბუპროფენი ) ტკივილის მოსახსნელად ან ასპირინის მაღალი დოზები ,

·          დიაბეტის სამკურნალო პრეპარატები ( მაგალითად , ინსულინი ),

·          ისეთი მენტალური დარღვევების სამკურნალო პრეპარატები , როგორიცაა დეპრესია , შფოთვა , შიზოფრენია და სხვა . ( მაგალითად , ტრიციკლური ანტიდეპრესანტები , ანტიფსიქოზური პრეპარატები ),

·          იმუნოდეპრესიული პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება აუტოიმუნური დარღვევების სამკურნალოდ ( მაგალითად , ციკლოსპორინი )

·          ალოპურინოლი ( პოდაგრის სამკურნალოდ )

·          პროკაინამიდი ( არითმიის სამკურნალოდ ),

·          პრეპარატები , რომლებიც გამოიყენება დაბალი არტერიული წნევის , შოკის ან ასთმის სამკურნალოდ ( მაგალითად , ეფედრინი , ნორადრენალინი ან ადრენალინი )

 

პრესტარიუმის მიღება საკვებთან და სასმელთან ერთად

უმჯობესია პრესტარიუმის მიღება ჭამის წინ .

 

ორსულობა და ლაქტაცია

ნებისმიერი სამედიცინო პრეპარატის მიღების დაწყებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან ან ფარმაცევტთან .

არ უნდა მიიღოთ პრესტარიუმი ორსულობის ან ლაქტაციის პერიოდში . ( იხ . განყოფილება ` უკუჩვენება ~)

 

ავტოტრანსპორტის ან სხვა მექანიზმების მართვა

პრესტარიუმი არ მოქმედებს სიფხიზლეზე , მაგრამ ზოგიერთ პაციენტს დაქვეითებული არტერიული წნევის გამო , შეიძლება აღენიშნოს თავბრუსხვევა ან სისუსტე . ასეთ შემთხვევებში ავტოტრანსპორტის და მექანიზმების მართვის შესაძლებლობა კლებულობს .

 

 

 

პრესტარიუმიი შეიცავს ლაქტოზის მონოჰიდრატს . თუ არსებობს შაქრის ზოგიერთი სახეობის აუტანლობა , პრეპარტის მიღების დაწყებამდე საჭიროა კონსულტაცია ექიმთან .

 

   მიღების წესი და დოზირება

პრესტარიუმის მიღებისას ყოველთვის მკაცრად უნდა იქნას დაცული ექიმის მითითებები . თუ ეჭვი გეპარებათ პრეპარატის მიღების სისწორეში , რჩევა უნდა მიიღოთ ექიმისგან ან ფარმაცევტისგან .

ტაბლეტების მიღება რეკომენდებულია დღეში ერთხელ , დილით , საუზმის წინ , ჭიქა წყალთან ერთად , სასურველია ყოველდღე ერთიდაიგივე დროს . თქვენი ექიმი გადაწყვეტს , თუ რა დოზა შეეფერება პაციენტს .

 

ჩვეულებრივი დოზირება :

მომატებული არტერიული წნევა : ჩვეულებრივი საწყისი და შემანარჩუნებელი დოზა შეადგენს 5 მგ - დღეში ერთხელ . აუცილებლობის შემთხვევაში , მკურნალობიდან ერთი თვის შემდეგ , შეიძლება დოზის გაზრდა 10 მგ - მდე ერთხელ დღეში . მომატებული არტერიული წნევის დროს მაქსიმალური რეკომენდებული დოზა E შეადგენს 10 მგ - დღეში .

65 წლის ან უფრო ზევით ასაკში , ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ - დღეში . მკურნალობის დაწყებიდან ერთ Y თვის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ - მდე დღეში ერთხელ , ხოლო შემდეგ , აუცილებლობის შემთხვევაში , 10 მგ - მდე დღეში ერთხელ .

გულის უკმარისობა : ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5   მგ - დღეში ერთხელ , მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ - მდე ერთხელ დღეში , რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას გულის უკმარისობის შემთხვევაში .

 

კორონარული არტერიების დაავადება ; ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 5 მგ - დღეში ერთხელ . მკურნალობის დაწყებიდან 2 კვირის შემდეგ , შეიძლება დოზის გაზრდა 10 მგ - მდე ერთხელ დღეში , რაც წარმოადგენს მაქსიმალურ რეკომენდებულ დოზას ამ ჩვენების დროს .

65 წლის ან უფრო მეტი ასაკისას , ჩვეულებრივი საწყისი დოზა შეადგენს 2.5 მგ - დღეში . მკურნალობის დაწყებიდან ერთი კვირის შემდეგ , შეიძლება დოზის გაზრდა 5 მგ - მდე დღეში ერთხელ , ხოლო კიდევ ერთი კვირის შემდეგ , 10 მგ - მდე დღეში ერთხელ .

 

ჭარბი დოზირება

ჭარბი დოზირებისას   სასწრაფო დახმარების უახლოეს პუნქტს დაუკავშირდით   ან დაუყოვნებლივ შეატყობინეთ ამის შესახებ მკურნალ ექიმს . დოზის გადაჭარბების შემთხვევაში , მეტნაკლებად სარწმუნო ეფექტად ითვლება არტერიული წნევის დაქვეითება , რის გამოც შეიძლება იგრძნოთ თავბრუსხვევა , ან გონების დაკარგვა . თუ ეს მოხდა , საჭიროა ჰორიზონტალური მდგომარეობის მიღება და ქვედა კიდურების აწევა , რამაც შეიძლება შეამსუბუქოს თქვენი მდგომარეობა .

 

თუ დაგავიწყდათ პრესტარიუმის მიღება

მნიშვნელოვანია A პრეპარატის მიღება ყოველდღე , იმდენად , რამდენადაც რეგულარული მიღება უფრო ეფექტურს ხდის მკურნალობას . M მიუხედავად ამისა , თუ დაგავიწყდათ პრესტარიუმის დოზის მიღება , მიიღეთ შემდეგი დოზა ჩვეულებრივ დროს . არ გააორმაგოთ შემდეგი დოზა .

 

თუ წყვეტთ პრესტარიუმის მიღებას

იმდენად , რამდენადაც პრესტარიუმის მიღება გრძელდება მთელი ცხოვრება , პრეპარტის მიღების შეწყვეტამდე საჭიროა ექიმის კონსულტაცია .

დამატებითი შეკითხვებისას , პრეპარტის მიღებასთან დაკავშირებით , საჭიროა მკურნალ ექიმთან ან ფარმაცევტთან მიმართვა .

 

გვერდითი მოვლენები

ისევე როგორც სხვა ნებისმიერმა სამკურნალო პრეპარტმა , პრესტარიუმმა შეძლება გამოიწვიოს გვერდითი ეფექტები .

მათ მიეკუთვნება :

·          გავრცელებული : თავის ტკივილი , თავბრუსხვევა , ვერტიგო , წიწკნისა და ჩხვლეტის შეგრძნება , მხედველობის დარღვევები , შუილი ყურებში , მსუბუქი თავბრუსხსვევა დაქვეითებული წნევის გამო , ხველა , გაძნელებული სუნთქვა , საჭმლის მონელების დარღვევა , ( გულისრევა , ღებინება , ტკივილი მუცლის არეში , საგემოვნო თვისებების დარღვევა , დიარეა , ყაბზობა ), ალერგიული რეაქციები ( როგორიცაა გამონაყარი კანზე , ქავილი ), კუნთოვანი სპაზმები , დაღლილობის შეგრძნება .

·          ნაკლებად გავრცელებული : ცნობირების დარღვევა , ძილის დარღვევა , გულ - სისხლძარღვოვანი დარღვევები ( არარეგულარული გულის რიტმი , სტენოკარდია , გულის შეტევა და ინსულტი ), ეოზინოფილური პნევმონია ( პნევმონიის იშვიათი სახე ), რინიტი ( დახშული ცხვირის არხი ან გამონადენი ცხვირიდან ), სისხლის შემადგენლობის , კუჭქვეშა ჯირკვლის და ღვიძლის ფუნქციების დარღვევები .

ამ დროს დაუყოვნებლივ წყდება პრეპარტის მიღება . თუ გამოვლინდა ქვემოთჩამოთვლილთაგან ერთ - ერთი : შეგისივდათ სახე , ენა , პირი ან ყელი , გიჭირთ სუნთქვა , ძალიან გეხვევათ თავბრუ , ან კარგავთ გონებას , დაგეწყოთ უჩვეულოდ სწრაფი და არარეგულარული გულისცემა .

თუ გვერდითი მოვლენები იღებენ სერიოზულ ხასიათს , ან თუ აღინიშნება ისეთი არასასურველი ეფექტები , რომლებიც არ არის ჩამოთვლილი ამ ჩანართში , საჭიროა ექიმთან   ან ფარმაცევტთან კონსულტაცია .

  

 

 

შეფუთვა

 

პრესტარიუმი 5 მგ : ღია მწვანე წაგრძელებული ფორმის , აპკით შემოგარსული ტაბლეტები ამოტვიფრული ნიშნით *** ერთ მხარეს და გაყოფის ხაზით თითოეულ მხარეს .

პრესტარიუმი 10 მგ : მწვანე , მრგვალი , ორმხრივამოზნექილი ტაბლეტები აპკიანი გარსით , ამოტვიფრული ნიშნით **** ერთ მხარეს და *** ნიშნით მეორედ მხარეს .

ტაბლეტები გამოდის ფლაკონებში , რომლებიც შეიცავს 30 ტაბლეტს .

 

   შენახვის პირობები

ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე .

 

არ მიიღოთ პრესტარიუმიი შეფუთვაზე და ფლაკონზე მითითებული შენახვის ვადის გასვლის შემდეგ . შენახვის ვადის მითითებისას მხედველობაში იღებენ თვის უკანასკნელი დღეს . დატენიანების თავიდან ასაცილ ; ებლად მჭიდროდ დაახურეთ ფლაკონს .

არ შეიძლება პრეპარტის ჩაშვება ჩამდინარე წყალში ან კანალიზაციაში . შეეკითხეთ ფარმაცევტს , თუ სად და როგორ უნდა გადააგდოთ პრეპარტი , რომლის მიღებაც დაასრულეთ . ეს ღონისძიებები მიმართულია გარემოს დაცვისკენ .

 

ვარგისიანობის ვადა

3 წელი

 

გაცემის წესი

ექიმის რეცეპტით

 

მწარმოებელი

      Les Laboratories Servier Industrie

905, route de Saran

45520 Gidy

France ( საფრანგეთი )

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge