ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

პროსტამოლ® უნო

გამოყენების ინსტრუქცია ,   გაეცანით ყურადღებით

პროსტამოლ ® უნო

Prostamol ® uno

ჯუჯა პალმის საბალის ნაყოფის ექსტრაქტი

yuradRebiT gaecaniT CanarTSi moyvanil informacias, radgan masSi moyvanilia TqvenTvis mniSvnelovani informacia.

aRniSnuli samkurnalo saSualeba gaicema receptis gareSe. Tumca, mkurnalobis saukeTeso Sedegis misaRwevad, prostamol ® uno unda miiRoT eqimis daniSnulebis Sesabamisad.

-          SeinaxeT mocemuli CanarTi, radgan SeiZleba mogvianebiT dagWirdeT misi gadakiTxva.

-          nebismieri damatebiTi informaciis an rCevis misaRebad, mimarTeT farmacevts.

-          im SemTxvevaSi, Tu gagiuaresdaT an ar gagiumjobesdaT mdgomareoba, aucileblad unda mimarToT mkurnal eqims.

-          Tu romelime gverdiTi movlena gagirTuldaT, an SeniSnavT iseT gverdiT moqmedebas, romelic ar aris aRniSnuli winamdebare CanarTSi, SeatyobineT mkurnal eqims an farmacevts.

 

 

 
 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 


წინამდებარე ჩანართი მოიცავს შემდეგ ინფორმაციას :

1.         პროსტამოლ ® უნოს აღწერა და გამოყენება .

2.       რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პრეპარატი პროსტამოლ ® უნოს გამოყენებამდე .

3.        პროსტამოლ ® უნოს მიღების წესი .

4.       შესაძლო გვერდითი მოქმედება .

5.        პრეპარატი პროსტამოლ ® უნოს შენახვის პირობები .

6.       დამატებითი ინფორმაცია .

 

1.       პროსტამოლ ® უნოს აღწერა და გამოყენება

პროსტამოლ ® უნო არის პროსტატის დაავადებების სამკურნალო მცენარეული საშუალება ( უროლოგიური საშუალება ).

 

პროსტამოლ ® უნო გამოიყენება შარდვის გაძნელების სამკურნალოდ . ( შარდის ბუშტის დაცლასთან დაკავშირებული პრობლემების მოსაგვარებლად ) წინამდებარე ჯირკვლის I და II სტადიის კითილთვისებიანი სიმსივნის დროს ( პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია ).  

 

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის კლასიფიკაცია სტადიების მიხედვით :

სტადია

დასახელება

დარღვევები

I

გაღიზიანების სტადია

-          შარდის შეკავება

-          შარდვის გახანგრძლივება ან შარდვის წყვეტა .

-          შარდის სუსტი ნაკადი

-          ხშირი შარდვა ( განსაკუთრებით ღამით )

-          შარდის ბუშტის სრული დაცლა

II

დარჩენილი შარდის სტადია

-          შარდვის შემდგომი გაძნელება

-          შარდის ბუშტის არასრული დაცლა , შარდის ბუშტში შარდვის შემდეგ ნარჩენი შარდი .

-          შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება

 

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის დროს შესაძლოა შემდეგი სიმპტომების გამოვლენა :

·         უფრო ხშირი შარდვის აუცილებლობა , განსაკუთრებით ღამით .

·         შარდის სუსტი ან წყვეტილი ნაკადი

·         შარდის წვეთობით დენა

·         შარდის ბუშტის არასრული დაცლის შეგრძნება

·         ტკივილი შარდვის დროს

·         სექსუალური ცხოვრების დარღვევა .

 

აღნიშნული სიმპტომების უმრავლესობა გამოწვეულია შარდსადენი არხის შევიწროვებით პროსტატის გაზრდის გამო .

 

ჯუჯა პალმის საბალის ნაყოფის ექსტრაქტის მიღება :

·         ხელს უშლის პროსტატის ქსოვილების შემდგომ ზრდას

·         ამცირებს ზეწოლას შარდის ბუშტზე

·         აძლიერებს შარდის ნაკადს .

 

2.       რას უნდა მიაქციოთ ყურადღება პრეპარატი პროსტამოლ ® უნოს გამოყენებამდე .

პროსტამოლ ® უნოს მიღება არ შეიძლება შემდეგ შემთხვევებში :

მომატებული მგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების , წითელი A კარმინის საღებავის ( E124 ) ან პროსტამოლ ® უნოს შემადგენელი სხვა რომელიმე კომპონენტის მიმართ ;

 

განსაკუთრებული გაფრთხილება პროსტამოლ ® უნოს მიღებისას

პროსტამოლ ® უნო მხოლოდ ამცირებს ჩივილებს პროსტატის ზრდისას , და მთლიანად არ არჩენს .   ამიტომ პაციენტებმა რეგულარულად უნდა მიმართონ ექიმს . კერძოდ , შარდში სისხლის გამოვლენის , გადავსებული შარდის ბუშტის გამო მუდმივი შარდის დენისა და მტკივნეული შარდვის შემთხვევაში , რომელიც შეთავსებულია მოშარდვის უეცარი შეუძლებლობით ( შარდის მწვავე შეკავება ). ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია ექიმთან მიმართვა .

   

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ერთად მიღება

პრეპარატის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის .

 

ზემოქმედება სატრანსპორტო საშუალებების მართვის და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                                 

პროსტამოლ ® უნო გავლენას არ ახდენს სატრანსპორტო საშუალებების მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარზე .

 

3.       პროსტამოლ ® უნოს მიღების წესი .

პროსტამოლ ® უნო ყოველთვის მიიღება მოცემულ ჩანართში მოყვანილი ინსტრუქციის ზუსტად დაცვით . ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ეჭვის შემთხვევაში რჩევისათვის მიმართეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

დოზირება :

ჩვეულებრივი დოზა შეადგენს :

პროსტამოლ ® უნოს თითო რბილი კაფსულა ყოველდღე ერთსა და იმავე დროს . რბილი კაფსულა მიიღება ჭამის შემდეგ , დაუღეჭავად , საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად .

 

მკურნალობის ხანგრძლივობა :

მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების ფორმაზე , სიმძიმის ხარისხზე და მიმდინარეობაზე და არ არის შეზღუდული დროით . აღნიშნულ საკითხზე რჩევისათვის მიმართეთ თქვენს ექიმს .

 

პროსტატის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზია არის ხანგრძლივად მიმდინარე ქრონიკული დაავადება . ამიტომ , პროსტამოლ ® უნოს მიღება რეკომენდებულია მუდმივად , ხანგრძლივი დროის განმავლობაში . მკურნალობის წარმატებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პრეპარატის რეგულარული ყოველდღიური მიღება . ამასთან გაუმჯობესება მოსალოდნელია მხოლოდ დაახლოებით ექვსი კვირის შემდეგ . სრული ეფექტურობა მიიღწევა არაუადრეს სამი თვისა . პროსტამოლ ® უნოს მიღება შესაძლებელია რამდენიმე წლის განმავლობაში .

იმ შემთხვევაში , თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან , პირიქით , გაუარესდა , კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს .

 

პრეპარატ პროსტამოლ ® უნო ჭარბი დოზით მიღება

პროსტამოლ ® უნო ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები დღემდე რეგისტრირებული არ არის .

 

პროსტამოლ ® უნოს დოზის გამოტოვება

პროსტამოლ ® უნოს ორმაგი დოზის მიღება გამოტოვებული დოზის კომპენსაციის მიზნით რეკომენდებული არ არის .

  

პროსტამოლ ® უნოს მიღების შეწყვეტა

შესაძლებელია ჩივილების ხელახალი გამოვლენა .

მოცემული პროდუქტის გამოყენების შესახებ დამატებითი კითხვების შემთხვევაში რჩევისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

4.      შესაძლო გვერდითი მოქმედება

როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას , პროსტამოლ ® უნოსაც შეიძლება ჰქონდეს გვერდითი მოქმედება , თუმცა ის არ ვლინდება ყველა პაციენტში .

 

იშვიათ შემთხვევებსი შეიძლება ადგილი ჰქონდეს ჩივილს კუჭის მხრივ .

 

წითელი A კარმინის საღებავმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები .

 

თუ რომელიმე გვერდითი მოვლენა სერიოზულ სახეს იღებს ან ვლინდება ისეთი არასასურველი გვერდითი მოვლენა , რომელიც არ არის აღნიშნული წინამდებარე ჩანართში , შეატყობინეთ მკურნალ ექიმს ან ფარმაცევტს .

 

პროსტამოლ ® უნო არ მოქმედებს სექსუალურ ფუნქციაზე .

 

5.       პრეპარატი პროსტამოლ ® უნოს შენახვის პირობები .

მოცემული პრეპარატი შენახვის განსაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს .

 

სამკურნალო საშუალება ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !

 

პროსტამოლ ® უნო არ გამოიყენება შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ . 3 წელი , ვარგისიანობის ვადა გულისხმობს მითითებული თვის ბოლო დღეს .


პრეპარატის უტილიზაციის მიზნით მისი კანალიზაციის მილში ან ნაგავში გადაგდება არ შეიძლება . პრეპარატის უტილიზაციის საკითხთან დაკავშირებით მიმართეთ ექიმს . აღნიშნული ზომები ხელს შეუწყობს გარემოს დაცვას .

 

6.       დამატებითი ინფორმაცია .

პრეპარატი პროსტამოლ ® უნოს შემადგენლობა :

მოქმედი ნივთიერება :

თითო რბილი კაფსულა შეიცავს 320 მგ ჯუჯა პალმის საბალის ნაყოფის ექსტრაქტს ( Serenoa serrulata, Serenoa Repens ) (9-11:1).

ექსტრაგენტი : ეთანოლი 96%.

სხვა კომპონენტები : სუქცინილირებული ჟელატინი , გლიცერინი , გაწმენდილი წყალი , საღებავები : ტიტანის დიოქსიდი ( E 171), რკინის ოქსიდი შავი ( E 172) და წითელი A კარმინი 80 %- იანი ( E 124).

 

პრეპარატი პროსტამოლ ® უნოს აღწერა და შეფუთვა

ოვალური რბილი ჟელატინის კაფსულა არაგამჭვირვალე ორფერი მოწითალო - მოშავო გარსით . კაფსულის შემადგენლობა : მუქი - ყავისფერი სითხე დამახასიათებელი სუნით .

დასაკეცი მუყაოს კოლოფი , რომელიც შეიცავს პვქ / პვდქ ბლისტერს მასთან მიდუღებული ალუმინის ფოლგით .

ორიგინალი შეფუთვა შეიცავს 15, 30, 60, 120, 180, 200 რბილ კაფსულას *

·          შესაძლებელია გაყიდვაში ყველა სახის შეფუთვა არ იყოს .  

 

აფთიაქიდან გაცემის წესი

III ჯგუფი ( გაცემის რეჟიმი : ურეცეპტოდ )

 

სარეგისტრაციო მოწმობის მფლობელი

ბერლინ - ხემი აგ ( მენარინი გრუპ )

გლინიკერ ვეგ , 125

D -12489 ბერლინი

გერმანია

 

მწარმოებელი

ბერლინ - ხემი აგ ( მენარინი გრუპ )   ან   მენარინი ფონ ხეიდენ გმბჰ

გლინიკერ ვეგ , 125                     ლეიფციგერ შტრასსე 7-13 ,

D -12489 ბერლინი                     01097 დრეზდენ ,

გერმანია                              გერმანია

 




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge