banner banner banner banner
banner banner banner banner

banner
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
banner

პროზერინი

 

 

 

 

გამოყენების    ინსტრუქცია

პროზერინი

( PROZERIN)

 

ზოგადი დახასიათება :

საერთაშორისო და ქიმიური დახასიათება : neostigmine; (3 – ( დიმეთილკარბომოილოქსი ) – ფენილ ) – ტრიმეთილამონიუმის მეთილსულფატი .

 

ძირითადი ფიზიკურ - ქიმიური თვისებები : გამჭვირვალე , უფერო სითხე .

 

შემადგენლობა : 1 მლ ხსნარი შეიცავს :

ნეოსტიგმინი – 0.5 მგ ;

დამხამარე ნივთიერებები : საინექციო წყალი

 

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი : ნერვულ სისტემაზე მოქმედი საშუალება . პარასიმპათომიმეტური და   ანტიქოლინესთერაზული საშუალება .

ათქ კოდი : # 07A A01

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

ფარმაკოდინამიკა . ქოლინესთერაზას და ფსევდოქოლინესთერაზას ინჰიბიტორი . მას გააჩნია არაპირდაპირი ქოლინომიმეტური მოქმედება ქოლინესთერაზას შექცევადი ინჰიბირების და ენდოგენური აცეტილქოლინის პოტენცირებული მოქმედების ხარჯზე . იგი აუმჯობესებს ნერვ - კუნთოვან გადაცემას , აძლიერებს კუჭ - ნაწლავის ტრაქტის მოტორიკას , ზრდის შარდის ბუშტის , ბრონქების ტონუსს , ეგზოკრინული ჯირკვლების სეკრეციას , იწვევს ბრადიკარდიას , არტერიული წნევის დაქვეითებას , ავიწროვებს გუგებს , აქვეითებს თვალშიდა წნევას , იწვევს აკომოდაციის სპაზმს .

ფარმაკოკინეტიკა . პარენტერალური შეყვანის შემდეგ პროზერინი ექვემდებარება ჰიდროლიზს , აგრეთვე მეტაბოლიზდება ღვიძლში . პლაზმის ცილებთან კავშირი შეადგენს 15-25%- . პრეპარატი ელიმინირდება შარდით შეუცვლელი ნივთიერებისა და მეტაბოლიტების სახით ,   ცუდად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს .

 

გამოყენების ჩვენებები : მიასთენია და მიასთენური სინდრომი , განივზოლიანი კუნთების პერიფერული დამბლა , აღდგენითი პერიოდები გადატანილი მენინგიტის , პოლიომიელიტის და ენცეფალიტის შემდეგ . სამშობიარო აქტის სისუსტე , მხედველობის ნერვის ატროფია , ნევრიტები , კუჭის , ნაწლავისა და შარდის ბუშტის ატონია . ოფთალმოლოგიაში : გუგის შესავიწროვებლად და თვალისშიდა წნევის შესამცირებლად ღიაკუთხოვანი გლაუკომის დროს . პრეპარატი , როგორც ანტიმადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების ანტიდოტი , გამოიყენება კუნთების სისუსტისა და სუნთქვის დათრგუნვის დროს ანტიმადეპოლარიზებელი ნივთიერების გამოყენებით განხორციელებული ანესთეზიის დამთავრების შემდეგ . აგრეთვე მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების გამოყენებისას , თუ ეს უკანასკნელნი დაიწყებენ ანტიმადეპოლარიზებელი ტიპის მოქმედებას , (` ორმაგი ბლოკი ~).

 

მიღების წესები და დოზირება : მოზრდილებში შეჰყავთ კანქვეშ 0.5 მგ დოზით (1 მლ ) 1-2- ჯერ დღეღამეში . მაქსიმალური დოზები მოზრდილთათვის : კანქვეშ ერთჯერადი 2 მგ (4 მლ ), სადღეღამისო – 6 მგ (12 მლ ).

მიასთენიური კრიზის განვითარების შემთხვევაში მოზრდილებში პროზერინი შეჰყავთ ინტრავენურად 05.-1 მლ დოზირებით , შემდეგ შეჰყავთ კანქვეშ ზემოთ მითითებული მოზრდილთა დოზებით დროის მცირე ინტერვალებით . პროზერინის მოქმედების პოტენცირებისთვის ხანდახან კანქვეშ დამატებით შეჰყავთ ეფედრინი (5%- ნი ხსნარის 1 მლ ). მიასთენიის   მკურნალობისას რიგ შემთხვევებში პრეპარატი ინიშნება ალდოსტერონის ანტაგონისტებთან , კორტიკოსტეროიდებთან და ანაბოლურ ჰორმონებთან კომბინაციაში . გასათვალისწინებელია ის გარემოება , რომ არასაკმარისმა დოზებმა შეიძლება გააუარესოს დაავადების მიმდინარეობა , ხოლო დოზის გადაჭარბებამ შეიძლება ხელი შეუწყოს ` ქოლინერგული კრიზის ~, და სუნთქვის დარღვევის განვითარებას .

სუსტი სამშობიარო მოქმედებისას , სტიმულაციისთვის პროზერინი შეჰყავთ კანქვეშ 1 მლ დოზით 1-2- ჯერ დღეში ერთი საათის ინტერვალებით . პირველ ინექციასთან ერთად კანქვეშ ერთჯერადად შეჰყავთ 1 მლ ატროპინის სულფატის 0.01% ხსნარი .

თუ პროზერინი იწვევს   მიორელაქსანტების მოქმედების კუპირებას , მაშინ წინასწარ ინტრავენურად შეჰყავთ 0.1% ატროპინის სულფატის 0.5-0.7 მლ , შემდეგ პულსის გაუმჯობესების შემდეგ   1.5-2 წუთის შემდეგ შეჰყავთ ინტრავენურად 1.5 მგ (3 მლ პროზერინი ). პრეპარატის ამ დოზის არაეფექტურობის დროს განმეორებით შეჰყავთ იგივე დოზით , ( ბრადიკარდიის გამოვლენისას ახორციელებენ ატროპინის დამატებით ინექციას ). პროზერინის მაქსიმალური შესაძლო რაოდენობა , რომელიც შეიძლება შეყვანილი იქნას , შეადგენს 5-6 მგ - (12-0-12 მლ ), შეყვანის საერთო დრო – 20-30 წთ .

ბავშვებში კანქვეშა დოზის გადაანგარიშება ხდება სიცოცხლის ერთ წელზე 0.05 მგ (0.1 მლ ), მაგრამ არა უმეტეს 0.375 მგ - სა (0.75 მლ ), ერთ ინექციაზე . ბავშვებში ჩვეულებრივ ინიშნება ერთჯერ დღეში ,   მაგრამ   აუცილებლობის შემთხვევაში შეიძლება პროზერინის სადღეღამისო დოზის გაყოფა 2-3 მიღებაზე .

 

გვერდითი მოქმედება : საჭმლის მომნელებელი ტრაქტის მხრივ : გულისრევა , ღებინება , დიარეა , ჰიპერსალივაცია , ხშირი შარდვა , ენის კუნთის კანკალი .

გულ - სისხლძარღვთა სისტემის მხრივ : ბრადიკარდია და არტერიული წნევის დაქვეითება .

სასუნთქი სისტემის მხრივ : ბრონქული ჯირკვლების სეკრეციის გაძლიერება , ბრონქების ტონუსის მომატება .

ალერგიული რეაქციები : შესაძლებელია კანზე გამონაყარი და ქავილი .

სხვა : ჩონჩხის კუნთების კანკალი , სისუსტე .

 

უკუჩვენებები : ეპილეფსია , ჰიპერკინეზები , ბრონქული ასთმა , სტენოკარდია , ათეროსკლეროზი , კუჭ - ნაწლავის ტრაქტის და საშარდე გზების მექანიკური გაუვალობა , დასუსტებულ ბავშვებში მწვავე დაავადებების დროს და ინტოქსიკაციების დროს ; მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ .

დოზის გადაჭარბება : შესაძლებელია ზემოაღწერილი გვერდითი ეფექტების გაძლიერება , რომლებიც დაკავშირებულია ქოლინორეცეპტორების მომატებულ აგზნებასთან (` ქოლინერგული კრიზი ~).

გვერდითი მოვლენების მოსახსენელად ან ამცირებენ პრეპარატის დოზას ან საერთოდ ხსნიან მას . აუცილებლობის შემთხვევაში შეჰყავთ ატროპინი , მეტაცინი და სხვა ქოლინოლიზური საშუალებები .

 

სიფრთხილის ზომები : დიდი სიფრთხილით იყენებენ ბრადიკარდიის , არითმიის , არტერიული ჰიპოტენზიის , ვაგოტონიის , ადისონის დაავადების , ჰიპერთირეოიდიზმის , კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების დროს .

მკურნალობის პერიოდში სასურველია თავის შეკავება ტრანსპორტისა და სხვა მექანიზმების მართვისგან , რაც   მოითხოვს ყურადღების კონცენტრაციას , ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სიჩქარეს და მოძრაობის ზუსტ კოორდინაციას .

ორსულობა და ლაქტაცია : პროზერინი გადის პლაცენტურ ბარიერს , მინიმალური რაოდენობით გამოიყოფა დედის რძით . ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში .

 

ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან :   პროზერინი წარმოადგენს არამადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების ანტაგონისტს და აძლირებს მადეპოლარიზებელი მიორელაქსანტების მოქმედებას .

- ქოლინობლოკატორები , განგლიობლოკატორები , ქინიდინი , ნოვოკაინამიდი , ადგილობრივი საანესთეზიო საშუალებები , ტრიციკლური ანტიდეპრესანტები , ანტიეპილეფსიური და ანტიპარკინსონული პრეპარატები ამცირებენ პროზერინის მოქმედებას .

ეფედრინი ახდენს პროზერინის მოქმედების პოტენცირებას .

პროზერინის ბეტა - ადრენობლოკატორებთან ერთად გამოყენებისას შესაძლოა ბრადიკარდიის გაძლიერება .

შენახის ვადა და პირობები : ინახება ბავშვებისაგან მიუწვდომელ , სინათლისაგან დაცულ ნადგილას , არა უმეტეს 250 C .

შენახვის ვადა – 3 წელი .

გაცემის ფორმა : რეცეპტით .

შეფუთვა : 1 მლ ამპულაში . 10 ამპულა მუყაოს შეფუთვაში .

მწარმოებელი : ხსფს ` ზდაროვიე ნაროდუ ~

მისამართი : უკრაინა , 61013, . ხარკოვი , შევჩენკო , 22.

 

 

 



banner

© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge