ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ
ქარ

სინუპრეტი®

 

 

გამოყენების ინსტრუქცია

 

სინუპრეტი ®   

 

Sinupret ®

 

 

სამკურნალწამლო ფორმა :

პერორალური წვეთები D და დრაჟე

 

სავაჭრო დასახელება :

სინუპრეტი

 

შემადგენლობა :

100 გრ წვეთები შეიცავს : 29 წყალ - სპირტიანი ხსნარის ექსტრაქტს ( გამონაწვლილ ნივთიერებას ) შემდეგი სამკურნალო მცენარეებისაგან :

 

Gentiane radix ( გენციანეს ფესვი )                             0,2

Pri mulae flos ( ფურისულის ყვავილები )                            0.6

Rumicis herba ( ლოლო )                                0.6g

Sambuci flos ( დიდგულა )                               0.6g

Verbenae herba ( ვერბენა )                               0,6g

ეთანოლის შემცველობა : 16-19% ( მოცულობითი თანაფარდობით )

დამატებითი ინგრედიენტები : გასუფთავებული წყალი .

 

ერთი დრაჟე შეიცავს გამომშრალ სამკურნალო მცენარეებს :

Gentiane radix ( გენციანეს ფესვი )                         6mg

Primulae flos   ( ფურისულის ყვავილები )                       18mg      

Rumicis herba   ( ლოლო )                                 18mg

Sambuci flos    ( დიდგულა )                                18mg      

Verbenae herba   ( ვერბენა )                                18mg

 

დამატებითი ინგრედიენტები : კალციუმის კარბონატი ,   აბუსალათინის ზეთი , უწყლო კოლოიდური კაჟი , ეუდრაგიტ i E 100, ჟელატინი , გლუკოზას სიროფი , ლაქტოზა , მაგნიუმის არამკვრივი ჟანგი , სახამებელი , პოვიდონი K 25, გასუფთავებული წყალი , შელაკი , სორბიტი , სტეარინის მჟავა , საქაროზა , ტალკი , ტიტანის ორჟანგი , ნატრიუმის უწყლო კარბონატი , საღებავი ნივთიერებები E 104, E132.

 

 

აღწერილობა :

 

წვეთები პერორალური მიღებისათვის : გამჭვირვალე , მწარე გემოს , არომატული სუნის , მოყვითალო - მოყავისფრო სითხე . შენახვის პროცესში შესაძლებელია   უმნიშვნელო ნალექის წარმოქმნა .

 

დრაჟე : მწვანე ფერის , მრგვალი , ორმხრივამოზნექილი , გლუვი ზედაპირის .

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

სეკრეტოლიზური საშუალება .

 

ფარმაკოლოგიური თვისებები :

მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი .

მისი ფარმაკოლოგიური თვისებები განისაზღვრება მასში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით . სინუპრეტს ახასიათებს   სეკრეტოლიზური , სეკრეტომოტორული და ანთების საწინააღმდეგო თვისებები . ხელს უწყობს ექსუდატის გამოყოფას ცხვირის დანამატი ღრუებიდან და ზემო სასუნთქი გზებიდან .

 

ჩვენებები :

მწვავე და ქრონიკული სინუსიტები , რომლებსაც თან ახლავს სქელი სეკრეტის წარმოშობა .

 

უკუჩვენება :

მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ .

 

გვერდითი მოვლენები :

ძალიან იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია ტკივილი მუცლის ზედა არეში , ერთეულ შემთხვევებში - ალერგიული რეაქციები ( გამონაყარი კანზე , ქოშინი ). გვერდითი მოვლენების წარმოშობისას საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია .

 

დოზირება და გამოყენება :

მოზრდილთათვის : 50 წვეთი ან 2 დრაჟე 3- ჯერ დღეში

სკოლის ასაკის ბავშვებისათვის : 25 წვეთი ან 1 დრაჟე 3- ჯერ დღეში

სკოლამდელი ასაკის ბავშვებისათვის : 15 წვეთი 3- ჯერ დღეში

ჩვილთათვის : 10 წვეთი 3- ჯერ დღეში .

სინუპრეტის დრაჟე მიიღება დაღეჭვის გარეშე წყლის მცირე რაოდენობასთან ერთად .

თუ სიმპტომები აღინიშნება 7-14 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში ან მეორდება პერიოდულად მიმართეთ ექიმს .

 

 

ჭარბი დოზირება :

პერორალურად მიღებისათვის :

პრეპარატის ჭარბმა დოზებმა , შესაძლებელია გამოიწვიოს ალკოჰოლით მოწამვლა და საფრთხე შეუქმნას სიცოცხლეს , განსაკუთრებით ბავშვებში . აღნიშნულ შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს . M მთელი ფლაკონის შიგთავსის (100 მლ .) მიღებისას ორგანიზმში ხვდება 16 გრამი სპირტი .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან :

კომბინაცია ანტიბაქტერიულ სამკურნალო პრეპარატებთან შესაძლებელია და მიზანშეწონილია . ურთიერთქმედება სხვა მედიკამენტებთან ცნობილი არ არის .

 

ორსულობის   და ლაქტაციის პერიოდი :

ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულების თანახმად . A ალკოჰოლის შემცველობის გამო სინუპრეტი - წვეთების გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში , როდესაც დრაჟეს მიღება შეუძლებელია . ლაქტაციის პერიოდში G გამოცდილების   სიმწირის გამო პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული .

 

განსაკუთრებული მითითებები :

პრეპარატი არ მოქმედებს ავტომობილის მართვისა და დანადგარებთან მუშაობისას კონცენტრაციის უნარზე .

ალკოჰოლის შემცველობის გამო სინუპრეტი წვეთები არ შეიძლება გამოყენებულ იქნას ალკოჰოლიზმით დაავადებულ პაციენტებში და ასევე   წარმატებული ანტიალკოჰოლური მკურნალობის შემდეგ ;

ღვიძლის დაავადებების შემთხვევაში სინუპრეტი წვეთები უნდა გამოვიყენოთ მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ .

ალკოჰოლიზმით და ღვიძლით დაავადებულ პაციენტებს უნდა ახსოვდეთ , რომ სინუპრეტი შეიცავს 16,0-19,0% სპირტს ( ეთანოლს ).

ერთი მოზრდილების დოზა შეიცავს 0,45 გრ . სპირტს , რაც შეესაბამება ერთი კოვზ ღვინოს .

გამოყენებისას ფლაკონი დაიჭირეთ ვერტიკალურად . შენახვის პროცესში შესაძლებელია   ხსნარის მსუბუქად შემღვრევა ან უმნიშვნელო ნალექის გამოყოფა , რაც არ მოქმედებს პრეპერატის ეფექტურობაზე .

დრაჟე დაცული უნდა იქნას ნესტისაგან .

გამოყენების წინ სინუპრეტი წვეთები შეანჯღრიეთ .

 

გამოშვების ფორმა :

წვეთები პერორალური მიღებისათვის - ფლაკონები   100 მლ ;

დრაჟე - ბლისტერები 25 დრაჟე თითოეულში .

შეფუთვა - 50 და 100 დრაჟე .

 

შენახვის პირობები :

ინახება მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას , არაუმეტეს 250 C ტემპერატურისა .

 

ვარგისიანობის ვადა :

3 წელი .

ღია ფლაკონების გამოყენება   შესაძლებელია 6 თვის განმავლობაში .

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული   ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ .

 

გაცემის წესი :         ურეცეპტოდ

 

მწარმოებელი ფირმა :

ბიონორიკა აგ , გერმანია

BIONORICA AG, Germany

 

 

 

 




© 2011 ყველა უფლება დაცულია www.formulary.ge