ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

პროკეტანი® კეტოპროფენი

 

 

 

 

პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია

პროკეტანი ®

კეტოპროფენი

 PROKETAN®

Ketoprofen

ანალგეზიური , ანთების საწინააღმდეგო , ანტიპირექსული საშუალება

 

შემადგენლობა

1 ამპულა შეიცავს 100 მგ კეტოპროფენს .

დამხმარე ნივთიერებები : ბენზილის სპირტი , ნატრიუმის ჰიდროქსიდი , პროპილენგლიკოლი , მანიტოლი , ნატრიუმის მეტაბისულფიტი , დისტილირებული წყალი .

 

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება : კეტოპროფენი .

ათქ კოდი : M01AE03, M02AA10.

 

ფარმაკოლოგიური თვისებები

პროკეტანი ® - ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება , პროპიონის მჟავას წარმოებული .

პროკეტანი ® ახდენს გამოხატულ ანალგეზიურ , ანტიპირექსულ და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას . აინჰიბირებს ციკლოოქსიგენაზას და თრგუნავს პროსტაგლანდინების სინთეზს . გარდა ამისა , კეტოპროფენი აინჰიბირებს ლიპოქსიგენაზას , გააჩნია ანტიბრადიკინინური აქტივობა , ასტიმულირებს ლიზოსომურ მემბრანებს , იწვევს ნეიტროფილების მნიშვნელოვნად შენელებას რევმატიული ართრიტით დაავადებულებში .

 

ფარმაკოკინეტიკა

პროკეტანი ® სწრაფად და კარგად შეიწოვება კუნთში შეყვანისას . 99%- ით უერთდება პლაზმის ცილებს . ადვილად აღწევს ჰისტოჰემატულ ბარიერებში და ქსოვილებსა და ორგანოებში ნაწილდება .

მნიშვნელოვანი კონცენტრაციებით ვლინდება სინოვიალურ სითხეში . პრაქტიკულად სრულად მეტაბოლიზდება ღვიძლში გლუკორონის მჟავასთან კონიუგაციის გზით . მეტაბოლიტები შარდთან ერთად გამოიყოფა . პაციენტებში თირკმელების ფუნქციის დარღვევებით გამოყოფა ნელდება .

 

ჩვენებები

-           სხვადასხვა გენეზის ტკივილის სინდრომი ( . . ოპერაციის შემდგომი ტკივილი , პოსტტრავმული ტკივილი , ლუმბაგო , იშიაზი , ტკივილი ძვალში მეტასტაზების , ალგოდისმენორეის , ნევრალგიების , თირკმლის კოლიკის და სხვ . დროს ).

-           სახსრების ანთებითი , ანთებით - დეგენერაციული და მეტაბოლური დაავადებები : რევმატიული ართრიტი , ანკილოზირებადი სპონდილიტი , ოსტეოართრიტები , რეაქციული ართრიტი , ფსორიაზული ართრიტი , პოდაგრული ართრიტი .

-           არასახსრისმიერი რევმატიზმი , . . ტენდინიტი , ბურსიტი , კაფსულიტი , სინოვიტი .

 

დოზები და გამოყენების წესი

შეჰყავთ კუნთში 1/2-1 ამპულა 4 საათიანი ინტერვალით . სადღეღამისო მაქსიმალური დოზა 200 მგ .

 

უკუჩვენებები

ჰიპერმგრძნობელობა პროკეტანის ® მიმართ , წყლულოვანი დაავადების გამწვავება , პაციენტები , რომლებშიც აცეტილსალიცილის მჟავა ან სხვა ასას - ბი იწვევენ ბრონქოსპაზმის პროვოცირებას , ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის გამოხატული დარღვევები .

 

განსაკუთრებული გაფრთხილება

პაციენტებში ჰიპერმგრძნობელობით აცეტილსალიცილის მჟავას ან სხვა ასას - ბის მიმართ შეიძლება აღინიშნოს ჯვარედინი ალერგია კეტოპროფენის მიმართ .

პროკეტანის ® გამოყენება ორსულობის I და II ტრიმესტრებში შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში , როდესაც პოტენციური სარგებელი დედისათვის აღემატება შესაძლო რისკს ნაყოფისათვის . III ტრიმესტრში პროკეტანის ® გამოყენება რეკომენდებული არ არის .

 

ურთიერთქმედება

ერთად გამოყენებისას პროკეტანი ® აძლიერებს ანტიკოაგულანტების , ჰეპარინის , ტიკლოპიდინის , დიაბეტის საწინააღმდეგო პერორალური საშუალებებისა და ალკოჰოლის ეფექტს , ასუსტებს სპირონოლაქტონის , პერიფერიული ვაზოდილატატორების მოქმედებას .

 

გვერდითი მოვლენები

დარღვევები კნტ - ის მხრივ .

ზემოაღნიშნული უკუჩვენებების გამოვლინებისას აუცილებელია დაუყოვნებლივ ექიმთან მიმართვა .

 

შენახვის პირობები და ვარგისიანობის ვადა

ინახება მშრალ , გრილ და სინათლისაგან დაცულ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე (25 ° C), . ყველა სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას .

 

ვარგისიანობის ვადა : 3 წელი .

შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება .

 

გამოშვების ფორმა

პროკეტანის ® საინექციო ხსნარი 2 მლ ამპულაში #3.

 

გაცემის წესი

რეცეპტით .

 

მწარმოებელი

Amoun Pharmaceutical Co. S.A.E.

ელ - უბურ სიტი , ქაირო , ეგვიპტე .




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge